სურა 37 საფფათი

  1. إِنَّهُ مِنْ عِبَادِنَا الْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.

    37:81
  2. ثُمَّ أَغْرَقْنَا الْآخَرِينَ

    მერე დავახრჩეთ სხვა დანარჩენი!

    37:82
  3. وَإِنَّ مِنْ شِيعَتِهِ لَإِبْرَاهِيمَ

    და უეჭველად, მისი შტოდანაა იბრაჰიმი.

    37:83
  4. إِذْ جَاءَ رَبَّهُ بِقَلْبٍ سَلِيمٍ

    აკი, მიიქცა თავის ღმერთთან სპეტაკი გულით!

    37:84
  5. إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِ مَاذَا تَعْبُدُونَ

    აკი,უთხრა თავის მამას და თავის ხალხს: „თქვენ რაებს ეთაყვანებით?

    37:85
  6. أَئِفْكًا آلِهَةً دُونَ اللَّهِ تُرِيدُونَ

    განა ცილისწამებად გინდათ სხვა ღვთაებები, მაგიერ ალლაჰისა?!

    37:86
  7. فَمَا ظَنُّكُمْ بِرَبِّ الْعَالَمِينَ

    მაშ, თქვენ რა გგონიათ სამყაროთა ღმერთი?“

    37:87
  8. فَنَظَرَ نَظْرَةً فِي النُّجُومِ

    უმალ ახედა ვარსკვლავებს,

    37:88
  9. فَقَالَ إِنِّي سَقِيمٌ

    მერე თქვა: „მე, უეჭველად, ავად ვარ!“

    37:89
  10. فَتَوَلَّوْا عَنْهُ مُدْبِرِينَ

    მაშინ გაეცალნენ ზურგშექცეულნი.

    37:90
  11. فَرَاغَ إِلَىٰ آلِهَتِهِمْ فَقَالَ أَلَا تَأْكُلُونَ

    შემდეგ უჩუმრად მიუახლოვდა მათ კერპებს და უთხრა: „განა არ მიირთმევთ?

    37:91
  12. مَا لَكُمْ لَا تَنْطِقُونَ

    რა გჭირთ, რომ არ ლაპარაკობთ?“

    37:92
  13. فَرَاغَ عَلَيْهِمْ ضَرْبًا بِالْيَمِينِ

    შემდეგ მიუახლოვდა და მარჯვენა დაჰკრა.

    37:93
  14. فَأَقْبَلُوا إِلَيْهِ يَزِفُّونَ

    ცოტა ხნის შემდეგ აჩქარებით მიეჭრნენ მას.

    37:94
  15. قَالَ أَتَعْبُدُونَ مَا تَنْحِتُونَ

    უთხრა: „ნუთუ ეთაყვანებით, რასაც თქვენვე ძერწავთ?

    37:95
  16. وَاللَّهُ خَلَقَكُمْ وَمَا تَعْمَلُونَ

    თუმცა ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენც და რასაც თქვენ აკეთებთ“.

    37:96
  17. قَالُوا ابْنُوا لَهُ بُنْيَانًا فَأَلْقُوهُ فِي الْجَحِيمِ

    თქვეს: „ააგეთ მისთვის ნაგებობა და ჩააგდეთ იგი მძვინვარე ცეცხლში!“

    37:97
  18. فَأَرَادُوا بِهِ كَيْدًا فَجَعَلْنَاهُمُ الْأَسْفَلِينَ

    ამგვარად, მასზე ზიანის მიყენება ინებეს. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ ისინი უბადრუკებად!

    37:98
  19. وَقَالَ إِنِّي ذَاهِبٌ إِلَىٰ رَبِّي سَيَهْدِينِ

    და თქვა: „უეჭველად, მე მივემართები ჩემი ღმერთისკენ, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!

    37:99
  20. رَبِّ هَبْ لِي مِنَ الصَّالِحِينَ

    ღმერთო ჩემო, მიბოძე მე კეთილთაგან!

    37:100

თარგმანი: რეზო მიქელაძე