სურა 56 ვაყიღეთი
-
إِذَا وَقَعَتِ الْوَاقِعَةُ
როცა დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი
56:1 -
لَيْسَ لِوَقْعَتِهَا كَاذِبَةٌ
ვერავინ იქნება მისი დადგომის ცრუდ შემრაცხავი,
56:2 -
خَافِضَةٌ رَافِعَةٌ
დამამცირებელი, ამამაღლებელი.
56:3 -
إِذَا رُجَّتِ الْأَرْضُ رَجًّا
როცა შეირყევა ქვეყანა ძლიერი შერყევით,
56:4 -
وَبُسَّتِ الْجِبَالُ بَسًّا
და დანაწევრდება მთები პატარა ნამსხვრევებად,
56:5 -
فَكَانَتْ هَبَاءً مُنْبَثًّا
მაშინ იქცევა ნამცეცებად გაფანტულად,
56:6 -
وَكُنْتُمْ أَزْوَاجًا ثَلَاثَةً
და თქვენც იქნებით გაყოფილი სამ წყვილ ჯგუფად.
56:7 -
فَأَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ مَا أَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ
აჰა, მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!
56:8 -
وَأَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ مَا أَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ
და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!
56:9 -
وَالسَّابِقُونَ السَّابِقُونَ
და პირველწარმატებულნი. პირველწარმატებულნი -
56:10 -
أُولَٰئِكَ الْمُقَرَّبُونَ
სწორედ ეგენი არიან დაახლოებულნი,
56:11 -
فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ
ნეტარების ბაღებში,
56:12 -
ثُلَّةٌ مِنَ الْأَوَّلِينَ
თემნი უპირველესნი
56:13 -
وَقَلِيلٌ مِنَ الْآخِرِينَ
და ცოტაც – ბოლოთაგანი
56:14 -
عَلَىٰ سُرُرٍ مَوْضُونَةٍ
ძვირფასი თვლებით შემკულ სარეცლებზე.
56:15 -
مُتَّكِئِينَ عَلَيْهَا مُتَقَابِلِينَ
წამოწოლილნი ერთურთის პირისპირ,
56:16 -
يَطُوفُ عَلَيْهِمْ وِلْدَانٌ مُخَلَّدُونَ
და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი
56:17 -
بِأَكْوَابٍ وَأَبَارِيقَ وَكَأْسٍ مِنْ مَعِينٍ
თასებით, თუნგებით და ფიალებით, (სავსე) მუდმივად მომდინარე წყაროებიდან.
56:18 -
لَا يُصَدَّعُونَ عَنْهَا وَلَا يُنْزِفُونَ
რომლისგანაც არც თავი ასტკივდებათ და არც გონება აერევათ;
56:19 -
وَفَاكِهَةٍ مِمَّا يَتَخَيَّرُونَ
და ყველა სახეობის ხილი, რასაც ინებებენ
56:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე