სურა 56 ვაყიღეთი
-
وَأَصْحَابُ الشِّمَالِ مَا أَصْحَابُ الشِّمَالِ
და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!
56:41 -
فِي سَمُومٍ وَحَمِيمٍ
ცეცხლში, რომელიც ძვალსა და რბილში გაუჯდებათ და წყალი მდუღარე.
56:42 -
وَظِلٍّ مِنْ يَحْمُومٍ
და ჩრდილნი შავი ბოლისგან,
56:43 -
لَا بَارِدٍ وَلَا كَرِيمٍ
რომელიც არც გრილია და არც სასიამოვნო.
56:44 -
إِنَّهُمْ كَانُوا قَبْلَ ذَٰلِكَ مُتْرَفِينَ
უეჭველად, ეგენი იყვნენ უწინ ფუფუნებით განებივრებულნი.
56:45 -
وَكَانُوا يُصِرُّونَ عَلَى الْحِنْثِ الْعَظِيمِ
და შეგნებულად იჟინებდნენ დიდი ცოდვების ჩადენას.
56:46 -
وَكَانُوا يَقُولُونَ أَئِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًا وَعِظَامًا أَإِنَّا لَمَبْعُوثُونَ
და ამბობდნენ: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად უნდა აღვსდგეთ?
56:47 -
أَوَآبَاؤُنَا الْأَوَّلُونَ
ან ჩვენი წინაპრები?“
56:48 -
قُلْ إِنَّ الْأَوَّلِينَ وَالْآخِرِينَ
უთხარი: უეჭველად, პირველნიც და ბოლონდელნიც,
56:49 -
لَمَجْمُوعُونَ إِلَىٰ مِيقَاتِ يَوْمٍ مَعْلُومٍ
შეკრებილნი იქნებით განსაზღვრულ ადგილას ცნობილ დღეს.
56:50 -
ثُمَّ إِنَّكُمْ أَيُّهَا الضَّالُّونَ الْمُكَذِّبُونَ
მერე თქვენ, ჰეი, ნამდვილად გზააბნეულნო, ცრუდ შემრაცხველნო!
56:51 -
لَآكِلُونَ مِنْ شَجَرٍ مِنْ زَقُّومٍ
უთუოდ, მიირთმევთ ზაყუმის ხისგან.
56:52 -
فَمَالِئُونَ مِنْهَا الْبُطُونَ
ამგვარად, ამოიქოლავთ მისით მუცლებს.
56:53 -
فَشَارِبُونَ عَلَيْهِ مِنَ الْحَمِيمِ
მერე დააყოლებთ მდუღარეს,
56:54 -
فَشَارِبُونَ شُرْبَ الْهِيمِ
აგრეთვე დალევთ სნეული აქლემებივით, რომლებიც წყურვილს ვერ იკლავენ.“
56:55 -
هَٰذَا نُزُلُهُمْ يَوْمَ الدِّينِ
ესაა ის, რაც მათთვისაა გამზადებული განკითხვის დღეს.
56:56 -
نَحْنُ خَلَقْنَاكُمْ فَلَوْلَا تُصَدِّقُونَ
ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ. კვლავ არ ირწმუნებთ?
56:57 -
أَفَرَأَيْتُمْ مَا تُمْنُونَ
რას იტყვით იმაზე, რასაც ანთხევთ?
56:58 -
أَأَنْتُمْ تَخْلُقُونَهُ أَمْ نَحْنُ الْخَالِقُونَ
განა თქვენ აჩენთ მას თუ ჩვენ ვართ გამჩენნი?
56:59 -
نَحْنُ قَدَّرْنَا بَيْنَكُمُ الْمَوْتَ وَمَا نَحْنُ بِمَسْبُوقِينَ
ჩვენ დავადგინეთ თქვენს შორის სიკვდილი და არ ვართ ჩვენ უძლურნი
56:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე