სურა 37 საფფათი

  1. إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ სიკეთისმქმნელთ!

    37:121
  2. إِنَّهُمَا مِنْ عِبَادِنَا الْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ისინი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყვნენ.

    37:122
  3. وَإِنَّ إِلْيَاسَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ

    და უეჭველად, ილიასიც ერთ-ერთი შუამავალი იყო.

    37:123
  4. إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ أَلَا تَتَّقُونَ

    აკი, უთხრა თავის ხალხს: „განა არ გაფრთხილდებით?

    37:124
  5. أَتَدْعُونَ بَعْلًا وَتَذَرُونَ أَحْسَنَ الْخَالِقِينَ

    განა მოუხმობთ ბეღლს და თავს ანებებთ საუკეთესო გამჩენს

    37:125
  6. اللَّهَ رَبَّكُمْ وَرَبَّ آبَائِكُمُ الْأَوَّلِينَ

    ალლაჰს, თქვენს ღმერთს და თქვენი წინაპრების ღმერთს?“

    37:126
  7. فَكَذَّبُوهُ فَإِنَّهُمْ لَمُحْضَرُونَ

    მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი, ამიტომაც გარეკილნი იქნებიან (ჯოჯხეთში),

    37:127
  8. إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ

    გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!

    37:128
  9. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِي الْآخِرِينَ

    და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.

    37:129
  10. سَلَامٌ عَلَىٰ إِلْ يَاسِينَ

    სალამი ილიასსა და მის მიმდევართა ზედა!

    37:130
  11. إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    სწორედ ასე მივუზღავთ კეთილისმქმნელთ!

    37:131
  12. إِنَّهُ مِنْ عِبَادِنَا الْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.

    37:132
  13. وَإِنَّ لُوطًا لَمِنَ الْمُرْسَلِينَ

    და უეჭველად, ლუტი ერთ-ერთი შუამავალი იყო.

    37:133
  14. إِذْ نَجَّيْنَاهُ وَأَهْلَهُ أَجْمَعِينَ

    აკი, გადავარჩინეთ იგი და მთელი მისი ოჯახი,

    37:134
  15. إِلَّا عَجُوزًا فِي الْغَابِرِينَ

    გარდა დედაბრისა - დარჩენილებში.

    37:135
  16. ثُمَّ دَمَّرْنَا الْآخَرِينَ

    მერე გავანადგურეთ ყველა დარჩენილი!

    37:136
  17. وَإِنَّكُمْ لَتَمُرُّونَ عَلَيْهِمْ مُصْبِحِينَ

    უეჭველად, თქვენ გაივლით მათსა ზედა დილაობით

    37:137
  18. وَبِاللَّيْلِ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    და ღამით. განა არ უნდა მოუხმოთ გონს?!

    37:138
  19. وَإِنَّ يُونُسَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ

    და უეჭველად, იუნუსი ერთ-ერთი შუამავალი იყო.

    37:139
  20. إِذْ أَبَقَ إِلَى الْفُلْكِ الْمَشْحُونِ

    აკი, გაიქცა გადაჭედილი გემისკენ.

    37:140

თარგმანი: რეზო მიქელაძე