სურა 55 რაჰმანი

  1. الرَّحْمَٰنُ

    მოწყალემ

    55:1
  2. عَلَّمَ الْقُرْآنَ

    შეასწავლა ყურანი,

    55:2
  3. خَلَقَ الْإِنْسَانَ

    გააჩინა ადამიანი,

    55:3
  4. عَلَّمَهُ الْبَيَانَ

    შეასწავლა მას მჭერმეტყველება.

    55:4
  5. الشَّمْسُ وَالْقَمَرُ بِحُسْبَانٍ

    მზე და მთვარე – გათვლილი ანგარიშით (მოძრაობენ).

    55:5
  6. وَالنَّجْمُ وَالشَّجَرُ يَسْجُدَانِ

    და ვარსკვლავები და ხეები სეჯდეს ასრულებენ

    55:6
  7. وَالسَّمَاءَ رَفَعَهَا وَوَضَعَ الْمِيزَانَ

    და ზეცაც, რომელიც აღმართა. და განათავსა სასწორი,

    55:7
  8. أَلَّا تَطْغَوْا فِي الْمِيزَانِ

    რომ არ გადახდეთ წონაში.

    55:8
  9. وَأَقِيمُوا الْوَزْنَ بِالْقِسْطِ وَلَا تُخْسِرُوا الْمِيزَانَ

    გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დააკლოთ წონაში!

    55:9
  10. وَالْأَرْضَ وَضَعَهَا لِلْأَنَامِ

    და ქვეყანა, რომელიც განაწესა სულდგმულთათვის,

    55:10
  11. فِيهَا فَاكِهَةٌ وَالنَّخْلُ ذَاتُ الْأَكْمَامِ

    მასშია ხილი და ინდის ხურმა დახუნძლული.

    55:11
  12. وَالْحَبُّ ذُو الْعَصْفِ وَالرَّيْحَانُ

    ასევე შეფოთლილი მარცვლეული და სურნელოვანი ბალახი.

    55:12
  13. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:13
  14. خَلَقَ الْإِنْسَانَ مِنْ صَلْصَالٍ كَالْفَخَّارِ

    მან გააჩინა ადამიანი მშრალი, გამომწვარი მიწის დარით.

    55:14
  15. وَخَلَقَ الْجَانَّ مِنْ مَارِجٍ مِنْ نَارٍ

    და გააჩინა ჯინები უკვამლო ცეცხლისგან.

    55:15
  16. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:16
  17. رَبُّ الْمَشْرِقَيْنِ وَرَبُّ الْمَغْرِبَيْنِ

    ღმერთია ორი აღმოსავლეთისა და ღმერთია ორი დასავლეთისა!

    55:17
  18. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:18
  19. مَرَجَ الْبَحْرَيْنِ يَلْتَقِيَانِ

    მიუშვა ორი ზღვა, ერთმანეთს ეამბორებიან.

    55:19
  20. بَيْنَهُمَا بَرْزَخٌ لَا يَبْغِيَانِ

    მათ შორის უხილავი მიჯნაა, რომელსაც ვერ გადალახავენ.

    55:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე