სურა 26 შუღერა

  1. فَفَرَرْتُ مِنْكُمْ لَمَّا خِفْتُكُمْ فَوَهَبَ لِي رَبِّي حُكْمًا وَجَعَلَنِي مِنَ الْمُرْسَلِينَ

    მე გავიქეცი თქვენგან, როცა შემეშინდა თქვენი. მაგრამ ჩემმა ღმერთმა მიწყალობა ცოდნა და დამადგინა შუამავალთაგან!

    26:21
  2. وَتِلْكَ نِعْمَةٌ تَمُنُّهَا عَلَيَّ أَنْ عَبَّدْتَ بَنِي إِسْرَائِيلَ

    ხოლო წყალობა, რომელსაც მაყვედრი ისაა, რომ დაიმონე ისრაილის ძენი.“

    26:22
  3. قَالَ فِرْعَوْنُ وَمَا رَبُّ الْعَالَمِينَ

    ფარაონმა უთხრა: „რას ნიშნავს ღმერთი სამყაროთა?“

    26:23
  4. قَالَ رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ إِنْ كُنْتُمْ مُوقِنِينَ

    მოუგო: „იგია მეუფე ცათა და ქვეყნის და იმის, რაც მათ შორისაა, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!“

    26:24
  5. قَالَ لِمَنْ حَوْلَهُ أَلَا تَسْتَمِعُونَ

    უთხრა მის გვერდით მყოფთ: „განა არ გესმით?“

    26:25
  6. قَالَ رَبُّكُمْ وَرَبُّ آبَائِكُمُ الْأَوَّلِينَ

    უთხრა (მუსამ): „იგია ღმერთი თქვენი და თქვენი წინაპრების!“

    26:26
  7. قَالَ إِنَّ رَسُولَكُمُ الَّذِي أُرْسِلَ إِلَيْكُمْ لَمَجْنُونٌ

    მოუგო: „უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილი შუამავალი შეშლილია!“

    26:27
  8. قَالَ رَبُّ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ إِنْ كُنْتُمْ تَعْقِلُونَ

    უთხრა (მუსამ): „იგია, ღმერთი აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და იმისა, რაც მათ შორისაა. თუკი მოუხმობთ გონს!

    26:28
  9. قَالَ لَئِنِ اتَّخَذْتَ إِلَٰهًا غَيْرِي لَأَجْعَلَنَّكَ مِنَ الْمَسْجُونِينَ

    მიუგო: „თუკი შენ დაიდგინე ღვთაება, გარდა ჩემი, უთუოდ, გამოგამწყვდევ დილეგში.“

    26:29
  10. قَالَ أَوَلَوْ جِئْتُكَ بِشَيْءٍ مُبِينٍ

    უთხრა: „და თუ რამე ცხადს გაჩვენებო?“

    26:30
  11. قَالَ فَأْتِ بِهِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    მიუგო: „მაშ, გვაჩვენე, თუ მართალთაგანი ხარ!“

    26:31
  12. فَأَلْقَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِيَ ثُعْبَانٌ مُبِينٌ

    მაშინ მუსამ დააგდო თავისი კვერთხი და იქცა იგი აშკარა გველად.

    26:32
  13. وَنَزَعَ يَدَهُ فَإِذَا هِيَ بَيْضَاءُ لِلنَّاظِرِينَ

    ხელი ამოიღო თვისი და გახდა ის ქათქათა თეთრი მაყურებელთათვის.

    26:33
  14. قَالَ لِلْمَلَإِ حَوْلَهُ إِنَّ هَٰذَا لَسَاحِرٌ عَلِيمٌ

    უთხრა მის გვერდით მდგომ დიდებულებს: „უეჭველად, ეს განსწავლული ჯადოქარია.

    26:34
  15. يُرِيدُ أَنْ يُخْرِجَكُمْ مِنْ أَرْضِكُمْ بِسِحْرِهِ فَمَاذَا تَأْمُرُونَ

    თვისი ჯადოქრობით სურს ჩვენივე ქვეყნიდან გაძევება. რას მირჩევთ?“

    26:35
  16. قَالُوا أَرْجِهْ وَأَخَاهُ وَابْعَثْ فِي الْمَدَائِنِ حَاشِرِينَ

    უთხრეს: „დატოვე ის და მისი ძმაც, შენ კი გაგზავნე ქალაქებში შიკრიკები,

    26:36
  17. يَأْتُوكَ بِكُلِّ سَحَّارٍ عَلِيمٍ

    რათა მოგგვარონ მათ განსწავლული ჯადოქრები.“

    26:37
  18. فَجُمِعَ السَّحَرَةُ لِمِيقَاتِ يَوْمٍ مَعْلُومٍ

    ამგვარად, შეკრიბეს ჯადოქრები დათქმული დღისთვის.

    26:38
  19. وَقِيلَ لِلنَّاسِ هَلْ أَنْتُمْ مُجْتَمِعُونَ

    და აჰა, უთხრეს ხალხს: „შეიკრიბეთ!

    26:39
  20. لَعَلَّنَا نَتَّبِعُ السَّحَرَةَ إِنْ كَانُوا هُمُ الْغَالِبِينَ

    შესაძლოა მოგვიწიოს ჯადოქრებზე გაყოლა, თუ ისინი გაიმარჯვებენ!“

    26:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე