სურა 2 ბაყარა
-
يَا أَيُّهَا النَّاسُ اعْبُدُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
ჰეი, ადამიანნო! თაყვანი ეცით ღმერთსა თქვენსა, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და თქვენ უწინარეს ვინც იყო! ამგვარად, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.
2:21 -
الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ فِرَاشًا وَالسَّمَاءَ بِنَاءً وَأَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجَ بِهِ مِنَ الثَّمَرَاتِ رِزْقًا لَكُمْ ۖ فَلَا تَجْعَلُوا لِلَّهِ أَنْدَادًا وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ
რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი!
2:22 -
وَإِنْ كُنْتُمْ فِي رَيْبٍ مِمَّا نَزَّلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا فَأْتُوا بِسُورَةٍ مِنْ مِثْلِهِ وَادْعُوا شُهَدَاءَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი.
2:23 -
فَإِنْ لَمْ تَفْعَلُوا وَلَنْ تَفْعَلُوا فَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي وَقُودُهَا النَّاسُ وَالْحِجَارَةُ ۖ أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ
რომ ვერ შექმნათ და ვერც ვერასდროს შექმნით, მაშინ იმ ცეცხლისა გეშინოდეთ, რომელიც ურწმუნოთათვის არის გამზადებული და რომლის საწვავი ქვები და ადამიანებია.
2:24 -
وَبَشِّرِ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ كُلَّمَا رُزِقُوا مِنْهَا مِنْ ثَمَرَةٍ رِزْقًا ۙ قَالُوا هَٰذَا الَّذِي رُزِقْنَا مِنْ قَبْلُ ۖ وَأُتُوا بِهِ مُتَشَابِهًا ۖ وَلَهُمْ فِيهَا أَزْوَاجٌ مُطَهَّرَةٌ ۖ وَهُمْ فِيهَا خَالِدُونَ
რომელთაც ირწმუნეს და ჰქმეს სიკეთენი, ახარე მათ სამოთხენი, რომლის ძირს მოედინება მდინარეები და ყოველთვის, როცა იქ მათ რაიმე ნაყოფი საზრდოდ ებოძებათ, იტყვიან: ეს ისაა, რაც წინათ დედამიწაზე მოგვეცა. თუმცა ის იგივე არ არის, მხოლოდ მსგავსი მიერთვა მათ. იქ მათ ელოდებათ უმწიკვლო მეუღლეები, და იქ ისინი სამუდამოდ დამკვიდრდებიან.
2:25 -
إِنَّ اللَّهَ لَا يَسْتَحْيِي أَنْ يَضْرِبَ مَثَلًا مَا بَعُوضَةً فَمَا فَوْقَهَا ۚ فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا فَيَعْلَمُونَ أَنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا فَيَقُولُونَ مَاذَا أَرَادَ اللَّهُ بِهَٰذَا مَثَلًا ۘ يُضِلُّ بِهِ كَثِيرًا وَيَهْدِي بِهِ كَثِيرًا ۚ وَمَا يُضِلُّ بِهِ إِلَّا الْفَاسِقِينَ
უეჭველად, ალლაჰი არ წუხდება ჭეშმარიტების ახსნისათვის მაგალითად კოღო რომ მოიტანოს ან თუნდაც მასზე პატარა (მწერი). მორწმუნეებმა იციან, რომ ეს ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. ხოლო ურწმუნონი იტყვიან: რა ნებავდა ალლაჰს ამ იგავით? თუმცა ამით ალლაჰი საგონებელში ჩააგდებს ბევრს და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს ბევრს. მხოლოდ მეამბოხე ცოდვილებს უბნევს გზაკვალს.
2:26 -
الَّذِينَ يَنْقُضُونَ عَهْدَ اللَّهِ مِنْ بَعْدِ مِيثَاقِهِ وَيَقْطَعُونَ مَا أَمَرَ اللَّهُ بِهِ أَنْ يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ
აი ისინი (მეამბოხე ცოდვილნი - ფასიყები), რომელნიც ალლაჰზე მიცემულ აღთქმას დაარღვევენ, გაწყვიტავენ იმ ურთიერთკავშირს, რომელიც ალლაჰის ნებაა და იწვევენ დედამიწაზე არეულობასა და უზნეობას. აი, ეგენი არიან, ჭეშმარიტად, წაგებულნი.
2:27 -
كَيْفَ تَكْفُرُونَ بِاللَّهِ وَكُنْتُمْ أَمْوَاتًا فَأَحْيَاكُمْ ۖ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ
(ჰეი, ურწმუნოებო!) როგორ უარყობთ ალლაჰს? მკდარნი იყავით და მან გაგაცოცხლათ, მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ, და ბოლოს კვლავ მის წინაშე წარსდგებით!
2:28 -
هُوَ الَّذِي خَلَقَ لَكُمْ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ اسْتَوَىٰ إِلَى السَّمَاءِ فَسَوَّاهُنَّ سَبْعَ سَمَاوَاتٍ ۚ وَهُوَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
იგია, რომელმაც ყოველივე თქვენთვის გააჩინა, რაცაა მიწაზე, შემდგომ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო და გამოსახა შვიდ ცად მყარი წყობილება. იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.
2:29 -
وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَائِكَةِ إِنِّي جَاعِلٌ فِي الْأَرْضِ خَلِيفَةً ۖ قَالُوا أَتَجْعَلُ فِيهَا مَنْ يُفْسِدُ فِيهَا وَيَسْفِكُ الدِّمَاءَ وَنَحْنُ نُسَبِّحُ بِحَمْدِكَ وَنُقَدِّسُ لَكَ ۖ قَالَ إِنِّي أَعْلَمُ مَا لَا تَعْلَمُونَ
აკი, უთხრა უფალმა შენმა ანგელოზებს: ხალიფა (ნაცვალი) უნდა დავადგინო დედამიწაზე. ანგელოზებმა უპასუხეს: ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი ქმნილება უნდა დაადგინო? როცა ჩვენ გამუდმებით გადიდებთ, თაყვანს გცემთ და სიწმინდეს ვაღიარებთ შენსას?! ბრძანა (ალლაჰმა): ვიცი მე, რაც არ იცით თქვენ!
2:30 -
وَعَلَّمَ آدَمَ الْأَسْمَاءَ كُلَّهَا ثُمَّ عَرَضَهُمْ عَلَى الْمَلَائِكَةِ فَقَالَ أَنْبِئُونِي بِأَسْمَاءِ هَٰؤُلَاءِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ანგელოზებს ისინი და უთხრა: მაცნეთ აბა, ამათი სახელები, თუკი ხართ მართალნი.
2:31 -
قَالُوا سُبْحَانَكَ لَا عِلْمَ لَنَا إِلَّا مَا عَلَّمْتَنَا ۖ إِنَّكَ أَنْتَ الْعَلِيمُ الْحَكِيمُ
მიუგეს (ანგელოზებმა): დიდება შენდა! რაც შენ გვასწავლე, სხვა რამ ცოდნა არა გვაქვს ჩვენ. უეჭველად, შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი!
2:32 -
قَالَ يَا آدَمُ أَنْبِئْهُمْ بِأَسْمَائِهِمْ ۖ فَلَمَّا أَنْبَأَهُمْ بِأَسْمَائِهِمْ قَالَ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ إِنِّي أَعْلَمُ غَيْبَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَأَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا كُنْتُمْ تَكْتُمُونَ
უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, ადამ, ამცნე მათ ამათი სახელები! “ და როცა ამცნო ანგელოზებს იმათი სახელები, თქვა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, რომ ვუწყი დაფარულს ცითა და ქვეყნისას და ვუწყი რასაც ამჟღავნებთ და მალავთ?“
2:33 -
وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ أَبَىٰ وَاسْتَكْبَرَ وَكَانَ مِنَ الْكَافِرِينَ
და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „პირქვე დაემხეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდეზე განერთხნენ, გარდა იბლისისა, რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.
2:34 -
وَقُلْنَا يَا آدَمُ اسْكُنْ أَنْتَ وَزَوْجُكَ الْجَنَّةَ وَكُلَا مِنْهَا رَغَدًا حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَٰذِهِ الشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ الظَّالِمِينَ
ჩვენ ვუთხარით: ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ, რომ არ გახდეთ უსამართლონი (თორემ ცოდვილნი გახდებით).
2:35 -
فَأَزَلَّهُمَا الشَّيْطَانُ عَنْهَا فَأَخْرَجَهُمَا مِمَّا كَانَا فِيهِ ۖ وَقُلْنَا اهْبِطُوا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ ۖ وَلَكُمْ فِي الْأَرْضِ مُسْتَقَرٌّ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ
ეშმაკმა ფეხი დააცდენინა (ორივეს) და გამოყარა იქიდან, სადაც იყვნენ. და ჩვენ ვუბრძანეთ: დაეშვით (დედამიწაზე), მტრებად მოქცეულნი ერთმანეთისთვის! თქვენი ადგილი მიწაზეა, დროებითი საცხოვრებლით და სარჩო-საბადებელით.
2:36 -
فَتَلَقَّىٰ آدَمُ مِنْ رَبِّهِ كَلِمَاتٍ فَتَابَ عَلَيْهِ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
შემდეგ შეისწავლა ადამმა თავისი ღმერთისგან სიტყვები, ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა, უეჭველად ის, სწორედ იგია შემნდობი და მწყალობელი.
2:37 -
قُلْنَا اهْبِطُوا مِنْهَا جَمِيعًا ۖ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ مِنِّي هُدًى فَمَنْ تَبِعَ هُدَايَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჩვენ ვუთხარით: აქედან ყველა ერთად (დაბლა) დაეშვით! უთუოდ მოგევლინებათ ჩემგან გზა ჭეშმარიტი. მაშ, ვინც გაჰყვეს ჩემს გზას ჭეშმარიტს, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი.
2:38 -
وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და რომელთაც უარყვეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ცეცხლის ბინადარნი არიან ეგენი, იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი.
2:39 -
يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اذْكُرُوا نِعْمَتِيَ الَّتِي أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَوْفُوا بِعَهْدِي أُوفِ بِعَهْدِكُمْ وَإِيَّايَ فَارْهَبُونِ
ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც თქვენზე გავიღე და შეასრულეთ ჩემი აღთქმა, მაშინ მეც შეგისრულებ თქვენს აღთქმას, და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.
2:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე