სურა 37 საფფათი

  1. فَإِنَّكُمْ وَمَا تَعْبُدُونَ

    ვერც თქვენ და ვერც ისინი, რასაც ეთაყვანებით,

    37:161
  2. مَا أَنْتُمْ عَلَيْهِ بِفَاتِنِينَ

    ვერ აცდუნებთ მისგან ვერავის,

    37:162
  3. إِلَّا مَنْ هُوَ صَالِ الْجَحِيمِ

    გარდა იმისა, ვინც მსწრაფველია მწველი ცეცხლისკენ!

    37:163
  4. وَمَا مِنَّا إِلَّا لَهُ مَقَامٌ مَعْلُومٌ

    და არავინაა ჩვენგან, რომ არ იყოს მისთვის განსაზღვრული ადგილი,

    37:164
  5. وَإِنَّا لَنَحْنُ الصَّافُّونَ

    და, უეჭველად, ჩვენ ვდგავართ მწკრივებში.

    37:165
  6. وَإِنَّا لَنَحْنُ الْمُسَبِّحُونَ

    და, უეჭველად, ჩვენ ვართ ღვთისმსახურნი.

    37:166
  7. وَإِنْ كَانُوا لَيَقُولُونَ

    უეჭველად, ასე ამბობდნენ:

    37:167
  8. لَوْ أَنَّ عِنْدَنَا ذِكْرًا مِنَ الْأَوَّلِينَ

    „რომ გვქონოდა შეხსენება პირველთაგან,

    37:168
  9. لَكُنَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ

    მაშინ, უთუოდ, ვიქნებოდით ალლაჰის წრფელ მსახურთაგან!“

    37:169
  10. فَكَفَرُوا بِهِ ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    მაგრამ უარყვეს იგი. მალე შეიტყობენ!...

    37:170
  11. وَلَقَدْ سَبَقَتْ كَلِمَتُنَا لِعِبَادِنَا الْمُرْسَلِينَ

    და ვფიცავ, ჩვენს მსახურთ - შუამავალთ აღვუთქვით:

    37:171
  12. إِنَّهُمْ لَهُمُ الْمَنْصُورُونَ

    უეჭველად, ეგენი იქნებიან შეწევნილნი!

    37:172
  13. وَإِنَّ جُنْدَنَا لَهُمُ الْغَالِبُونَ

    და უეჭველად, ჩვენნი ლაშქარნი იქნებიან გამარჯვებულნი!

    37:173
  14. فَتَوَلَّ عَنْهُمْ حَتَّىٰ حِينٍ

    მაშ, ზურგი აქციე მათ ერთ დრომდე,

    37:174
  15. وَأَبْصِرْهُمْ فَسَوْفَ يُبْصِرُونَ

    და თვალი ადევნე მათ; მალე იხილავენ (სასჯელს)!

    37:175
  16. أَفَبِعَذَابِنَا يَسْتَعْجِلُونَ

    ნუთუ ჩვენი სასჯელის უმალ დატეხა სურთ?

    37:176
  17. فَإِذَا نَزَلَ بِسَاحَتِهِمْ فَسَاءَ صَبَاحُ الْمُنْذَرِينَ

    მაგრამ როცა დაატყდება მათ საცხოვრებელთ, მაშინ რაოდენ ცუდია დილა გაფრთხილებულთა!

    37:177
  18. وَتَوَلَّ عَنْهُمْ حَتَّىٰ حِينٍ

    მაშ, ზურგი აქციე მათ ერთ დრომდე.

    37:178
  19. وَأَبْصِرْ فَسَوْفَ يُبْصِرُونَ

    და თვალი ადევნე მათ; მალე იხილავენ (სასჯელს)!

    37:179
  20. سُبْحَانَ رَبِّكَ رَبِّ الْعِزَّةِ عَمَّا يَصِفُونَ

    რაოდენ დიადია შენი ღმერთი, ღმერთი ძლევამოსილი იმაზე, რასაც მიაწერენ!

    37:180

თარგმანი: რეზო მიქელაძე