სურა 37 საფფათი

  1. أُولَٰئِكَ لَهُمْ رِزْقٌ مَعْلُومٌ

    სწორედ მათთვისაა სარჩო ცხადი:

    37:41
  2. فَوَاكِهُ ۖ وَهُمْ مُكْرَمُونَ

    სხვადასხვა სახის ხილი და ისინი იქნებიან პატივდადებულნი

    37:42
  3. فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ

    ნეტარების ბაღებში,

    37:43
  4. عَلَىٰ سُرُرٍ مُتَقَابِلِينَ

    ერთურთის პირისპირ სავარძლებზე,

    37:44
  5. يُطَافُ عَلَيْهِمْ بِكَأْسٍ مِنْ مَعِينٍ

    და ჩამოატარებენ წყაროდან ფიალით სასმელს

    37:45
  6. بَيْضَاءَ لَذَّةٍ لِلشَّارِبِينَ

    ქათქათას, სასიამოვნოს მსმელთათვის,

    37:46
  7. لَا فِيهَا غَوْلٌ وَلَا هُمْ عَنْهَا يُنْزَفُونَ

    არ არის მასში ცნობამიხდილობა და ისინი მისგან არც დათვრებიან.

    37:47
  8. وَعِنْدَهُمْ قَاصِرَاتُ الطَّرْفِ عِينٌ

    და მათ გვერდით, მზერამიპყრობილი, დიდთვალება ლამაზმანები,

    37:48
  9. كَأَنَّهُنَّ بَيْضٌ مَكْنُونٌ

    როგორც ხელუხლებელი კვერცხები

    37:49
  10. فَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ يَتَسَاءَلُونَ

    და მიმართავან ერთმანეთს შეკითხვით.

    37:50
  11. قَالَ قَائِلٌ مِنْهُمْ إِنِّي كَانَ لِي قَرِينٌ

    იტყვის მათგან ერთი: „მყავდა მე მეგობარი,

    37:51
  12. يَقُولُ أَإِنَّكَ لَمِنَ الْمُصَدِّقِينَ

    რომელიც ამბობდა: „ნუთუ დამმოწმებელთა შორის ხარ?

    37:52
  13. أَإِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًا وَعِظَامًا أَإِنَّا لَمَدِينُونَ

    ნუთუ, როცა მოვკვდებით და ვიქმნებით მიწად და ძვლებად, უნდა განვიკითხოთ?“

    37:53
  14. قَالَ هَلْ أَنْتُمْ مُطَّلِعُونَ

    თქვა: „ნუთუ თქვენ გსურთ დანახვა?“

    37:54
  15. فَاطَّلَعَ فَرَآهُ فِي سَوَاءِ الْجَحِيمِ

    მაშინ შეხედავს და დაინახავს მას ჯოჯოხეთის შუაგულში.

    37:55
  16. قَالَ تَاللَّهِ إِنْ كِدْتَ لَتُرْدِينِ

    იტყვის: „ვფიცავ ალლაჰს! კინაღამ წარმწყმიდე

    37:56
  17. وَلَوْلَا نِعْمَةُ رَبِّي لَكُنْتُ مِنَ الْمُحْضَرِينَ

    და რომ არა წყალობა ჩემი ღმერთისა, ჩაგდებულთა შორის აღმოვჩნდებოდი!“

    37:57
  18. أَفَمَا نَحْنُ بِمَيِّتِينَ

    კეთილი! მაშ, ჩვენ აღარ მოვკვდებით,

    37:58
  19. إِلَّا مَوْتَتَنَا الْأُولَىٰ وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ

    გარდა პირველი სიკვდილისა და არღა დავისჯებით.

    37:59
  20. إِنَّ هَٰذَا لَهُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    უეჭველად, ეს დიდი ნეტარებაა!

    37:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე