სურა 2 ბაყარა

  1. تِلْكَ أُمَّةٌ قَدْ خَلَتْ ۖ لَهَا مَا كَسَبَتْ وَلَكُمْ مَا كَسَبْتُمْ ۖ وَلَا تُسْأَلُونَ عَمَّا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ესაა ხალხი აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ.

    2:141
  2. سَيَقُولُ السُّفَهَاءُ مِنَ النَّاسِ مَا وَلَّاهُمْ عَنْ قِبْلَتِهِمُ الَّتِي كَانُوا عَلَيْهَا ۚ قُلْ لِلَّهِ الْمَشْرِقُ وَالْمَغْرِبُ ۚ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    ხალხთა შორის ცნობამიხდილნი იტყვიან: რამ აბრუნებინათ პირი თავიანთი ყიბლისგან, რომლისკენაც წინათ იდგნენ? უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასვლეთიც, ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ინებებს ვისაც!

    2:142
  3. وَكَذَٰلِكَ جَعَلْنَاكُمْ أُمَّةً وَسَطًا لِتَكُونُوا شُهَدَاءَ عَلَى النَّاسِ وَيَكُونَ الرَّسُولُ عَلَيْكُمْ شَهِيدًا ۗ وَمَا جَعَلْنَا الْقِبْلَةَ الَّتِي كُنْتَ عَلَيْهَا إِلَّا لِنَعْلَمَ مَنْ يَتَّبِعُ الرَّسُولَ مِمَّنْ يَنْقَلِبُ عَلَىٰ عَقِبَيْهِ ۚ وَإِنْ كَانَتْ لَكَبِيرَةً إِلَّا عَلَى الَّذِينَ هَدَى اللَّهُ ۗ وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُضِيعَ إِيمَانَكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ بِالنَّاسِ لَرَءُوفٌ رَحِيمٌ

    და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. და დავადგინეთ ყიბლე, რომლისკენაც იდექი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგვეცნო (გამოგვემჟღავნებინა) ვინ მიჰყვება შუამავალს და ვინ გაბრუნდებოდა უკან ქუსლებზე შემდგარი. სწორედაც მძიმე იყო ეს, მაგრამ არა იმათთვის, რომელნიც სწორ გზას დააყენა ალლაჰმა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენსავე რწმენას. უეჭველად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია ხალხის მიმართ.

    2:143
  4. قَدْ نَرَىٰ تَقَلُّبَ وَجْهِكَ فِي السَّمَاءِ ۖ فَلَنُوَلِّيَنَّكَ قِبْلَةً تَرْضَاهَا ۚ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ ۚ وَحَيْثُ مَا كُنْتُمْ فَوَلُّوا وُجُوهَكُمْ شَطْرَهُ ۗ وَإِنَّ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ لَيَعْلَمُونَ أَنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّهِمْ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا يَعْمَلُونَ

    (ო, მუჰამმედ) ჩვენ დაგინახეთ, უკვე რამდენჯერ აღაპყარი (მოლოდინით ვაჰისა) სახე ზეცისკენ და უეჭველად, ჩვენ მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, მისით კმაყოფილი იქნები. მაშ, მიაბრუნე სახე შენი მესჯიდი ჰარამისკენ და სადაც არ უნდა იყოთ (ლოცვის დროს), მიაბრუნეთ სახე თქვენი მის მხარეს. უეჭველად, რომელთაც ებოძათ წიგნი, დიახაც უწყიან, რომ იგი ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. და ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!

    2:144
  5. وَلَئِنْ أَتَيْتَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ بِكُلِّ آيَةٍ مَا تَبِعُوا قِبْلَتَكَ ۚ وَمَا أَنْتَ بِتَابِعٍ قِبْلَتَهُمْ ۚ وَمَا بَعْضُهُمْ بِتَابِعٍ قِبْلَةَ بَعْضٍ ۚ وَلَئِنِ اتَّبَعْتَ أَهْوَاءَهُمْ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَكَ مِنَ الْعِلْمِ ۙ إِنَّكَ إِذًا لَمِنَ الظَّالِمِينَ

    იმათ, რომელთაც წიგნი ებოძათ, ყველა სასწაული რომ აჩვენო, მაინც არ გაჰყვებიან შენ ყიბლეს და არც შენ გაჰყვები მათ ყიბლეს. არც ერთმანეთის ყიბლეს არ მიჰყვებიან ისინი. და თუ შენ აჰყევი მათ სურვილებს მას მერე, რაც მიიღე ცოდნა, უეჭველად, შენ მაშინ ცოდვილთაგან იქნები.

    2:145
  6. الَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يَعْرِفُونَهُ كَمَا يَعْرِفُونَ أَبْنَاءَهُمْ ۖ وَإِنَّ فَرِيقًا مِنْهُمْ لَيَكْتُمُونَ الْحَقَّ وَهُمْ يَعْلَمُونَ

    რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ისე იცნობენ მას, როგორც საკუთარ შვილებს, და უეჭველად, მათგან ერთი ნაწილი მალავს ჭეშმარიტებას, არადა ისინი უწყიან!

    2:146
  7. الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ ۖ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُمْتَرِينَ

    ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა და ნუ იქნები შენ მათ შორის, ვისაც ეჭვი ეპარება.

    2:147
  8. وَلِكُلٍّ وِجْهَةٌ هُوَ مُوَلِّيهَا ۖ فَاسْتَبِقُوا الْخَيْرَاتِ ۚ أَيْنَ مَا تَكُونُوا يَأْتِ بِكُمُ اللَّهُ جَمِيعًا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ყველა თქვენგანს ერთი მხარე (ყიბლე) აქვს, რომლისკენაც სახეს მიაპყრობს. მაშ, შეეჯიბრეთ ერთმანეთს სიკეთის ქმნაში. სადაც არ უნდა იყოთ, ალლაჰი შეგკრებთ ყველას ერთად. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

    2:148
  9. وَمِنْ حَيْثُ خَرَجْتَ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ ۖ وَإِنَّهُ لَلْحَقُّ مِنْ رَبِّكَ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ

    საიდანაც გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, უეჭველად, ის ჭეშმარიტებაა შენი უფლისგან. უეჭველად, ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!

    2:149
  10. وَمِنْ حَيْثُ خَرَجْتَ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ ۚ وَحَيْثُ مَا كُنْتُمْ فَوَلُّوا وُجُوهَكُمْ شَطْرَهُ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَيْكُمْ حُجَّةٌ إِلَّا الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْهُمْ فَلَا تَخْشَوْهُمْ وَاخْشَوْنِي وَلِأُتِمَّ نِعْمَتِي عَلَيْكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ

    და საიდანაც გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, და სადაც არ უნდა იყოთ, მიაპყარით სახეები იმ მხარეს, რომ არ ჰქონდეს ხალხს მტკიცებულება თქვენ წინააღმდეგ, გარდა მათი, რომელთაც ჰქმნეს უსამართლობა. ნუ გეშინიათ მათი და გეშინოდეთ ჩემი, რათა სრულვჰყო წყალობა ჩემი თქვენდამი, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ.

    2:150
  11. كَمَا أَرْسَلْنَا فِيكُمْ رَسُولًا مِنْكُمْ يَتْلُو عَلَيْكُمْ آيَاتِنَا وَيُزَكِّيكُمْ وَيُعَلِّمُكُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَيُعَلِّمُكُمْ مَا لَمْ تَكُونُوا تَعْلَمُونَ

    ნამდვილად, ჩვენ მოგივლინეთ თქვენ შუამავალი თქვენივე წიაღიდან; ის თქვენ გიკითხავთ ჩვენს აიათებს, განგწმენდთ და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, და გასწავლით იმას, რაც ადრე არ იცოდით.

    2:151
  12. فَاذْكُرُونِي أَذْكُرْكُمْ وَاشْكُرُوا لِي وَلَا تَكْفُرُونِ

    მაშ, გამიხსენეთ მე, (რათა) გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!

    2:152
  13. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اسْتَعِينُوا بِالصَّبْرِ وَالصَّلَاةِ ۚ إِنَّ اللَّهَ مَعَ الصَّابِرِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, უეჭველად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა.

    2:153
  14. وَلَا تَقُولُوا لِمَنْ يُقْتَلُ فِي سَبِيلِ اللَّهِ أَمْوَاتٌ ۚ بَلْ أَحْيَاءٌ وَلَٰكِنْ لَا تَشْعُرُونَ

    ვინც დაეცემა ალლაჰის გზაზე, არ თქვათ: მკვდრები! არამედ ცოცხლები არიან, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობთ.

    2:154
  15. وَلَنَبْلُوَنَّكُمْ بِشَيْءٍ مِنَ الْخَوْفِ وَالْجُوعِ وَنَقْصٍ مِنَ الْأَمْوَالِ وَالْأَنْفُسِ وَالثَّمَرَاتِ ۗ وَبَشِّرِ الصَّابِرِينَ

    და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ,

    2:155
  16. الَّذِينَ إِذَا أَصَابَتْهُمْ مُصِيبَةٌ قَالُوا إِنَّا لِلَّهِ وَإِنَّا إِلَيْهِ رَاجِعُونَ

    რომელთაც ეწიათ რაიმე უბედურება, და თქვეს: უეჭველად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უეჭველად, მისდა მივიქცევით ჩვენ.

    2:156
  17. أُولَٰئِكَ عَلَيْهِمْ صَلَوَاتٌ مِنْ رَبِّهِمْ وَرَحْمَةٌ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُهْتَدُونَ

    აი ისინი, ვისზეც მადლია მათი ღმერთისა და წყალობა, და ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან.

    2:157
  18. إِنَّ الصَّفَا وَالْمَرْوَةَ مِنْ شَعَائِرِ اللَّهِ ۖ فَمَنْ حَجَّ الْبَيْتَ أَوِ اعْتَمَرَ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِ أَنْ يَطَّوَّفَ بِهِمَا ۚ وَمَنْ تَطَوَّعَ خَيْرًا فَإِنَّ اللَّهَ شَاكِرٌ عَلِيمٌ

    უეჭველად, საფა და მერვე ალლაჰის დადგენილი ნიშანთაგანია; და ვინც ჰაჯობა აღასრულოს ამ სახლში, ან უმრა შეასრულოს, ცოდვად არ ჩაეთვლება თუ გარს შემოუვლის ორივეს; და ვინც თავისი სურვილით სიკეთეს იქმს, ალლაჰი, უეჭველად, მადლიერია, ყოვლისშემძლეა!

    2:158
  19. إِنَّ الَّذِينَ يَكْتُمُونَ مَا أَنْزَلْنَا مِنَ الْبَيِّنَاتِ وَالْهُدَىٰ مِنْ بَعْدِ مَا بَيَّنَّاهُ لِلنَّاسِ فِي الْكِتَابِ ۙ أُولَٰئِكَ يَلْعَنُهُمُ اللَّهُ وَيَلْعَنُهُمُ اللَّاعِنُونَ

    უეჭველად, რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, ნამდვილად მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც!

    2:159
  20. إِلَّا الَّذِينَ تَابُوا وَأَصْلَحُوا وَبَيَّنُوا فَأُولَٰئِكَ أَتُوبُ عَلَيْهِمْ ۚ وَأَنَا التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოსწორდნენ და ნათელი მოჰფინეს ჭეშმარიტებას; მაშ, აი მათ მონანიებას მივიღებ, ვინაიდან, მე ვარ მიმტევებელი, მწყალობელი!

    2:160

თარგმანი: რეზო მიქელაძე