სურა 26 შუღერა
-
لَا يُؤْمِنُونَ بِهِ حَتَّىٰ يَرَوُا الْعَذَابَ الْأَلِيمَ
ისინი არ ირწმუნებენ მას, სანამ არ იხილავენ მტანჯველ სასჯელს!
26:201 -
فَيَأْتِيَهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
ის თავს დაატყდებათ მოულოდნელად, ვერც კი იგრძნობენ ამას!
26:202 -
فَيَقُولُوا هَلْ نَحْنُ مُنْظَرُونَ
მაშინ იტყვიან: „გადაგვივადდებ კი?“
26:203 -
أَفَبِعَذَابِنَا يَسْتَعْجِلُونَ
ნუთუ გვაჩქარებენ ამ სასჯელს?
26:204 -
أَفَرَأَيْتَ إِنْ مَتَّعْنَاهُمْ سِنِينَ
იცი რომ, თუ ნებას მივცემთ ისარგებლონ სიკეთეებით მრავალი წელი,
26:205 -
ثُمَّ جَاءَهُمْ مَا كَانُوا يُوعَدُونَ
მერე მიუვიდეთ ის სასჯელი, რაც აღეთქვათ,
26:206 -
مَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يُمَتَّعُونَ
ვერ შეეწევათ მათ, რითაც სარგებლობდნენ?
26:207 -
وَمَا أَهْلَكْنَا مِنْ قَرْيَةٍ إِلَّا لَهَا مُنْذِرُونَ
ჩვენ არ დაგვიღუპავს არც ერთი დასახლება, რომელშიც შემგონებლები არ მისულან
26:208 -
ذِكْرَىٰ وَمَا كُنَّا ظَالِمِينَ
შეგონებით. და ჩვენ არ ვყოფილვართ უსამართლონი!
26:209 -
وَمَا تَنَزَّلَتْ بِهِ الشَّيَاطِينُ
ეშმაკებს არ გარდმოუვლენიათ ის (ყურანი)!
26:210 -
وَمَا يَنْبَغِي لَهُمْ وَمَا يَسْتَطِيعُونَ
ეს მათ არ შეეფერებათ და არც შესწევთ ამის უნარი!
26:211 -
إِنَّهُمْ عَنِ السَّمْعِ لَمَعْزُولُونَ
მათ ეკრძალებათ ყურის დაგდებაც კი!
26:212 -
فَلَا تَدْعُ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ فَتَكُونَ مِنَ الْمُعَذَّبِينَ
არ მოუხმო სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, თორემ აღმოჩნდები ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც დასჯიან!
26:213 -
وَأَنْذِرْ عَشِيرَتَكَ الْأَقْرَبِينَ
და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!
26:214 -
وَاخْفِضْ جَنَاحَكَ لِمَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
გადააფარე შენი ფრთა მორწმუნეებს, რომლებიც მოგყვებიან!
26:215 -
فَإِنْ عَصَوْكَ فَقُلْ إِنِّي بَرِيءٌ مِمَّا تَعْمَلُونَ
ხოლო თუ გეურჩნენ, უთხარი: უეჭველად, მე შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ სჩადიხართ!
26:216 -
وَتَوَكَّلْ عَلَى الْعَزِيزِ الرَّحِيمِ
და სასოებდე ძლევამოსილს, მწყალობელს,
26:217 -
الَّذِي يَرَاكَ حِينَ تَقُومُ
რომელიც გხედავს, როცა (ლოცვად) დგები
26:218 -
وَتَقَلُّبَكَ فِي السَّاجِدِينَ
და ქცევას შენსას მლოცველებს შორის!
26:219 -
إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
უეჭველად, იგია ყოვლიმსმენი, ყოვლისმცოდნე!
26:220
თარგმანი: რეზო მიქელაძე