სურა 25 ფურყანი
-
تَبَارَكَ الَّذِي نَزَّلَ الْفُرْقَانَ عَلَىٰ عَبْدِهِ لِيَكُونَ لِلْعَالَمِينَ نَذِيرًا
რაოდენ დიადია იგი, რომელმაც ზეგარდმოუვლინა „ფურყანი“თავის მსახურს, რათა ყოფილიყო სამყაროთათვის შემგონებელი!
25:1 -
الَّذِي لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلَمْ يَتَّخِذْ وَلَدًا وَلَمْ يَكُنْ لَهُ شَرِيكٌ فِي الْمُلْكِ وَخَلَقَ كُلَّ شَيْءٍ فَقَدَّرَهُ تَقْدِيرًا
რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია ზიარი მეუფებაში. და მან გააჩინა ყოველი საგანი და განუსაზღვრა ჩინება!
25:2 -
وَاتَّخَذُوا مِنْ دُونِهِ آلِهَةً لَا يَخْلُقُونَ شَيْئًا وَهُمْ يُخْلَقُونَ وَلَا يَمْلِكُونَ لِأَنْفُسِهِمْ ضَرًّا وَلَا نَفْعًا وَلَا يَمْلِكُونَ مَوْتًا وَلَا حَيَاةً وَلَا نُشُورًا
და მის ნაცვლად სხვა ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თავად იყვნენ შექმნილნი. მათ არ შეუძლიათ არც ზიანის მიყენება და არც სიკეთისა, საკუთარი თავისთვისაც კი, და არ განაგებენ სიკვდილს, არც სიცოცხლეს, არც აღდგომას.
25:3 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا إِفْكٌ افْتَرَاهُ وَأَعَانَهُ عَلَيْهِ قَوْمٌ آخَرُونَ ۖ فَقَدْ جَاءُوا ظُلْمًا وَزُورًا
და თქვეს მათ, რომელთაც უარყვეს: „ეს სიცრუეა, რომელიც მან სხვა ადამიანების დახმარებით შეთხზაო.“ უეჭველად, ისინი უსამართლოდ იქცევიან და ცრუობენ.
25:4 -
وَقَالُوا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ اكْتَتَبَهَا فَهِيَ تُمْلَىٰ عَلَيْهِ بُكْرَةً وَأَصِيلًا
და ამბობენ: „ეს წინაპართა ლეგენდებია. მან ითხოვა ჩამიწერეთ, და ამას უკითხავენ დილით და საღამოთი.“
25:5 -
قُلْ أَنْزَلَهُ الَّذِي يَعْلَمُ السِّرَّ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ إِنَّهُ كَانَ غَفُورًا رَحِيمًا
უთხარი: „ზეგარდმოავლინა ეს იმან, რომელიც უწყის ცათა და ქვეყნის საიდუმლოს. უეჭველად, იგია მიმტევებელი, მწყალობელი!“
25:6 -
وَقَالُوا مَالِ هَٰذَا الرَّسُولِ يَأْكُلُ الطَّعَامَ وَيَمْشِي فِي الْأَسْوَاقِ ۙ لَوْلَا أُنْزِلَ إِلَيْهِ مَلَكٌ فَيَكُونَ مَعَهُ نَذِيرًا
მათ თქვეს: „ეს რა შუამავალია, საჭმელს ჭამს და ბაზარში დადის? რატომ არ ზეგარდმოავლინა ანგელოზი, რომელიც მასთან ერთად შეაგონებდა?
25:7 -
أَوْ يُلْقَىٰ إِلَيْهِ كَنْزٌ أَوْ تَكُونُ لَهُ جَنَّةٌ يَأْكُلُ مِنْهَا ۚ وَقَالَ الظَّالِمُونَ إِنْ تَتَّبِعُونَ إِلَّا رَجُلًا مَسْحُورًا
რატომ არ ებოძა საგანძური? რატომ არა აქვს ბაღი, რომელიც გამოკვებავდა?“ უსამართლოებმა თქვეს: „უეჭველად, თქვენ მოჯადოებულ კაცს აჰყოლიხართ!“
25:8 -
انْظُرْ كَيْفَ ضَرَبُوا لَكَ الْأَمْثَالَ فَضَلُّوا فَلَا يَسْتَطِيعُونَ سَبِيلًا
ნახე, როგორ იგავებს გიყვებიან! გზასაცდენილან და ვეღარც გამოსავალს ჰპოულობენ!
25:9 -
تَبَارَكَ الَّذِي إِنْ شَاءَ جَعَلَ لَكَ خَيْرًا مِنْ ذَٰلِكَ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ وَيَجْعَلْ لَكَ قُصُورًا
რაოდენ დიადია იგი, რომელიც გიბოძებს, თუკი ინებებს, ამაზე უკეთესს - სამოთხის ბაღებს, სადაც ძირს მდინარეები მიედინება, და დაადგენს შენთვის სასახლეებს!
25:10 -
بَلْ كَذَّبُوا بِالسَّاعَةِ ۖ وَأَعْتَدْنَا لِمَنْ كَذَّبَ بِالسَّاعَةِ سَعِيرًا
მაგრამ ისინი სიცრუედ რაცხავენ საათს, და გავამზადეთ მისთვის ცეცხლი, ვინც ცრუდ რაცხავს ჟამს!
25:11 -
إِذَا رَأَتْهُمْ مِنْ مَكَانٍ بَعِيدٍ سَمِعُوا لَهَا تَغَيُّظًا وَزَفِيرًا
როცა დაინახავენ მას შორიდან, გაიგონებენ მის მრისხანე შიშინს და ღრიალს.
25:12 -
وَإِذَا أُلْقُوا مِنْهَا مَكَانًا ضَيِّقًا مُقَرَّنِينَ دَعَوْا هُنَالِكَ ثُبُورًا
მაშინ, როცა ხელებშეკრულს ჩააგდებენ ვიწრო ადგილას, სიკვდილს მოუხმობენ ისინი.
25:13 -
لَا تَدْعُوا الْيَوْمَ ثُبُورًا وَاحِدًا وَادْعُوا ثُبُورًا كَثِيرًا
არ მოუხმოთ დღეს ერთხელ სიკვდილს, არამედ მოუხმეთ მრავალჯერ სიკვდილს!
25:14 -
قُلْ أَذَٰلِكَ خَيْرٌ أَمْ جَنَّةُ الْخُلْدِ الَّتِي وُعِدَ الْمُتَّقُونَ ۚ كَانَتْ لَهُمْ جَزَاءً وَمَصِيرًا
უთხარი: „ესაა უმჯობესი თუ მარადისობის ბაღები, რომელიც აღუთქვა ღვთისმოშიშებს და მიეცემათ მათ საზღაურად და ადგილსამყოფელად?“
25:15 -
لَهُمْ فِيهَا مَا يَشَاءُونَ خَالِدِينَ ۚ كَانَ عَلَىٰ رَبِّكَ وَعْدًا مَسْئُولًا
იქ მიიღებენ ისინი ყოველივეს, რასაც ისურვებენ და სამარადისოდ დარჩებიან მასში. შენმა უფალმა აღუთქვა ამ თხოვნის შესრულება!
25:16 -
وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ فَيَقُولُ أَأَنْتُمْ أَضْلَلْتُمْ عِبَادِي هَٰؤُلَاءِ أَمْ هُمْ ضَلُّوا السَّبِيلَ
იმ დღეს შეკრებს იგი მათ და იმათაც, ვისაც ეთაყვანებოდნენ თვინიერ ალლაჰის და ეტყვის: „ეს თქვენ აცდუნეთ ჩემი მონები თუ თავად ისინი ცდუნდნენ გზიდან?“
25:17 -
قَالُوا سُبْحَانَكَ مَا كَانَ يَنْبَغِي لَنَا أَنْ نَتَّخِذَ مِنْ دُونِكَ مِنْ أَوْلِيَاءَ وَلَٰكِنْ مَتَّعْتَهُمْ وَآبَاءَهُمْ حَتَّىٰ نَسُوا الذِّكْرَ وَكَانُوا قَوْمًا بُورًا
მიუგებენ: დიდება შენდა! შენ გარდა არავინ არ უნდა აგვერჩია მფარველად და შემწედ. მაგრამ შენ დართე მათ და მათ მამებს ნება, ესარგებლათ სიკეთით, და დაივიწყეს მათ შეხსენება. ასე შეიქნენ წარწყმედილ ხალხად!“
25:18 -
فَقَدْ كَذَّبُوكُمْ بِمَا تَقُولُونَ فَمَا تَسْتَطِيعُونَ صَرْفًا وَلَا نَصْرًا ۚ وَمَنْ يَظْلِمْ مِنْكُمْ نُذِقْهُ عَذَابًا كَبِيرًا
ისინი უარყოფდნენ იმას, რაც თქვენ თქვით, და ვერ აცდებით (სასჯელს) და ვერც თავს უშველით. თქვენგან ისინი, რომელნიც უსამართლოდ იქცეოდნენ უდიდეს სასჯელს ვაგემებთ!
25:19 -
وَمَا أَرْسَلْنَا قَبْلَكَ مِنَ الْمُرْسَلِينَ إِلَّا إِنَّهُمْ لَيَأْكُلُونَ الطَّعَامَ وَيَمْشُونَ فِي الْأَسْوَاقِ ۗ وَجَعَلْنَا بَعْضَكُمْ لِبَعْضٍ فِتْنَةً أَتَصْبِرُونَ ۗ وَكَانَ رَبُّكَ بَصِيرًا
არც შენ წინ მოგვივლენია შუამავალები, რომლებიც არ ჭამდნენ და არ დადიოდნენ ბაზარში. ჩვენ ზოგი თქვენგანი ვქმენით მეორენის გამოსაცდელად, განა გამოიჩინეთ თქვენ მოთმინება? შენი ღმერთი ყოვლისმხედველია!
25:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე