სურა 37 საფფათი

  1. فَسَاهَمَ فَكَانَ مِنَ الْمُدْحَضِينَ

    მაშინ წილი ჰყარა და შეიქმნა წაგებულთაგანი.

    37:141
  2. فَالْتَقَمَهُ الْحُوتُ وَهُوَ مُلِيمٌ

    სინანულში ჩავარდნილი, თევზმა გადაყლაპა იგი.

    37:142
  3. فَلَوْلَا أَنَّهُ كَانَ مِنَ الْمُسَبِّحِينَ

    და რომ არ ყოფილიყო იგი ღვთისმსახურთაგანი,

    37:143
  4. لَلَبِثَ فِي بَطْنِهِ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ

    უთუოდ, დარჩებოდა მის მუცელში იმ დღემდე, ვიდრე აღსდგებოდნენ.

    37:144
  5. فَنَبَذْنَاهُ بِالْعَرَاءِ وَهُوَ سَقِيمٌ

    მერე გამოვიყვანეთ იგი ბიც ადგილას დასნეულებული.

    37:145
  6. وَأَنْبَتْنَا عَلَيْهِ شَجَرَةً مِنْ يَقْطِينٍ

    და აღმოვაცენეთ მასთან ხე იეყტვინისა.

    37:146
  7. وَأَرْسَلْنَاهُ إِلَىٰ مِائَةِ أَلْفٍ أَوْ يَزِيدُونَ

    და წარვგზავნეთ იგი ასი ათასთან ან შეიძლება ამაზე მეტთან.

    37:147
  8. فَآمَنُوا فَمَتَّعْنَاهُمْ إِلَىٰ حِينٍ

    მაშინ ირწმუნეს მათ და ვასარგებლეთ ერთ დრომდე.

    37:148
  9. فَاسْتَفْتِهِمْ أَلِرَبِّكَ الْبَنَاتُ وَلَهُمُ الْبَنُونَ

    მაშ, ჰკითხე მათ; „ასულნი შენი ღმერთისთვის და ძეები მათთვის?“

    37:149
  10. أَمْ خَلَقْنَا الْمَلَائِكَةَ إِنَاثًا وَهُمْ شَاهِدُونَ

    თუ ჩვენ გავაჩინეთ ანგელოზები ასულებად და ისინი ესწრებოდნენ?

    37:150
  11. أَلَا إِنَّهُمْ مِنْ إِفْكِهِمْ لَيَقُولُونَ

    აბა, ფრთხილად!... ისინი უეჭველად, ცილისწამებიდან გამომდინარე იტყვიან:

    37:151
  12. وَلَدَ اللَّهُ وَإِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ

    „ალლაჰმა შვა“. უეჭველად, ცრუნი არიან.

    37:152
  13. أَصْطَفَى الْبَنَاتِ عَلَى الْبَنِينَ

    განა ამჯობინა მან ძეებს ასულნი?

    37:153
  14. مَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ

    რა გემართებათ? როგორ ნსჯით?

    37:154
  15. أَفَلَا تَذَكَّرُونَ

    ნუთუ არღა შეიგონებთ?!

    37:155
  16. أَمْ لَكُمْ سُلْطَانٌ مُبِينٌ

    ან იქნებ ცხადი მტკიცებულება გაქვთ?

    37:156
  17. فَأْتُوا بِكِتَابِكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    მაშ, მოიტანეთ თქვენი წიგნი, თუკი ხართ მართალნი!

    37:157
  18. وَجَعَلُوا بَيْنَهُ وَبَيْنَ الْجِنَّةِ نَسَبًا ۚ وَلَقَدْ عَلِمَتِ الْجِنَّةُ إِنَّهُمْ لَمُحْضَرُونَ

    და დაადგინეს მასსა და ჯინებს შორის კავშირი. თუმცა ჯინებიც უწყიან, რომ წარსდგომილ იქნებიან.

    37:158
  19. سُبْحَانَ اللَّهِ عَمَّا يَصِفُونَ

    დიად არს ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ ისინი,

    37:159
  20. إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ

    გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!

    37:160

თარგმანი: რეზო მიქელაძე