სურა 37 საფფათი

  1. هَٰذَا يَوْمُ الْفَصْلِ الَّذِي كُنْتُمْ بِهِ تُكَذِّبُونَ

    ეს არის დღე გამიჯვნისა, რომელსაც ცრუდ რაცხავდით.

    37:21
  2. احْشُرُوا الَّذِينَ ظَلَمُوا وَأَزْوَاجَهُمْ وَمَا كَانُوا يَعْبُدُونَ

    შეკრიბეთ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს და მათი მეუღლეები და რასაც ეთაყვანებოდნენ,

    37:22
  3. مِنْ دُونِ اللَّهِ فَاهْدُوهُمْ إِلَىٰ صِرَاطِ الْجَحِيمِ

    მაგიერ ალლაჰისა. მაშ, გაუყენეთ ისინი ჯოჯოხეთის გზას!

    37:23
  4. وَقِفُوهُمْ ۖ إِنَّهُمْ مَسْئُولُونَ

    და გააჩერეთ ისინი, რამეთუ უნდა განიკითხონ.

    37:24
  5. مَا لَكُمْ لَا تَنَاصَرُونَ

    „რა მოგდით, ერთმანეთს რატომ არ შეეწევით“?

    37:25
  6. بَلْ هُمُ الْيَوْمَ مُسْتَسْلِمُونَ

    არამც და არამც! ისინი დღეს მორჩილ იქმნენ.

    37:26
  7. وَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ يَتَسَاءَلُونَ

    და მიმართავენ ერთმანეთს კინკლაობით.

    37:27
  8. قَالُوا إِنَّكُمْ كُنْتُمْ تَأْتُونَنَا عَنِ الْيَمِينِ

    ეუბნებიან: „უეჭველად, თქვენ მარჯვნიდან მოდიოდით ჩვენთან“.

    37:28
  9. قَالُوا بَلْ لَمْ تَكُونُوا مُؤْمِنِينَ

    პასუხობენ: „არა, თქვენ ისედაც არ იყავით მორწმუნენი.

    37:29
  10. وَمَا كَانَ لَنَا عَلَيْكُمْ مِنْ سُلْطَانٍ ۖ بَلْ كُنْتُمْ قَوْمًا طَاغِينَ

    და არ გვქონია ჩვენ თქვენზე მეუფება, პირიქით, თქვენ თავად იყავით ზღვარგადასული ხალხი.

    37:30
  11. فَحَقَّ عَلَيْنَا قَوْلُ رَبِّنَا ۖ إِنَّا لَذَائِقُونَ

    ამგვარად, სიტყვა ჩვენი უფლისა ახდა ჩვენზე. მაშ, უთუოდ, ვიგემებთ,

    37:31
  12. فَأَغْوَيْنَاكُمْ إِنَّا كُنَّا غَاوِينَ

    რამეთუ ჩვენ აგაცდინეთ თქვენ! უეჭველად, ჩვენ ზღვარგადასულნი ვიყავით.

    37:32
  13. فَإِنَّهُمْ يَوْمَئِذٍ فِي الْعَذَابِ مُشْتَرِكُونَ

    უეჭველად, ისინი ყველა იმავ დღეს იქნებიან სასჯელში თანაზიარნი.

    37:33
  14. إِنَّا كَذَٰلِكَ نَفْعَلُ بِالْمُجْرِمِينَ

    უეჭველად, ასე მოვექცევით ცოდვილთ!

    37:34
  15. إِنَّهُمْ كَانُوا إِذَا قِيلَ لَهُمْ لَا إِلَٰهَ إِلَّا اللَّهُ يَسْتَكْبِرُونَ

    რამეთუ როცა მათ ეტყოდნენ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ

    37:35
  16. وَيَقُولُونَ أَئِنَّا لَتَارِكُو آلِهَتِنَا لِشَاعِرٍ مَجْنُونٍ

    და ამბობდნენ: „განა ჩვენი ღვთაებების მიმტოვებელნი ვართ გიჟი პოეტის გამო?“

    37:36
  17. بَلْ جَاءَ بِالْحَقِّ وَصَدَّقَ الْمُرْسَلِينَ

    არამც და არამც! იგი მოვიდა ჭეშმარიტებითურთ და დაადასტურა შუამავალნი.

    37:37
  18. إِنَّكُمْ لَذَائِقُو الْعَذَابِ الْأَلِيمِ

    უეჭველად, თქვენ იგემებთ მწარე სასჯელს,

    37:38
  19. وَمَا تُجْزَوْنَ إِلَّا مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და არ მოგეზღვებათ, გარდა თქვენივე ჩადენილისა.

    37:39
  20. إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ

    თვინიერ მსახურთა ალლაჰისა წრფელთა,

    37:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე