სურა 26 შუღერა
-
إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ لُوطٌ أَلَا تَتَّقُونَ
აკი, მათ მათმა ძმამ ლუტმა უთხრა „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
26:161 -
إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ
უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.
26:162 -
فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ
გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
26:163 -
وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ
მე არ გთხოვთ ამისათვის საზღაურს, რამეთუ მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მიბოძებს მე საზღაურს.
26:164 -
أَتَأْتُونَ الذُّكْرَانَ مِنَ الْعَالَمِينَ
ნუთუ თქვენ მხოლოდ მამაკაცებისკენ გაგიწევთ ვნება
26:165 -
وَتَذَرُونَ مَا خَلَقَ لَكُمْ رَبُّكُمْ مِنْ أَزْوَاجِكُمْ ۚ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ عَادُونَ
და მიატოვებთ ცოლებს, რომლებიც ღმერთმა თქვენთვის საამისოდ შექმნა? არამც და არამც! თქვენ ადამიანობის ნიშანწყალი აღარ გაბადიათ!
26:166 -
قَالُوا لَئِنْ لَمْ تَنْتَهِ يَا لُوطُ لَتَكُونَنَّ مِنَ الْمُخْرَجِينَ
მიუგეს: „თუ არ მოიშლი, ერთ-ერთი გაძევებულთაგანი შეიქმნები.“
26:167 -
قَالَ إِنِّي لِعَمَلِكُمْ مِنَ الْقَالِينَ
უთხრა: „უეჭველად, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისთვისაც ამაზრზენია თქვენი ქცევა!
26:168 -
رَبِّ نَجِّنِي وَأَهْلِي مِمَّا يَعْمَلُونَ
ღმერთო ჩემო! მიხსენ მე და ჩემი ოჯახი იმისგან, რასაც ისინი სჩადიან!“
26:169 -
فَنَجَّيْنَاهُ وَأَهْلَهُ أَجْمَعِينَ
ვიხსენით იგი და მისი ოჯახი! ყველა,
26:170 -
إِلَّا عَجُوزًا فِي الْغَابِرِينَ
მოხუცი ქალის გარდა, რომელიც უკან დარჩენილთა შორის აღმოჩნდა.
26:171 -
ثُمَّ دَمَّرْنَا الْآخَرِينَ
შემდგომ ამისა, გავანადგურეთ დანარჩენები!
26:172 -
وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ مَطَرًا ۖ فَسَاءَ مَطَرُ الْمُنْذَرِينَ
და გადმოვაწვიმეთ თავზე წვიმა, დამღუპველი წვიმა მათთვის, ვისაც ვაფრთხილებდით!
26:173 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ
უეჭველად, ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
26:174 -
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ
უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
26:175 -
كَذَّبَ أَصْحَابُ الْأَيْكَةِ الْمُرْسَلِينَ
ეიქეს მცხოვრებლებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
26:176 -
إِذْ قَالَ لَهُمْ شُعَيْبٌ أَلَا تَتَّقُونَ
შუღეიბმა უთხრა მათ: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
26:177 -
إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ
უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!
26:178 -
فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ
მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
26:179 -
وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ
მე არ გთხოვთ საზღაურს ამისათვის, რამეთუ დამაჯილდოებს მე სამყაროთა ღმერთი!
26:180
თარგმანი: რეზო მიქელაძე