სურა 56 ვაყიღეთი

  1. وَلَحْمِ طَيْرٍ مِمَّا يَشْتَهُونَ

    და ხორცი ყველა სახეობის ფრინველთა, რომელსაც ისურვებენ.

    56:21
  2. وَحُورٌ عِينٌ

    და ქათქათები, დიდთვალება ქალწულნი

    56:22
  3. كَأَمْثَالِ اللُّؤْلُؤِ الْمَكْنُونِ

    ხელუხლებელი მარგალიტის დარნი.

    56:23
  4. جَزَاءً بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    საზღაურად იმისა, რასაც ისინი იქმდნენ!

    56:24
  5. لَا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا وَلَا تَأْثِيمًا

    იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ და არ იქნება ცოდვის ჩადენა,

    56:25
  6. إِلَّا قِيلًا سَلَامًا سَلَامًا

    მხოლოდ ერთი სიტყვა - „მშვიდობა“! „მშვიდობა!“

    56:26
  7. وَأَصْحَابُ الْيَمِينِ مَا أَصْحَابُ الْيَمِينِ

    და მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!

    56:27
  8. فِي سِدْرٍ مَخْضُودٍ

    და ბლის ხეები უეკლო.

    56:28
  9. وَطَلْحٍ مَنْضُودٍ

    და ბანანის ხე, დახუნძლული ნაყოფით.

    56:29
  10. وَظِلٍّ مَمْدُودٍ

    და ჩეროები განფენილი,

    56:30
  11. وَمَاءٍ مَسْكُوبٍ

    და წყლები მორაკრაკე,

    56:31
  12. وَفَاكِهَةٍ كَثِيرَةٍ

    და ყველანაირი ხილი აუარებელი.

    56:32
  13. لَا مَقْطُوعَةٍ وَلَا مَمْنُوعَةٍ

    არც გამოილევა და არც აიკრძალება.

    56:33
  14. وَفُرُشٍ مَرْفُوعَةٍ

    სარეცელნი ამაღლებულნი.

    56:34
  15. إِنَّا أَنْشَأْنَاهُنَّ إِنْشَاءً

    უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი ახალთახალი გაჩენით

    56:35
  16. فَجَعَلْنَاهُنَّ أَبْكَارًا

    ამრიგად, დავადგინეთ ისინი ქალწულებად,

    56:36
  17. عُرُبًا أَتْرَابًا

    მეუღლეთა მიჯნურად, თანატოლებად

    56:37
  18. لِأَصْحَابِ الْيَمِينِ

    მემარჯვენე ხალხთათვის.

    56:38
  19. ثُلَّةٌ مِنَ الْأَوَّلِينَ

    თემნი უპირველესნი

    56:39
  20. وَثُلَّةٌ مِنَ الْآخِرِينَ

    და თემნი ბოლონდელნი.

    56:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე