სურა 26 შუღერა

  1. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა!

    26:121
  2. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!

    26:122
  3. كَذَّبَتْ عَادٌ الْمُرْسَلِينَ

    ადიელებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.

    26:123
  4. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ هُودٌ أَلَا تَتَّقُونَ

    აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ ჰუდმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?

    26:124
  5. إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ

    უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!

    26:125
  6. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!

    26:126
  7. وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მე არ გთხოვთ ჯილდოს, რამეთუ მე მხოლოდ სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოებს!

    26:127
  8. أَتَبْنُونَ بِكُلِّ رِيعٍ آيَةً تَعْبَثُونَ

    ნუთუ ყოველ გორაკზე აღმართავთ ძეგლს,

    26:128
  9. وَتَتَّخِذُونَ مَصَانِعَ لَعَلَّكُمْ تَخْلُدُونَ

    ააგებთ სასახლეებს, თითქოს მარად იცოცხლებთ,

    26:129
  10. وَإِذَا بَطَشْتُمْ بَطَشْتُمْ جَبَّارِينَ

    და შეიპყრობთ ადამიანებს, როგორც სასტიკი მტარვალები?

    26:130
  11. فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!

    26:131
  12. وَاتَّقُوا الَّذِي أَمَدَّكُمْ بِمَا تَعْلَمُونَ

    გეშინოდეთ იმის, რომელმაც შეგეწიათ იმით, რაც იცოდით!

    26:132
  13. أَمَدَّكُمْ بِأَنْعَامٍ وَبَنِينَ

    ის შეგეწიათ შინაური პირუტყვით და ძეებით,

    26:133
  14. وَجَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    ბაღებით და წყაროსთავებით.

    26:134
  15. إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ

    ვშიშობ, უეჭველად, მოგეწევათ მტანჯველი სასჯელი დიად დღეს!“

    26:135
  16. قَالُوا سَوَاءٌ عَلَيْنَا أَوَعَظْتَ أَمْ لَمْ تَكُنْ مِنَ الْوَاعِظِينَ

    მიუგეს: „სულერთია ჩვენთვის შეგვაგონებ თუ არ შეგვაგონებ.

    26:136
  17. إِنْ هَٰذَا إِلَّا خُلُقُ الْأَوَّلِينَ

    ეს მარტოოდენ ადათია ძველების

    26:137
  18. وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ

    და არ ვიქნებით ჩვენ დასჯილნი!“

    26:138
  19. فَكَذَّبُوهُ فَأَهْلَكْنَاهُمْ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ

    ცრუდ შერაცხეს იგი, ჩვენ კი ისინი დავღუპეთ! უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!

    26:139
  20. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!

    26:140

თარგმანი: რეზო მიქელაძე