სურა 56 ვაყიღეთი

  1. عَلَىٰ أَنْ نُبَدِّلَ أَمْثَالَكُمْ وَنُنْشِئَكُمْ فِي مَا لَا تَعْلَمُونَ

    იმის თაობაზე, რომ შევცვალოთ თქვენი ცხედარნი და აღგადგინოთ ისეთებად, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენიათ.

    56:61
  2. وَلَقَدْ عَلِمْتُمُ النَّشْأَةَ الْأُولَىٰ فَلَوْلَا تَذَكَّرُونَ

    და ვფიცავ, თქვენ უკვე იცით პირველი გაჩენის შესახებ. მაშ, რატომღა არ დაფიქრდებით?!

    56:62
  3. أَفَرَأَيْتُمْ مَا تَحْرُثُونَ

    რაც იტყვით იმაზე, რასაც თესავთ?

    56:63
  4. أَأَنْتُمْ تَزْرَعُونَهُ أَمْ نَحْنُ الزَّارِعُونَ

    განა თქვენ აღმოაცენებთ მას თუ ჩვენ ვართ აღმომცენები?

    56:64
  5. لَوْ نَشَاءُ لَجَعَلْنَاهُ حُطَامًا فَظَلْتُمْ تَفَكَّهُونَ

    რომ გვენება, უთუოდ, გადავაქცევდით მას ხმელ ნაყარ-ნუყარად. მაშინ თქვენ დარჩებოდით გაკვირვებულნი:

    56:65
  6. إِنَّا لَمُغْرَمُونَ

    „უეჭველად, ჩვენ ზარალი განვიცადეთ,

    56:66
  7. بَلْ نَحْنُ مَحْرُومُونَ

    უფრო მეტიც, გავღატაკდით.“

    56:67
  8. أَفَرَأَيْتُمُ الْمَاءَ الَّذِي تَشْرَبُونَ

    რას იტყვით წყალზე, რომელსაც სვამთ?

    56:68
  9. أَأَنْتُمْ أَنْزَلْتُمُوهُ مِنَ الْمُزْنِ أَمْ نَحْنُ الْمُنْزِلُونَ

    განა თქვენ გარდმოავლინეთ იგი ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართ ზეგარდმომვლენი?

    56:69
  10. لَوْ نَشَاءُ جَعَلْنَاهُ أُجَاجًا فَلَوْلَا تَشْكُرُونَ

    რომ გვენება დავადგენდით მას მწარედ. მაშ, კვლავ არ იქნებით მადლიერნი?

    56:70
  11. أَفَرَأَيْتُمُ النَّارَ الَّتِي تُورُونَ

    რას იტყვით ცეცხლზე, რომელსაც ანთებთ?

    56:71
  12. أَأَنْتُمْ أَنْشَأْتُمْ شَجَرَتَهَا أَمْ نَحْنُ الْمُنْشِئُونَ

    განა თქვენ აღმოაცენეთ ხე იგი, თუ ჩვენ ვართ აღმომცენები?

    56:72
  13. نَحْنُ جَعَلْنَاهَا تَذْكِرَةً وَمَتَاعًا لِلْمُقْوِينَ

    ჩვენ დავადგინეთ იგი შეგონებად და სარგებლად მოგზაურთათვის.

    56:73
  14. فَسَبِّحْ بِاسْمِ رَبِّكَ الْعَظِيمِ

    მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!

    56:74
  15. فَلَا أُقْسِمُ بِمَوَاقِعِ النُّجُومِ

    ვფიცავ, ვარსკვლავთა ადგილებს!

    56:75
  16. وَإِنَّهُ لَقَسَمٌ لَوْ تَعْلَمُونَ عَظِيمٌ

    და უეჭველად, იგი დიადი ფიცია, ნეტავ იცოდეთ!

    56:76
  17. إِنَّهُ لَقُرْآنٌ كَرِيمٌ

    უეჭველად, იგი დიდებული ყურანია,

    56:77
  18. فِي كِتَابٍ مَكْنُونٍ

    დაცულ წიგნში.

    56:78
  19. لَا يَمَسُّهُ إِلَّا الْمُطَهَّرُونَ

    ვერ მიეკარება მას, თვინიერ განწმენდილთა.

    56:79
  20. تَنْزِيلٌ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ

    ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან.

    56:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე