სურა 2 ბაყარა
-
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَمَاتُوا وَهُمْ كُفَّارٌ أُولَٰئِكَ عَلَيْهِمْ لَعْنَةُ اللَّهِ وَالْمَلَائِكَةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ისე მოკვდნენ, რომ ურწმუნოებად დარჩნენ, მათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ყველა ადამიანისა!
2:161 -
خَالِدِينَ فِيهَا ۖ لَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ الْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنْظَرُونَ
(ისინი) სამუდამოდ იქ დარჩებიან, არ შეუმსუბუქდებათ სასჯელი მათ და არ იქნებიან შეწყალებულნი (ვინმესგან).
2:162 -
وَإِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ الرَّحْمَٰنُ الرَّحِيمُ
და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია, არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, მოწყალისა, მწყალობელისა.
2:163 -
إِنَّ فِي خَلْقِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَاخْتِلَافِ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَالْفُلْكِ الَّتِي تَجْرِي فِي الْبَحْرِ بِمَا يَنْفَعُ النَّاسَ وَمَا أَنْزَلَ اللَّهُ مِنَ السَّمَاءِ مِنْ مَاءٍ فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا وَبَثَّ فِيهَا مِنْ كُلِّ دَابَّةٍ وَتَصْرِيفِ الرِّيَاحِ وَالسَّحَابِ الْمُسَخَّرِ بَيْنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
უეჭველად, ცათა და დადამიწის გაჩენაში, დღე-ღამის ცვლაში, და გემებში, ზღვით რომ მიმოაქვთ რაც ადამიანებს სჭირდებათ; და წყალში, რომელიც ალლაჰმა ცით მოავლინა და გააცოცხლა მიწა მისით სიკვდილის მერე და ყველანაირი ცხოველი მიმოფანტა მასზე; ქარების მონაცვლეობაში და მორჩილ ღრუბლებში, ცასა და მიწას შორის სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.
2:164 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَتَّخِذُ مِنْ دُونِ اللَّهِ أَنْدَادًا يُحِبُّونَهُمْ كَحُبِّ اللَّهِ ۖ وَالَّذِينَ آمَنُوا أَشَدُّ حُبًّا لِلَّهِ ۗ وَلَوْ يَرَى الَّذِينَ ظَلَمُوا إِذْ يَرَوْنَ الْعَذَابَ أَنَّ الْقُوَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا وَأَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعَذَابِ
ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი. ხოლო რომელთაც იწამეს, უფრო ძლიერ შეყვარებულნი არიან ალლაჰისადმი. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც ცოდვილია, დაინახონ სასჯელი და დარწმუნდნენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრი სასჯელის მომვლენია!
2:165 -
إِذْ تَبَرَّأَ الَّذِينَ اتُّبِعُوا مِنَ الَّذِينَ اتَّبَعُوا وَرَأَوُا الْعَذَابَ وَتَقَطَّعَتْ بِهِمُ الْأَسْبَابُ
მაშ, რომელთაც მიყვებოდნენ, ისინი იხილავენ წამებას და განერიდებიან იმათ, რომელთაც მიყვებოდნენ. და მათ შორის კავშირი გაწყდება.
2:166 -
وَقَالَ الَّذِينَ اتَّبَعُوا لَوْ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَتَبَرَّأَ مِنْهُمْ كَمَا تَبَرَّءُوا مِنَّا ۗ كَذَٰلِكَ يُرِيهِمُ اللَّهُ أَعْمَالَهُمْ حَسَرَاتٍ عَلَيْهِمْ ۖ وَمَا هُمْ بِخَارِجِينَ مِنَ النَّارِ
და თქვეს მათ, რომელნიც მიჰყვებოდნენ: ნეტავ შეგვეძლოს უკან დაბრუნება, რომ განვუდგეთ მათ, ისევე როგორც ეგენი განგვიდგნენ ჩვენ! ასე დაანახებს ალლაჰი მათ მათსავე დამღუპველ ნამოქმედარს, და ვერ დააღწევენ თავს ცეცხლსა ეგენი.
2:167 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ كُلُوا مِمَّا فِي الْأَرْضِ حَلَالًا طَيِّبًا وَلَا تَتَّبِعُوا خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ ۚ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ
ჰეი, ადამიანებო! ჭამეთ რაც არის ნებადართული და სუფთა ამ ქვეყანაზე და არ გაყვეთ ეშმაკის კვალთ, უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენი.
2:168 -
إِنَّمَا يَأْمُرُكُمْ بِالسُّوءِ وَالْفَحْشَاءِ وَأَنْ تَقُولُوا عَلَى اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
იგი გიბრძანებთ მხოლოდ ავსა და საზიზღარს, და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ უწყით.
2:169 -
وَإِذَا قِيلَ لَهُمُ اتَّبِعُوا مَا أَنْزَلَ اللَّهُ قَالُوا بَلْ نَتَّبِعُ مَا أَلْفَيْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا ۗ أَوَلَوْ كَانَ آبَاؤُهُمْ لَا يَعْقِلُونَ شَيْئًا وَلَا يَهْتَدُونَ
და როცა ეტყვიან მათ: მისდიეთ იმას, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინათ! პასუხობენ: არა, ჩვენ იმას მივდევთ, რაზეც ჩვენი მამები იდგნენ. და თუკი მათ მამებს არაფერი გაეგებოდათ და სწორი გზით არ მიდიოდნენ?!
2:170 -
وَمَثَلُ الَّذِينَ كَفَرُوا كَمَثَلِ الَّذِي يَنْعِقُ بِمَا لَا يَسْمَعُ إِلَّا دُعَاءً وَنِدَاءً ۚ صُمٌّ بُكْمٌ عُمْيٌ فَهُمْ لَا يَعْقِلُونَ
ისინი, რომელთაც უარყვეს, ჰგვანან იმას, რომელიც უყვირის, ვისაც ყვირილისა და შეძახილის მეტი არაფერი ესმის: ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან, ამიტომაც მათ განსჯის უნარი არ გააჩნიათ!
2:171 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُلُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا رَزَقْنَاكُمْ وَاشْكُرُوا لِلَّهِ إِنْ كُنْتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგი საზრდო მოგმადლეთ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს, თუკი თქვენ მხოლოდ მას სცემთ თაყვანს.
2:172 -
إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيْكُمُ الْمَيْتَةَ وَالدَّمَ وَلَحْمَ الْخِنْزِيرِ وَمَا أُهِلَّ بِهِ لِغَيْرِ اللَّهِ ۖ فَمَنِ اضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَلَا إِثْمَ عَلَيْهِ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
მან ხომ მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალათ თქვენ და ის, რაც დაიკლა ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად. ხოლო ის, ვინც იძულებული იყოს, და არ დაარღვევს (სხვის) უფლებას, და ზღვარს არ გადავა, არ იქნება ცოდვად მათთვის. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
2:173 -
إِنَّ الَّذِينَ يَكْتُمُونَ مَا أَنْزَلَ اللَّهُ مِنَ الْكِتَابِ وَيَشْتَرُونَ بِهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۙ أُولَٰئِكَ مَا يَأْكُلُونَ فِي بُطُونِهِمْ إِلَّا النَّارَ وَلَا يُكَلِّمُهُمُ اللَّهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَلَا يُزَكِّيهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
უეჭველად, რომელნიც ალლაჰის გარდმოვლენილი წიგნიდან რამეს მალავენ, და მცირე რამ ფასეულობას იყიდიან ამით, აი ისინი, რომელნიც მხოლოდ ცეცხლით ამოივსებენ მუცლებს. და არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი აღდგომის დღეს, და არ განწმენდს მათ, და მათთვისაა მწარე სასჯელი.
2:174 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ اشْتَرَوُا الضَّلَالَةَ بِالْهُدَىٰ وَالْعَذَابَ بِالْمَغْفِرَةِ ۚ فَمَا أَصْبَرَهُمْ عَلَى النَّارِ
აი ეგენი, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად ცდომილება იყიდეს, სასჯელი - მოწყალების ფასად. და რა გამძლენი არიან ეგენი ცეცხლისა!
2:175 -
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ نَزَّلَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ ۗ وَإِنَّ الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِي الْكِتَابِ لَفِي شِقَاقٍ بَعِيدٍ
ეს იმისთვის, რომ ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებითურთ და უეჭველად, რომელთაც უთანხმოება აქვთ წიგნის თაობაზე, ჭეშმარიტებისგან შორს, ღრმა განხეთქილებაში იმყოფებიან.
2:176 -
لَيْسَ الْبِرَّ أَنْ تُوَلُّوا وُجُوهَكُمْ قِبَلَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَالْمَلَائِكَةِ وَالْكِتَابِ وَالنَّبِيِّينَ وَآتَى الْمَالَ عَلَىٰ حُبِّهِ ذَوِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَالسَّائِلِينَ وَفِي الرِّقَابِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَالْمُوفُونَ بِعَهْدِهِمْ إِذَا عَاهَدُوا ۖ وَالصَّابِرِينَ فِي الْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ وَحِينَ الْبَأْسِ ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ صَدَقُوا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُتَّقُونَ
სიკეთე მარტოოდენ აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარეს სახის მოპყრობით არ შემოიფარგლება. არამედ სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები; უყვარს ქონება, მაგრამ მაინც ურიგებს ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, მოგზაურებს, მთხოვნელებსა და მონებს; ლოცვად დგება, ზექათს არიგებს, და ასრულებს პირობას, თუკი დებს მას; მოთმინებით იტანს უბედურებას, გასაჭირსა და განსაცდელს. სწორედ ეგენი არიან ერთგულნი და (ალლაჰის სასჯელისგან) დაცულნიც სწორედ ეგენი არიან.
2:177 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِصَاصُ فِي الْقَتْلَى ۖ الْحُرُّ بِالْحُرِّ وَالْعَبْدُ بِالْعَبْدِ وَالْأُنْثَىٰ بِالْأُنْثَىٰ ۚ فَمَنْ عُفِيَ لَهُ مِنْ أَخِيهِ شَيْءٌ فَاتِّبَاعٌ بِالْمَعْرُوفِ وَأَدَاءٌ إِلَيْهِ بِإِحْسَانٍ ۗ ذَٰلِكَ تَخْفِيفٌ مِنْ رَبِّكُمْ وَرَحْمَةٌ ۗ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის (ყისასი). თავისუფალი თავისუფალის წილ, და მონა მონის წილ, და ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც ეპატიოს რამე თავის (მოკლულის) ძმისაგან (ახლობლებისგან), წესისამებრ უნდა მოიქცეს იგი და აუნაზღაუროს კეთილად (გადაიხადოს დიეტი). ესაა შეღავათი თქვენი ღმერთისგან და წყალობა; და ვინც ზღვარს გადავიდეს, ამის მერე მწარე სასჯელი მიეზღოს მას!
2:178 -
وَلَكُمْ فِي الْقِصَاصِ حَيَاةٌ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
და სამაგიეროს გადახდაში სიცოცხლეა თქვენთვის, ჰეი, გონიერნო! ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.
2:179 -
كُتِبَ عَلَيْكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ إِنْ تَرَكَ خَيْرًا الْوَصِيَّةُ لِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُتَّقِينَ
სავალდებულო გახდა თქვენდა: როცა სიკვდილი ეწევა რომელიმე თქვენგანს და თუ რაიმე სიკეთეს (ქონებას) ტოვებს, მაშინ მშობლებსა და ახლობლებზე ანდერძი, წესისამებრ, ერთგვარი ვალია ღვთისმოშიშებზე.
2:180
თარგმანი: რეზო მიქელაძე