სურა 26 შუღერა
-
أَوْفُوا الْكَيْلَ وَلَا تَكُونُوا مِنَ الْمُخْسِرِينَ
საწყაო აავსეთ სრულად და ნუ იქნებით იმათგანი, ვინც დამკლებია.
26:181 -
وَزِنُوا بِالْقِسْطَاسِ الْمُسْتَقِيمِ
აწონეთ ზუსტი სასწორით!
26:182 -
وَلَا تَبْخَسُوا النَّاسَ أَشْيَاءَهُمْ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
არ მოაკლოთ ხალხს ის, რაც ეკუთვნით და არ ქმნათ ქვეყნად ავი, უკეთურობას ნუ გაამრავლებთ!
26:183 -
وَاتَّقُوا الَّذِي خَلَقَكُمْ وَالْجِبِلَّةَ الْأَوَّلِينَ
და გეშინოდეთ მისი, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და პირველი თაობაც!“
26:184 -
قَالُوا إِنَّمَا أَنْتَ مِنَ الْمُسَحَّرِينَ
მიუგეს: „უეჭველად, ერთ-ერთი მოჯადოებულთაგანი ხარ!
26:185 -
وَمَا أَنْتَ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُنَا وَإِنْ نَظُنُّكَ لَمِنَ الْكَاذِبِينَ
ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ჩვენ და ვფიქრობთ ერთ-ერთი ცრუთაგანი ხარ.
26:186 -
فَأَسْقِطْ عَلَيْنَا كِسَفًا مِنَ السَّمَاءِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
თავს დაგვატეხე სასჯელი ციდან, თუ ხარ მართალთაგანი!“
26:187 -
قَالَ رَبِّي أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ
უთხრა: „ღმერთი ჩემი უკეთ უწყის, რასაც სჩადიხართ!“
26:188 -
فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمْ عَذَابُ يَوْمِ الظُّلَّةِ ۚ إِنَّهُ كَانَ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ
ცრუდ შერაცხეს და დატყდათ თავს მტანჯველი სასჯელი ბნელი დღისა. უეჭველად, ეს იყო იმ დღის დიდი სასჯელი!
26:189 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ
უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
26:190 -
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ
უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
26:191 -
وَإِنَّهُ لَتَنْزِيلُ رَبِّ الْعَالَمِينَ
უეჭველად, იგი ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა!
26:192 -
نَزَلَ بِهِ الرُّوحُ الْأَمِينُ
სანდო სულმა ჩამოიტანა იგი,
26:193 -
عَلَىٰ قَلْبِكَ لِتَكُونَ مِنَ الْمُنْذِرِينَ
გულზე დაგადო, რომ ქმნილიყავი ერთ-ერთი შემგონებელთაგანი!
26:194 -
بِلِسَانٍ عَرَبِيٍّ مُبِينٍ
(გარდმოავლინა) წმინდა არაბულ ენაზე
26:195 -
وَإِنَّهُ لَفِي زُبُرِ الْأَوَّلِينَ
უეჭველად, იგი ძველი ხალხის წიგნშიც იყო.
26:196 -
أَوَلَمْ يَكُنْ لَهُمْ آيَةً أَنْ يَعْلَمَهُ عُلَمَاءُ بَنِي إِسْرَائِيلَ
განა მათთვის არ წარმოადგენს სასწაულს ის, რომ იციან ის ისრაილის ძეთა სწავლულებმა?
26:197 -
وَلَوْ نَزَّلْنَاهُ عَلَىٰ بَعْضِ الْأَعْجَمِينَ
რომ გარდმოგვევლინა იგი რომელიმე არა არაბისთვის
26:198 -
فَقَرَأَهُ عَلَيْهِمْ مَا كَانُوا بِهِ مُؤْمِنِينَ
და მას რომ ის მათთვის წაეკითხა, მაინც არ ირწმუნებდნენ!
26:199 -
كَذَٰلِكَ سَلَكْنَاهُ فِي قُلُوبِ الْمُجْرِمِينَ
ასე ვნერგავთ მას (ურწმუნოებას) ცოდვილთა გულებში!
26:200
თარგმანი: რეზო მიქელაძე