მუსხაფი, გვერდი 534

  1. فِيهِمَا فَاكِهَةٌ وَنَخْلٌ وَرُمَّانٌ

    ორივეშია ყველანაირი ხილი, ხურმა და ბროწეული.

    55:68
  2. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:69
  3. فِيهِنَّ خَيْرَاتٌ حِسَانٌ

    იქ არიან ზნემაღალნი, მშვენიერნი.

    55:70
  4. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:71
  5. حُورٌ مَقْصُورَاتٌ فِي الْخِيَامِ

    შავთვალა და დიდთვალება ფერიები, მორთულ კარვებში შეფარებულნი.

    55:72
  6. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:73
  7. لَمْ يَطْمِثْهُنَّ إِنْسٌ قَبْلَهُمْ وَلَا جَانٌّ

    არ შეხებიან მათ უწინ არც კაცნი, არც ჯინნი.

    55:74
  8. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:75
  9. مُتَّكِئِينَ عَلَىٰ رَفْرَفٍ خُضْرٍ وَعَبْقَرِيٍّ حِسَانٍ

    წამოწოლილნი მწვანე ბალიშებზე და მშვენიერ ქვეშაგებზე.

    55:76
  10. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:77
  11. تَبَارَكَ اسْمُ رَبِّكَ ذِي الْجَلَالِ وَالْإِكْرَامِ

    რაოდენ დიადია სახელი შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა და დიდებულისა!

    55:78
  12. إِذَا وَقَعَتِ الْوَاقِعَةُ

    როცა დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი

    56:1
  13. لَيْسَ لِوَقْعَتِهَا كَاذِبَةٌ

    ვერავინ იქნება მისი დადგომის ცრუდ შემრაცხავი,

    56:2
  14. خَافِضَةٌ رَافِعَةٌ

    დამამცირებელი, ამამაღლებელი.

    56:3
  15. إِذَا رُجَّتِ الْأَرْضُ رَجًّا

    როცა შეირყევა ქვეყანა ძლიერი შერყევით,

    56:4
  16. وَبُسَّتِ الْجِبَالُ بَسًّا

    და დანაწევრდება მთები პატარა ნამსხვრევებად,

    56:5
  17. فَكَانَتْ هَبَاءً مُنْبَثًّا

    მაშინ იქცევა ნამცეცებად გაფანტულად,

    56:6
  18. وَكُنْتُمْ أَزْوَاجًا ثَلَاثَةً

    და თქვენც იქნებით გაყოფილი სამ წყვილ ჯგუფად.

    56:7
  19. فَأَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ مَا أَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ

    აჰა, მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!

    56:8
  20. وَأَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ مَا أَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ

    და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!

    56:9
  21. وَالسَّابِقُونَ السَّابِقُونَ

    და პირველწარმატებულნი. პირველწარმატებულნი -

    56:10
  22. أُولَٰئِكَ الْمُقَرَّبُونَ

    სწორედ ეგენი არიან დაახლოებულნი,

    56:11
  23. فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ

    ნეტარების ბაღებში,

    56:12
  24. ثُلَّةٌ مِنَ الْأَوَّلِينَ

    თემნი უპირველესნი

    56:13
  25. وَقَلِيلٌ مِنَ الْآخِرِينَ

    და ცოტაც – ბოლოთაგანი

    56:14
  26. عَلَىٰ سُرُرٍ مَوْضُونَةٍ

    ძვირფასი თვლებით შემკულ სარეცლებზე.

    56:15
  27. مُتَّكِئِينَ عَلَيْهَا مُتَقَابِلِينَ

    წამოწოლილნი ერთურთის პირისპირ,

    56:16

თარგმანი: რეზო მიქელაძე