სურა 56 ვაყიღეთი

  1. أَفَبِهَٰذَا الْحَدِيثِ أَنْتُمْ مُدْهِنُونَ

    ნუთუ არ გჯერათ ამ სიტყვის, თქვენ ხართ ცრუდ შემრაცხავნი

    56:81
  2. وَتَجْعَلُونَ رِزْقَكُمْ أَنَّكُمْ تُكَذِّبُونَ

    და თქვენ სარჩოს ცრუდ რაცხვით დაიდგენთ?

    56:82
  3. فَلَوْلَا إِذَا بَلَغَتِ الْحُلْقُومَ

    მაშინ, როცა სული ყელს ებჯინება,

    56:83
  4. وَأَنْتُمْ حِينَئِذٍ تَنْظُرُونَ

    ამდროს თქვენ მხოლოდ უყურებთ.

    56:84
  5. وَنَحْنُ أَقْرَبُ إِلَيْهِ مِنْكُمْ وَلَٰكِنْ لَا تُبْصِرُونَ

    ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ თქვენზე, მაგრამ თქვენ არ გულისხმაჰყოფთ.

    56:85
  6. فَلَوْلَا إِنْ كُنْتُمْ غَيْرَ مَدِينِينَ

    მაშ, თუ თქვენ მართლა არ იქნებით აღდგენილნი,

    56:86
  7. تَرْجِعُونَهَا إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    უკუაქციეთ იგი, თუკი ხართ მართალნი?

    56:87
  8. فَأَمَّا إِنْ كَانَ مِنَ الْمُقَرَّبِينَ

    მაგრამ თუ იქნება დაახლოებულთაგანი,

    56:88
  9. فَرَوْحٌ وَرَيْحَانٌ وَجَنَّتُ نَعِيمٍ

    მაშინ შვება, სარჩო და სამოთხენი ნეტარების.

    56:89
  10. وَأَمَّا إِنْ كَانَ مِنْ أَصْحَابِ الْيَمِينِ

    და თუ იგი მემარჯვენე ხალხთაგანია,

    56:90
  11. فَسَلَامٌ لَكَ مِنْ أَصْحَابِ الْيَمِينِ

    დაე, „სალამი შენდა, მემარჯვენე ხალხთაგან!“

    56:91
  12. وَأَمَّا إِنْ كَانَ مِنَ الْمُكَذِّبِينَ الضَّالِّينَ

    და თუ იგი ცრუდ შემრახცველთაგანი, გზა აცდენილთაგანია,

    56:92
  13. فَنُزُلٌ مِنْ حَمِيمٍ

    მაშინ მდუღარე წყლით გამასპინძლება

    56:93
  14. وَتَصْلِيَةُ جَحِيمٍ

    და შენთებაა ჯოჯოხეთში!

    56:94
  15. إِنَّ هَٰذَا لَهُوَ حَقُّ الْيَقِينِ

    უეჭველად, ეს ცხადი ჭეშმარიტებაა!

    56:95
  16. فَسَبِّحْ بِاسْمِ رَبِّكَ الْعَظِيمِ

    მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!

    56:96

თარგმანი: რეზო მიქელაძე