სურა 2 ბაყარა

  1. الَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يَتْلُونَهُ حَقَّ تِلَاوَتِهِ أُولَٰئِكَ يُؤْمِنُونَ بِهِ ۗ وَمَنْ يَكْفُرْ بِهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კითხულობენ მას (ყურანს) შესაფერისი კითხვით. აი ისინი, ვისაც სწამთ მისი, ხოლო ვინც უარყოფს მას, წაგებულნი არიან.

    2:121
  2. يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اذْكُرُوا نِعْمَتِيَ الَّتِي أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَنِّي فَضَّلْتُكُمْ عَلَى الْعَالَمِينَ

    ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ წყალობა ჩემი, რომელიც გავიღე თქვენდა და უეჭველად, (ერთ დროს) გყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა.

    2:122
  3. وَاتَّقُوا يَوْمًا لَا تَجْزِي نَفْسٌ عَنْ نَفْسٍ شَيْئًا وَلَا يُقْبَلُ مِنْهَا عَدْلٌ وَلَا تَنْفَعُهَا شَفَاعَةٌ وَلَا هُمْ يُنْصَرُونَ

    და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს (სხვის მაგივრად) ვერაფერს გადაუხდის. და არ მიიღება არვისგან გამოსასყიდი, და ვერც გამოადგება შუამდგომლობა (სხვისი). და არც იქნება შეწევნა მათი.

    2:123
  4. وَإِذِ ابْتَلَىٰ إِبْرَاهِيمَ رَبُّهُ بِكَلِمَاتٍ فَأَتَمَّهُنَّ ۖ قَالَ إِنِّي جَاعِلُكَ لِلنَّاسِ إِمَامًا ۖ قَالَ وَمِنْ ذُرِّيَّتِي ۖ قَالَ لَا يَنَالُ عَهْدِي الظَّالِمِينَ

    აკი, სიტყვებით გამოსცადა იბრაჰიმი მისმა ღმერთმა და მანაც აღასრულა ისინი . მაშინ (ალლაჰმა) ბრძანა: მე დაგადგენ შენ ხალხის წინამძღვრად! ჰკითხა იბრაჰიმმა: და ჩემს შთამომავლობასაც? მიუგო (ალლაჰმა): „ჩემი აღთქმა არ ვრცელდება ცოდვილებზე!“

    2:124
  5. وَإِذْ جَعَلْنَا الْبَيْتَ مَثَابَةً لِلنَّاسِ وَأَمْنًا وَاتَّخِذُوا مِنْ مَقَامِ إِبْرَاهِيمَ مُصَلًّى ۖ وَعَهِدْنَا إِلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ أَنْ طَهِّرَا بَيْتِيَ لِلطَّائِفِينَ وَالْعَاكِفِينَ وَالرُّكَّعِ السُّجُودِ

    და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი ხალხის შესაკრებად (მადლის შესაძენად) და უსაფრთხოდ მათთვის: აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ! და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმაილს: განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია, რუქუღისა (მუხლის მომყრელია) და სეჯდეს შემსრულებელიაო.

    2:125
  6. وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ اجْعَلْ هَٰذَا بَلَدًا آمِنًا وَارْزُقْ أَهْلَهُ مِنَ الثَّمَرَاتِ مَنْ آمَنَ مِنْهُمْ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۖ قَالَ وَمَنْ كَفَرَ فَأُمَتِّعُهُ قَلِيلًا ثُمَّ أَضْطَرُّهُ إِلَىٰ عَذَابِ النَّارِ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    და აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს უსაფრთხო მხარედ და მოჰმადლე ნაყოფნი მის ხალხს, ვინც მათგან ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მან (ალლაჰმა) ბრძანა: „და ვინც უარყო (არ ირწმუნა), მათ ცოტა ხანს ვადროვებ, მერე კი ძალით მივიყვან ცეცხლის სასჯელთან“. და რა საზარელი ფინიშია!

    2:126
  7. وَإِذْ يَرْفَعُ إِبْرَاهِيمُ الْقَوَاعِدَ مِنَ الْبَيْتِ وَإِسْمَاعِيلُ رَبَّنَا تَقَبَّلْ مِنَّا ۖ إِنَّكَ أَنْتَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    და როცა იბრაჰიმი ამაღლებდა სახლის საძირკველს ისმაილთან ერთად, (ევედრებოდნენ): ღმერთო ჩვენო! მიიღე ჩვენგან, რამეთუ შენ ხარ, უეჭველად, ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!

    2:127
  8. رَبَّنَا وَاجْعَلْنَا مُسْلِمَيْنِ لَكَ وَمِنْ ذُرِّيَّتِنَا أُمَّةً مُسْلِمَةً لَكَ وَأَرِنَا مَنَاسِكَنَا وَتُبْ عَلَيْنَا ۖ إِنَّكَ أَنْتَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    ღმერთო ჩვენო! გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან შენდამი მორჩილი თემი. გვასწავლე ჩვენი საღვთო წესები და მოგვიტევე. უეჭველად, შენა ხარ მიმტევებელი, მწყალობელი!

    2:128
  9. رَبَّنَا وَابْعَثْ فِيهِمْ رَسُولًا مِنْهُمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِكَ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَيُزَكِّيهِمْ ۚ إِنَّكَ أَنْتَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    ღმერთო ჩვენო! და მოავლინე მათში შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც წაუკითხავს მათ შენს აიათებს, ასწავლის მათ წიგნს და სიბრძნეს, განწმენდს მათ. უეჭველად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!

    2:129
  10. وَمَنْ يَرْغَبُ عَنْ مِلَّةِ إِبْرَاهِيمَ إِلَّا مَنْ سَفِهَ نَفْسَهُ ۚ وَلَقَدِ اصْطَفَيْنَاهُ فِي الدُّنْيَا ۖ وَإِنَّهُ فِي الْآخِرَةِ لَمِنَ الصَّالِحِينَ

    და ვინ შეაქცევს (სახეს) იბრაჰიმის რჯულს, თუ არა სულწაწყმედილისა?! ვფიცავ, ჩვენ ავირჩიეთ იგი ამქვეყნად და, უეჭველად, საიქიოში მართალთა შორის იქნება იგი!

    2:130
  11. إِذْ قَالَ لَهُ رَبُّهُ أَسْلِمْ ۖ قَالَ أَسْلَمْتُ لِرَبِّ الْعَالَمِينَ

    როცა უთხრა მას (იბრაჰიმს) ღმერთმა მისმა: იქმენ მუსლიმი (მორჩილი)! მიუგო მან: ვიქმენ მუსლიმი (მორჩილი) სამყაროთა ღმერთისა!

    2:131
  12. وَوَصَّىٰ بِهَا إِبْرَاهِيمُ بَنِيهِ وَيَعْقُوبُ يَا بَنِيَّ إِنَّ اللَّهَ اصْطَفَىٰ لَكُمُ الدِّينَ فَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنْتُمْ مُسْلِمُونَ

    და უანდერძა იბრაჰიმმა ის თავის შვილებს და იაღყუბმაც: ჰეი, შვილნო ჩემო! უეჭველად, ალლაჰმა აგირჩიათ თქვენ სარწმუნოება და ისე არ მოკვდეთ, არ აღესრულოთ მუსლიმად თქვენ!

    2:132
  13. أَمْ كُنْتُمْ شُهَدَاءَ إِذْ حَضَرَ يَعْقُوبَ الْمَوْتُ إِذْ قَالَ لِبَنِيهِ مَا تَعْبُدُونَ مِنْ بَعْدِي قَالُوا نَعْبُدُ إِلَٰهَكَ وَإِلَٰهَ آبَائِكَ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ إِلَٰهًا وَاحِدًا وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ

    ნუთუ მომსწრენი იყავით იმისა, თუ როგორ ეახლა სიკვდილი იაღყუბს? მაშინ ჰკითხა მან თავის ძეთ: ვის სცემთ თაყვანს ჩემ შემდგომ? მიუგეს: შენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და ღმერთსა შენი წინაპრებისას: იბრაჰიმისას, ისმაილისას და ისჰაყისას, ერთადერთ ღვთაებას, და ჩვენ ვართ მუსლიმი (მორჩილნი) მისი.

    2:133
  14. تِلْكَ أُمَّةٌ قَدْ خَلَتْ ۖ لَهَا مَا كَسَبَتْ وَلَكُمْ مَا كَسَبْتُمْ ۖ وَلَا تُسْأَلُونَ عَمَّا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ესაა ხალხი აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ.

    2:134
  15. وَقَالُوا كُونُوا هُودًا أَوْ نَصَارَىٰ تَهْتَدُوا ۗ قُلْ بَلْ مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا ۖ وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    და თქვეს: იყავით იუდეველნი ან ქრისტიანნი, რომ ეწიოთ ჭეშმარიტებას. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): არა! იბრაჰიმის, ჰანიფის (ერთმორწმუნეობის, მონოთეიზმის) რწმენისა! და ის არ ყოფილა წარმართთაგანი.

    2:135
  16. قُولُوا آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ إِلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَمَا أُوتِيَ مُوسَىٰ وَعِيسَىٰ وَمَا أُوتِيَ النَّبِيُّونَ مِنْ رَبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ

    თქვი, რომ: „ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც მოგვევლინა ჩვენ, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ღისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი (მუსლიმი) ვართ მისი (ალლაჰისა).

    2:136
  17. فَإِنْ آمَنُوا بِمِثْلِ مَا آمَنْتُمْ بِهِ فَقَدِ اهْتَدَوْا ۖ وَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّمَا هُمْ فِي شِقَاقٍ ۖ فَسَيَكْفِيكَهُمُ اللَّهُ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    და თუ ეგენი ირწმუნებენ ისე, როგორც თქვენ ირწმუნეთ მისი (ალლაჰისა), უეჭველად, სწორ გზას ადგანან. და თუ ზურგი შეაქციეს, მაშინ ნამდვილად განდგომილნი არიან. ხოლო ალლაჰი საკმარისია შენთვის მათ წინაშე, და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.

    2:137
  18. صِبْغَةَ اللَّهِ ۖ وَمَنْ أَحْسَنُ مِنَ اللَّهِ صِبْغَةً ۖ وَنَحْنُ لَهُ عَابِدُونَ

    (და შენ უთხარი) ალლაჰის საღებავი! და ვის აქვს ალლაჰზე უკეთესი საღებავი? და ჩვენ მხოლოდ მას ვსცემთ თაყვანს.

    2:138
  19. قُلْ أَتُحَاجُّونَنَا فِي اللَّهِ وَهُوَ رَبُّنَا وَرَبُّكُمْ وَلَنَا أَعْمَالُنَا وَلَكُمْ أَعْمَالُكُمْ وَنَحْنُ لَهُ مُخْلِصُونَ

    უთხარი შენ (ო, მუჰამმედ)! განა შეგვეკამათებით ღმერთის გამო, როცა ის ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც? ჩვენი ნამოქმედარი ჩვენთვისაა და თქვენი ნამოქმედარი თქვენთვის, და ჩვენ ვართ მისადმი გულწრფელნი.

    2:139
  20. أَمْ تَقُولُونَ إِنَّ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطَ كَانُوا هُودًا أَوْ نَصَارَىٰ ۗ قُلْ أَأَنْتُمْ أَعْلَمُ أَمِ اللَّهُ ۗ وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ كَتَمَ شَهَادَةً عِنْدَهُ مِنَ اللَّهِ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ

    ან ამბობთ იმას, უთუოდ, იბრაჰიმი, ისმაილი, ისჰაყი და იაღყუბის შტოები იყვნენ იუდეველნი ან ქრისტიანი? უთხარი შენ (ო მუჰამმედ): თქვენ უკეთ იცით თუ ალლაჰმა? და ვინაა იმაზე უფრო ცოდვილი, ვინც დამალა მოწმეობა, რომელიც მასთანაა ალლაჰისაგან? და ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!

    2:140

თარგმანი: რეზო მიქელაძე