სურა 36 ია სინ

  1. اتَّبِعُوا مَنْ لَا يَسْأَلُكُمْ أَجْرًا وَهُمْ مُهْتَدُونَ

    გაჰყევით, ვინც საზღაურს არ ითხოვს თქვენგან და ჭეშმარიტ გზაზე ადგანან!

    36:21
  2. وَمَا لِيَ لَا أَعْبُدُ الَّذِي فَطَرَنِي وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    და რა მიშლის მე ხელს, რომ არ ვეთაყვანო, რომელმაც გამაჩინა და (ვისთანაც) მიიქცევით თქვენ?

    36:22
  3. أَأَتَّخِذُ مِنْ دُونِهِ آلِهَةً إِنْ يُرِدْنِ الرَّحْمَٰنُ بِضُرٍّ لَا تُغْنِ عَنِّي شَفَاعَتُهُمْ شَيْئًا وَلَا يُنْقِذُونِ

    განა დავიდგინო მის გარდა ღვთაება? რამეთუ თუ მოწყალე ინებებს ავი მომიზღოს, მათი შეწევნა ვერღა დამეხმარება და ვერ მიხსნიან ისინი.

    36:23
  4. إِنِّي إِذًا لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევაში აღმოვჩნდები.

    36:24
  5. إِنِّي آمَنْتُ بِرَبِّكُمْ فَاسْمَعُونِ

    უეჭველად, მე ვირწმუნე თქვენი ღმერთი. მაშ, ყური დამიგდეთ!“

    36:25
  6. قِيلَ ادْخُلِ الْجَنَّةَ ۖ قَالَ يَا لَيْتَ قَوْمِي يَعْلَمُونَ

    ეთქვა მას: „შედი სამოთხეში“. თქვა: „ნეტავ, ჩემს ხალხს სცოდნოდა,

    36:26
  7. بِمَا غَفَرَ لِي رَبِّي وَجَعَلَنِي مِنَ الْمُكْرَمِينَ

    რომ მაპატია ჩემმა ღმერთმა და დამადგინა ერთ-ერთ პატივმიგებულთაგან!“

    36:27
  8. وَمَا أَنْزَلْنَا عَلَىٰ قَوْمِهِ مِنْ بَعْدِهِ مِنْ جُنْدٍ مِنَ السَّمَاءِ وَمَا كُنَّا مُنْزِلِينَ

    მის მერე არ გარდმოგვივლენია მის ხალხზე ლაშქარი ზეციდან და არც ვიყავით მომვლენი.

    36:28
  9. إِنْ كَانَتْ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً فَإِذَا هُمْ خَامِدُونَ

    (რისთვის არის საჭირო ლაშქარი) მხოლოდ ერთი საშინელი ხმა (საკმარისია) და მაშინვე ჩაკვდნენ!

    36:29
  10. يَا حَسْرَةً عَلَى الْعِبَادِ ۚ مَا يَأْتِيهِمْ مِنْ رَسُولٍ إِلَّا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    აფსუს იმ მსახურთ! არ მისულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მასხრად არ აეგდოთ!

    36:30
  11. أَلَمْ يَرَوْا كَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُمْ مِنَ الْقُرُونِ أَنَّهُمْ إِلَيْهِمْ لَا يَرْجِعُونَ

    განა ვერ ხედავენ, რამდენი თაობა გავანადგურეთ მათ უწინ და რომ ისინი არ მიუბრუნდნენ მათ?

    36:31
  12. وَإِنْ كُلٌّ لَمَّا جَمِيعٌ لَدَيْنَا مُحْضَرُونَ

    უეჭველად, ყველა მათგანი ჩვენთან იქნება მობრუნებული!

    36:32
  13. وَآيَةٌ لَهُمُ الْأَرْضُ الْمَيْتَةُ أَحْيَيْنَاهَا وَأَخْرَجْنَا مِنْهَا حَبًّا فَمِنْهُ يَأْكُلُونَ

    და სასწაულია მათთვის მკვდარი მიწა. ჩვენ მას გავაცოცხლებთ და მისგან აღმოვაცენებთ მარცვალს, რომელსაც მიირთმევენ!

    36:33
  14. وَجَعَلْنَا فِيهَا جَنَّاتٍ مِنْ نَخِيلٍ وَأَعْنَابٍ وَفَجَّرْنَا فِيهَا مِنَ الْعُيُونِ

    და დავადგინეთ იქ ბაღები ხურმისა და ვაზის და აღმოვაფრქვიეთ მისგან წყაროები!

    36:34
  15. لِيَأْكُلُوا مِنْ ثَمَرِهِ وَمَا عَمِلَتْهُ أَيْدِيهِمْ ۖ أَفَلَا يَشْكُرُونَ

    რათა მიირთვან ნაყოფი მისი, და არ უქმნიათ თავიანთი ხელებით. ნუთუ არღა იქნებიან მადლიერნი?!

    36:35
  16. سُبْحَانَ الَّذِي خَلَقَ الْأَزْوَاجَ كُلَّهَا مِمَّا تُنْبِتُ الْأَرْضُ وَمِنْ أَنْفُسِهِمْ وَمِمَّا لَا يَعْلَمُونَ

    დიდება იმას, რომელმაც გააჩინა ყველა ის წყვილი, რომელსაც მიწა იძლევა, და მათი სული, და რასაც არ უწყიან!...

    36:36
  17. وَآيَةٌ لَهُمُ اللَّيْلُ نَسْلَخُ مِنْهُ النَّهَارَ فَإِذَا هُمْ مُظْلِمُونَ

    სასწაულია მათთვის ღამე; ავაცლით მას დღეს, უმალ ჩაიძირებიან წყვდიადში!

    36:37
  18. وَالشَّمْسُ تَجْرِي لِمُسْتَقَرٍّ لَهَا ۚ ذَٰلِكَ تَقْدِيرُ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ

    და მზე დაცურავს თავის სამოძრაო გზაზე. სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!

    36:38
  19. وَالْقَمَرَ قَدَّرْنَاهُ مَنَازِلَ حَتَّىٰ عَادَ كَالْعُرْجُونِ الْقَدِيمِ

    და დავუდგინეთ მთვარეს ფაზები. სანამ იგი არ გახდება მოხრილი, პალმის ხის ტოტსავით!

    36:39
  20. لَا الشَّمْسُ يَنْبَغِي لَهَا أَنْ تُدْرِكَ الْقَمَرَ وَلَا اللَّيْلُ سَابِقُ النَّهَارِ ۚ وَكُلٌّ فِي فَلَكٍ يَسْبَحُونَ

    ვერც მზე დაეწევა მთვარეს და ვერც ღამე გაასწრებს დღეს. ყველა თავის სამოძრაო გაზაზე დაცურავს.

    36:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე