სურა 26 შუღერა

  1. كَذَّبَتْ ثَمُودُ الْمُرْسَلِينَ

    სემუდეველებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.

    26:141
  2. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ صَالِحٌ أَلَا تَتَّقُونَ

    აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ სალიჰმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?

    26:142
  3. إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ

    უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.

    26:143
  4. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!

    26:144
  5. وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მე არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, რამეთუ მე სამყაროს ღმერთი დამაჯილდოვებს.

    26:145
  6. أَتُتْرَكُونَ فِي مَا هَاهُنَا آمِنِينَ

    განა დარჩებით აქ, რაცაა იმათ შორის უსაფრთხოდ:

    26:146
  7. فِي جَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    ბაღებში და წყაროსთვლებში,

    26:147
  8. وَزُرُوعٍ وَنَخْلٍ طَلْعُهَا هَضِيمٌ

    ნათესებსა და ხურმის ხეებში, რომლის ნაყოფი ნაზია,

    26:148
  9. وَتَنْحِتُونَ مِنَ الْجِبَالِ بُيُوتًا فَارِهِينَ

    და კვეთავთ სახლებს მთებში დასასვენებლად?

    26:149
  10. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და დამმორჩილდით!

    26:150
  11. وَلَا تُطِيعُوا أَمْرَ الْمُسْرِفِينَ

    ნუ აყვებით იმათ, რომელნიც ზედმეტად ხარჯავენ,

    26:151
  12. الَّذِينَ يُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ وَلَا يُصْلِحُونَ

    რომელნიც უკეთურობას ავრცელებენ ქვეყნად და არაფერს გამოასწორებენ!“

    26:152
  13. قَالُوا إِنَّمَا أَنْتَ مِنَ الْمُسَحَّرِينَ

    მიუგეს: შენ ერთ-ერთი მოჯადოებულთაგანი ხარ,

    26:153
  14. مَا أَنْتَ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُنَا فَأْتِ بِآيَةٍ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ჩვენ. გვანახე სასწაული, თუ ხარ მართალთაგანი!“

    26:154
  15. قَالَ هَٰذِهِ نَاقَةٌ لَهَا شِرْبٌ وَلَكُمْ شِرْبُ يَوْمٍ مَعْلُومٍ

    უთხრა: „აი ფაშატი აქლემი! მან უნდა დალიოს და თქვენც უნდა დალიოთ განსაზღვრულ დღეებში!

    26:155
  16. وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوءٍ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابُ يَوْمٍ عَظِيمٍ

    არ მიეკაროთ ავით, თუ არადა მტანჯველი სასჯელი გეწევათ დიად დღეს!“

    26:156
  17. فَعَقَرُوهَا فَأَصْبَحُوا نَادِمِينَ

    მაგრამ მათ მოჰკლეს ის და მერე ინანეს.

    26:157
  18. فَأَخَذَهُمُ الْعَذَابُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    ამგვარად, მიეწია მათ სასჯელი. უეჭველად, ამაში სასწაულია. მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა.

    26:158
  19. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!

    26:159
  20. كَذَّبَتْ قَوْمُ لُوطٍ الْمُرْسَلِينَ

    ლუტის ხალხმა ცრუდ შერაცხა შუამავლები.

    26:160

თარგმანი: რეზო მიქელაძე