სურა 37 საფფათი

  1. وَالصَّافَّاتِ صَفًّا

    ვფიცავ, განლაგებულთ მწკრივებად,

    37:1
  2. فَالزَّاجِرَاتِ زَجْرًا

    შეყვირებით გადამრეკავთ,

    37:2
  3. فَالتَّالِيَاتِ ذِكْرًا

    შეხსენების მკითხველთ!

    37:3
  4. إِنَّ إِلَٰهَكُمْ لَوَاحِدٌ

    უეჭველად, თქვენი ღვთაება ერთადერთია,

    37:4
  5. رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَرَبُّ الْمَشَارِقِ

    ღმერთი ცათა და მიწისა და რაც მათ შორისაა და ღმერთი აღმოსავლეთთა.

    37:5
  6. إِنَّا زَيَّنَّا السَّمَاءَ الدُّنْيَا بِزِينَةٍ الْكَوَاكِبِ

    უეჭველად, ჩვენ უახლოესი ზეცა ვარსკვლავებით მოვკაზმეთ.

    37:6
  7. وَحِفْظًا مِنْ كُلِّ شَيْطَانٍ مَارِدٍ

    და დაცვად ყოველი თავგასული ეშმაკისგან.

    37:7
  8. لَا يَسَّمَّعُونَ إِلَى الْمَلَإِ الْأَعْلَىٰ وَيُقْذَفُونَ مِنْ كُلِّ جَانِبٍ

    მათ არ შეუძლიათ ყურის დაგდება უზენაესი დასისთვის, რამეთუ იდევნებიან ყოველი მხრიდან

    37:8
  9. دُحُورًا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ وَاصِبٌ

    გასაძევებლად, და მათთვისაა სასჯელი მოუშორებელი!

    37:9
  10. إِلَّا مَنْ خَطِفَ الْخَطْفَةَ فَأَتْبَعَهُ شِهَابٌ ثَاقِبٌ

    მაგრამ ვინც მოპარვით გამოიტაცოს, უმალ დაედევნება მას მწველი ცეცხლი.

    37:10
  11. فَاسْتَفْتِهِمْ أَهُمْ أَشَدُّ خَلْقًا أَمْ مَنْ خَلَقْنَا ۚ إِنَّا خَلَقْنَاهُمْ مِنْ طِينٍ لَازِبٍ

    მაშ, ჰკითხე მათ: მათი გაჩენა უფრო ძნელია, თუ ჩვენს მიერ სხვა გაჩენილების? უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი წებოვანი ტალახისგან.

    37:11
  12. بَلْ عَجِبْتَ وَيَسْخَرُونَ

    იქნებ გიკვირს შენ, ისინი კი ერთობიან!

    37:12
  13. وَإِذَا ذُكِّرُوا لَا يَذْكُرُونَ

    და როცა შეგონებულ იქნებიან, არ შეიგონებენ.

    37:13
  14. وَإِذَا رَأَوْا آيَةً يَسْتَسْخِرُونَ

    და როცა დაინახავენ რომელიმე სასწაულს, მასხრად იგდებენ.

    37:14
  15. وَقَالُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ

    და თქვეს: „ეს არაფერია, თუ არა ცხადი ჯადოქრობა!

    37:15
  16. أَإِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًا وَعِظَامًا أَإِنَّا لَمَبْعُوثُونَ

    განა როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლებად, მართლა უნდა აღვდსგეთ?

    37:16
  17. أَوَآبَاؤُنَا الْأَوَّلُونَ

    ან ჩვენი წინაპრები?“

    37:17
  18. قُلْ نَعَمْ وَأَنْتُمْ دَاخِرُونَ

    უთხარი: „დიახ, ოღონდ დამცირებულნი.

    37:18
  19. فَإِنَّمَا هِيَ زَجْرَةٌ وَاحِدَةٌ فَإِذَا هُمْ يَنْظُرُونَ

    საკმარისია ერთი საშინელი ხმა და უმალ გაახელენ თვალს!“

    37:19
  20. وَقَالُوا يَا وَيْلَنَا هَٰذَا يَوْمُ الدِّينِ

    და თქვეს: „ვაი, ჩვენს თავს! ეს განკითხვის დღეა!“

    37:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე