სურა 26 შუღერა
-
طسم
ტა. სინ. მიმ.
26:1 -
تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْمُبِينِ
ეს ცხადი წიგნის აიათებია!
26:2 -
لَعَلَّكَ بَاخِعٌ نَفْسَكَ أَلَّا يَكُونُوا مُؤْمِنِينَ
დარდისგან შეიძლება თავიც დაიღუპო, რამეთუ არ ხდებიან მორწმუნენი!
26:3 -
إِنْ نَشَأْ نُنَزِّلْ عَلَيْهِمْ مِنَ السَّمَاءِ آيَةً فَظَلَّتْ أَعْنَاقُهُمْ لَهَا خَاضِعِينَ
თუ ჩვენ ვინებებთ, ზეციდან გარდმოვავლენთ სასწაულს, რომლის წინაშე მორჩილად მოიხრიან ქედს!
26:4 -
وَمَا يَأْتِيهِمْ مِنْ ذِكْرٍ مِنَ الرَّحْمَٰنِ مُحْدَثٍ إِلَّا كَانُوا عَنْهُ مُعْرِضِينَ
როგორი შეხსენებაც არ უნდა მიიღონ მოწყალისაგან, ზურგს აქცევენ მას!
26:5 -
فَقَدْ كَذَّبُوا فَسَيَأْتِيهِمْ أَنْبَاءُ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
უეჭველად, მათ შერაცხეს ეს სიცრუედ და მიუვათ მათ ამბავი იმისა, რასაც დასცინოდნენ!
26:6 -
أَوَلَمْ يَرَوْا إِلَى الْأَرْضِ كَمْ أَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ زَوْجٍ كَرِيمٍ
ნუთუ ვერ ხედავენ, დედამიწაზე რამდენი სახეობის სასარგებლო მცენარე აღმოვაცენეთ?
26:7 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ
უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც არ შეიქნენ მორწმუნენი!
26:8 -
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ
უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მოწყალეა!
26:9 -
وَإِذْ نَادَىٰ رَبُّكَ مُوسَىٰ أَنِ ائْتِ الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
და აკი, შენმა ღმერთმა უხმო მუსას: „წადი უსამართლო ხალხთან -
26:10 -
قَوْمَ فِرْعَوْنَ ۚ أَلَا يَتَّقُونَ
ფარაონის ხალხთან. ნუთუ არ შეიქმნებიან ღვთისმოშიშნი?“
26:11 -
قَالَ رَبِّ إِنِّي أَخَافُ أَنْ يُكَذِّبُونِ
მიუგო: ღმერთო ჩემო! ვშიშობ, რომ ცრუდ არ შემრაცხონ,
26:12 -
وَيَضِيقُ صَدْرِي وَلَا يَنْطَلِقُ لِسَانِي فَأَرْسِلْ إِلَىٰ هَارُونَ
გული შემეკუმშება და ენას ვერ მოვაბრუნებ. ჰარუნსაც უბოძე შუამავლობა,
26:13 -
وَلَهُمْ عَلَيَّ ذَنْبٌ فَأَخَافُ أَنْ يَقْتُلُونِ
რამეთუ მათ წინაშე ცოდვა მაწევს და მეშინია, არ მომკლან!
26:14 -
قَالَ كَلَّا ۖ فَاذْهَبَا بِآيَاتِنَا ۖ إِنَّا مَعَكُمْ مُسْتَمِعُونَ
უთხრა: „არა (ნუ გეშინია)! ორივე წადით ჩემი სასწაულებით. უეჭველად, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ და ყველაფერს ვისმენთ!
26:15 -
فَأْتِيَا فِرْعَوْنَ فَقُولَا إِنَّا رَسُولُ رَبِّ الْعَالَمِينَ
ორივე მიდით ფარაონთან და უთხარით: უეჭველად, ჩვენ სამყაროთა ღმერთის შუამავალნი ვართ!
26:16 -
أَنْ أَرْسِلْ مَعَنَا بَنِي إِسْرَائِيلَ
ამიტომ გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაილის ძენი!“
26:17 -
قَالَ أَلَمْ نُرَبِّكَ فِينَا وَلِيدًا وَلَبِثْتَ فِينَا مِنْ عُمُرِكَ سِنِينَ
(ფარაონმა) უთხრა): „განა ჩვენ არ გამოგზარდეთ ჩვილობიდან? განა ჩვენს შორის არ გაატარე მრავალი წელი?
26:18 -
وَفَعَلْتَ فَعْلَتَكَ الَّتِي فَعَلْتَ وَأَنْتَ مِنَ الْكَافِرِينَ
განა შენ არ ჩაგიდენია ის, რაც ჩაიდინე? შენ ხარ ერთი უმადურთაგანი!“
26:19 -
قَالَ فَعَلْتُهَا إِذًا وَأَنَا مِنَ الضَّالِّينَ
მიუგო: მე ეს ჩავიდინე, როცა ვიყავი გზააბნეულთაგანი,
26:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე