სურა 26 შუღერა

  1. وَلَا صَدِيقٍ حَمِيمٍ

    არც ერთგული მეგობარი,

    26:101
  2. فَلَوْ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    დაბრუნება რომ შეგვეძლოს, მორწმუნენი შევიქნებოდით!“

    26:102
  3. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა.

    26:103
  4. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!

    26:104
  5. كَذَّبَتْ قَوْمُ نُوحٍ الْمُرْسَلِينَ

    ნუჰის ხალხმა შუამავლები ცრუდ შერაცხა.

    26:105
  6. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ نُوحٌ أَلَا تَتَّقُونَ

    აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ, ნუჰმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?

    26:106
  7. إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ

    უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.

    26:107
  8. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და დამემორჩილეთ!

    26:108
  9. وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ

    ამისთვის არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, რამეთუ საზღაურს მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მომმადლის!

    26:109
  10. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამემორჩილეთ!“

    26:110
  11. قَالُوا أَنُؤْمِنُ لَكَ وَاتَّبَعَكَ الْأَرْذَلُونَ

    უთხრეს: „განა დაგიჯერებთ შენ, რამეთუ მოგყვებიან მხოლოდ მდაბიონი?“

    26:111
  12. قَالَ وَمَا عِلْمِي بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    მიუგო: „მე არ მაქვს ცოდნა იმისა, თუ რას სჩადიან ისინი.

    26:112
  13. إِنْ حِسَابُهُمْ إِلَّا عَلَىٰ رَبِّي ۖ لَوْ تَشْعُرُونَ

    მხოლოდ ჩემი უფალი წარუდგენს მათ ანგარიშს, ნეტავ, გესმოდეთ ეს!

    26:113
  14. وَمَا أَنَا بِطَارِدِ الْمُؤْمِنِينَ

    არ გავყრი მორწმუნეებს,

    26:114
  15. إِنْ أَنَا إِلَّا نَذِيرٌ مُبِينٌ

    მე მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ!“

    26:115
  16. قَالُوا لَئِنْ لَمْ تَنْتَهِ يَا نُوحُ لَتَكُونَنَّ مِنَ الْمَرْجُومِينَ

    უთხრეს: „ჰეი, ნუჰ! თუ არ გაჩერდები, ერთ-ერთი ქვით ჩაქოლილთაგანი გახდები!“

    26:116
  17. قَالَ رَبِّ إِنَّ قَوْمِي كَذَّبُونِ

    თქვა: „ღმერთო ჩემო! ჩემმა ხალხმა ცრუდ შემრაცხა.

    26:117
  18. فَافْتَحْ بَيْنِي وَبَيْنَهُمْ فَتْحًا وَنَجِّنِي وَمَنْ مَعِيَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    საბოლოოდ განსაჯე ჩვენს შორის და მიხსენი მე და ის მორწმუნენი, ვინც ჩემთანაა!“

    26:118
  19. فَأَنْجَيْنَاهُ وَمَنْ مَعَهُ فِي الْفُلْكِ الْمَشْحُونِ

    ამგვარად, ჩვენ ვიხსენით ის და მასთან ერთად მყოფნი სავსე გემით!

    26:119
  20. ثُمَّ أَغْرَقْنَا بَعْدُ الْبَاقِينَ

    მერე კი დავახრჩეთ ყველა დარჩენილი!

    26:120

თარგმანი: რეზო მიქელაძე