სურა 37 საფფათი

  1. لِمِثْلِ هَٰذَا فَلْيَعْمَلِ الْعَامِلُونَ

    დაე, ამისთვის იღვაწონ მშრომელთა!

    37:61
  2. أَذَٰلِكَ خَيْرٌ نُزُلًا أَمْ شَجَرَةُ الزَّقُّومِ

    მაშ, ეს უმჯობესია სარჩოდ თუ ხე ზაყუმისა?

    37:62
  3. إِنَّا جَعَلْنَاهَا فِتْنَةً لِلظَّالِمِينَ

    უეჭველად, დავადგინეთ იგი გამოცდად უსამართლოთათვის.

    37:63
  4. إِنَّهَا شَجَرَةٌ تَخْرُجُ فِي أَصْلِ الْجَحِيمِ

    უეჭველად, იგი ხე ამოდის ჯოჯოხეთის წიაღიდან.

    37:64
  5. طَلْعُهَا كَأَنَّهُ رُءُوسُ الشَّيَاطِينِ

    ნაყოფი მისი, თითქოს თავნია ეშმაკთა.

    37:65
  6. فَإِنَّهُمْ لَآكِلُونَ مِنْهَا فَمَالِئُونَ مِنْهَا الْبُطُونَ

    უეჭველად, ისინი მისგან მიირთმევენ, ამგვარად ამოიქოლავენ მისით მუცლებს.

    37:66
  7. ثُمَّ إِنَّ لَهُمْ عَلَيْهَا لَشَوْبًا مِنْ حَمِيمٍ

    მერე, უეჭველად, მათთვის მასზე დამატებით მდუღარე წყლიდან შეზავებული სასმისია.

    37:67
  8. ثُمَّ إِنَّ مَرْجِعَهُمْ لَإِلَى الْجَحِيمِ

    ამის მერე მათი მისაბრუნები უთუოდ, გაცხარებული ცეცხლისკენაა!

    37:68
  9. إِنَّهُمْ أَلْفَوْا آبَاءَهُمْ ضَالِّينَ

    უეჭველად, მათ მამა-პაპანი ჰპოვეს შემცდარნი.

    37:69
  10. فَهُمْ عَلَىٰ آثَارِهِمْ يُهْرَعُونَ

    და ისინიც მათ კვალდაკვალ მიისწრაფვიან.

    37:70
  11. وَلَقَدْ ضَلَّ قَبْلَهُمْ أَكْثَرُ الْأَوَّلِينَ

    და ვფიცავ, აცდნენ მათ უწინაც მრავალნი ძველთაგან!

    37:71
  12. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا فِيهِمْ مُنْذِرِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მათ წიაღში შემგონებელნი!

    37:72
  13. فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُنْذَرِينَ

    მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული შეგონებულთა!

    37:73
  14. إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ

    გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა.

    37:74
  15. وَلَقَدْ نَادَانَا نُوحٌ فَلَنِعْمَ الْمُجِيبُونَ

    და ვფიცავ, შემოგვღაღადა ჩვენ ნუჰმა. რა დიდებული შემსმენელი ვართ (ვედრების)!...

    37:75
  16. وَنَجَّيْنَاهُ وَأَهْلَهُ مِنَ الْكَرْبِ الْعَظِيمِ

    ვიხსენით იგი და მისი ოჯახი უდიდესი მწუხარებისგან.

    37:76
  17. وَجَعَلْنَا ذُرِّيَّتَهُ هُمُ الْبَاقِينَ

    და მისი მოდგმა დავადგინეთ განმგრძობნად.

    37:77
  18. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِي الْآخِرِينَ

    და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.

    37:78
  19. سَلَامٌ عَلَىٰ نُوحٍ فِي الْعَالَمِينَ

    სალამი ნუჰს, სამყაროთა შორის!

    37:79
  20. إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    უეჭველად, ასე მივუზღავთ სიკეთის მქმნელთ!

    37:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე