მუსხაფი, გვერდი 371
-
وَاجْعَلْ لِي لِسَانَ صِدْقٍ فِي الْآخِرِينَ
დატოვე ჩემზე ჭეშმარიტი სიტყვა მომავალი თაობებისთვის!
26:84 -
وَاجْعَلْنِي مِنْ وَرَثَةِ جَنَّةِ النَّعِيمِ
და დამადგინე იმათთაგან, რომელნიც ხვავ-ბარაქიან სამოთხეებს იმემკვიდრებენ!
26:85 -
وَاغْفِرْ لِأَبِي إِنَّهُ كَانَ مِنَ الضَّالِّينَ
მამაჩემსაც მიუტევე, რამეთუ იგი ერთ-ერთი გზააბნეულთაგანი იყო!
26:86 -
وَلَا تُخْزِنِي يَوْمَ يُبْعَثُونَ
და არ შემარცხვინო აღდგომის დღეს,
26:87 -
يَوْمَ لَا يَنْفَعُ مَالٌ وَلَا بَنُونَ
იმ დღეს, როცა არც სიმდიდრე, არც ძენი არავის წაადგება,
26:88 -
إِلَّا مَنْ أَتَى اللَّهَ بِقَلْبٍ سَلِيمٍ
გარდა იმისა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე უბიწო გულით!“
26:89 -
وَأُزْلِفَتِ الْجَنَّةُ لِلْمُتَّقِينَ
და მოახლოვდება სამოთხე ღვთისმოშიშთათვის!
26:90 -
وَبُرِّزَتِ الْجَحِيمُ لِلْغَاوِينَ
და აშკარა გახდება ზღვარგადასულთათვის ჯოჯოხეთი!
26:91 -
وَقِيلَ لَهُمْ أَيْنَ مَا كُنْتُمْ تَعْبُدُونَ
მათ ეტყვიან: „სად არიან ისინი, ვისაც ეთაყვანებოდით?
26:92 -
مِنْ دُونِ اللَّهِ هَلْ يَنْصُرُونَكُمْ أَوْ يَنْتَصِرُونَ
გარდა ალლაჰისა, შეგეწევიან კი ისინი თქვენ ან საკუთარ თავს?“
26:93 -
فَكُبْكِبُوا فِيهَا هُمْ وَالْغَاوُونَ
და ერთიმეორეზე დაყრილი იქ იქნებიან ზღვარგადასულებთან,
26:94 -
وَجُنُودُ إِبْلِيسَ أَجْمَعُونَ
ეშმაკის ჯართან, ყველა ერთად.
26:95 -
قَالُوا وَهُمْ فِيهَا يَخْتَصِمُونَ
იკამათონ იქ და თქვან:
26:96 -
تَاللَّهِ إِنْ كُنَّا لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ
„ვფიცავთ ალლაჰს, ცხად გზააბნევაში ვიყავით,
26:97 -
إِذْ نُسَوِّيكُمْ بِرَبِّ الْعَالَمِينَ
როცა გათანაბრებდით სამყაროთა ღმერთთან!
26:98 -
وَمَا أَضَلَّنَا إِلَّا الْمُجْرِمُونَ
მხოლოდ ცოდვილებმა შეგვიყვანეს გზააბნევაში
26:99 -
فَمَا لَنَا مِنْ شَافِعِينَ
და არა გვყავს შემწენი,
26:100 -
وَلَا صَدِيقٍ حَمِيمٍ
არც ერთგული მეგობარი,
26:101 -
فَلَوْ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
დაბრუნება რომ შეგვეძლოს, მორწმუნენი შევიქნებოდით!“
26:102 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُمْ مُؤْمِنِينَ
უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა.
26:103 -
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ
უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
26:104 -
كَذَّبَتْ قَوْمُ نُوحٍ الْمُرْسَلِينَ
ნუჰის ხალხმა შუამავლები ცრუდ შერაცხა.
26:105 -
إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ نُوحٌ أَلَا تَتَّقُونَ
აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ, ნუჰმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
26:106 -
إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ
უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.
26:107 -
فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ
მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და დამემორჩილეთ!
26:108 -
وَمَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ الْعَالَمِينَ
ამისთვის არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, რამეთუ საზღაურს მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მომმადლის!
26:109 -
فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ
მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამემორჩილეთ!“
26:110 -
قَالُوا أَنُؤْمِنُ لَكَ وَاتَّبَعَكَ الْأَرْذَلُونَ
უთხრეს: „განა დაგიჯერებთ შენ, რამეთუ მოგყვებიან მხოლოდ მდაბიონი?“
26:111
თარგმანი: რეზო მიქელაძე