სურა 2 ბაყარა

  1. وَلَمَّا جَاءَهُمْ رَسُولٌ مِنْ عِنْدِ اللَّهِ مُصَدِّقٌ لِمَا مَعَهُمْ نَبَذَ فَرِيقٌ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ كِتَابَ اللَّهِ وَرَاءَ ظُهُورِهِمْ كَأَنَّهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და როცა მოევლინა მათ ალლაჰისგან შუამავალი, დასტურად იმისა (თორასი), რაც მათთან იყო, ზოგიერთმა, რომელთაც ღვთიური წიგნი ჰქონდათ ნაბოძები, ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი (თორა და ყურანი), ვითომდა არ უწყოდნენ მის შესახებ.

    2:101
  2. وَاتَّبَعُوا مَا تَتْلُو الشَّيَاطِينُ عَلَىٰ مُلْكِ سُلَيْمَانَ ۖ وَمَا كَفَرَ سُلَيْمَانُ وَلَٰكِنَّ الشَّيَاطِينَ كَفَرُوا يُعَلِّمُونَ النَّاسَ السِّحْرَ وَمَا أُنْزِلَ عَلَى الْمَلَكَيْنِ بِبَابِلَ هَارُوتَ وَمَارُوتَ ۚ وَمَا يُعَلِّمَانِ مِنْ أَحَدٍ حَتَّىٰ يَقُولَا إِنَّمَا نَحْنُ فِتْنَةٌ فَلَا تَكْفُرْ ۖ فَيَتَعَلَّمُونَ مِنْهُمَا مَا يُفَرِّقُونَ بِهِ بَيْنَ الْمَرْءِ وَزَوْجِهِ ۚ وَمَا هُمْ بِضَارِّينَ بِهِ مِنْ أَحَدٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ وَيَتَعَلَّمُونَ مَا يَضُرُّهُمْ وَلَا يَنْفَعُهُمْ ۚ وَلَقَدْ عَلِمُوا لَمَنِ اشْتَرَاهُ مَا لَهُ فِي الْآخِرَةِ مِنْ خَلَاقٍ ۚ وَلَبِئْسَ مَا شَرَوْا بِهِ أَنْفُسَهُمْ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    და გაჰყვნენ ისინი იმას, რასაც ეშმაკები ჩააგონებდნენ სულეიმანის სამეფოს წინააღმდეგ. სულეიმანი ურწმუნო არ ყოფილა, მაგრამ ეშმაკები იყვნენ ურჯულონი. ასწავლიდნენ ხალხს ჯადოსნობას და იმას, რაც ზემოევლინა ორივე ანგელოზს ბაბილონში, ჰარუთსა და მარუთს. მაგრამ ეს ორი ისე არ ასწავლიდა ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენ ვართ ცდუნება (გამოცდა თქვენთვის), (ჯადოსნობის შესწავლით) არ იქმნათ ურწმუნონი! და სწავლობდნენ (ადამიანები) მათგან როგორ გაეყარათ ერთმანეთისგან ცოლ-ქმარი, მაგრამ ამით (ჯადოსნობით) ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, თუ არა ალლაჰის ნება. და სწავლობდნენ იმას, რაც ავნებდა და არ გამოადგებოდა მათ; იცოდნენ ისიც, რომ ვინც ამას ასწავლის, წილი არ ექნება სასუფეველში. და რა ცუდია ის, რაზეც თავიანთი სული გაყიდეს, ნეტავ სცოდნოდათ!...

    2:102
  3. وَلَوْ أَنَّهُمْ آمَنُوا وَاتَّقَوْا لَمَثُوبَةٌ مِنْ عِنْدِ اللَّهِ خَيْرٌ ۖ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    და რომ ერწმუნათ და ღვთისმოშიშნი ყოფილიყვნენ, უეჭველად, ალლაჰისგან ჯილდო უკეთესი ექნებოდათ, ნეტავ სცოდნოდათ!

    2:103
  4. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقُولُوا رَاعِنَا وَقُولُوا انْظُرْنَا وَاسْمَعُوا ۗ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ أَلِيمٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ თქვათ: „დაგვიფარე ჩვენ!“ არამედ თქვით: „მოგვხედე ჩვენ!“ და შეისმინეთ, რომ ურწმუნოთათვისაა (გამზადებული) მწარე სასჯელი!

    2:104
  5. مَا يَوَدُّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ وَلَا الْمُشْرِكِينَ أَنْ يُنَزَّلَ عَلَيْكُمْ مِنْ خَيْرٍ مِنْ رَبِّكُمْ ۗ وَاللَّهُ يَخْتَصُّ بِرَحْمَتِهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ

    არ ისურვებდნენ, ისინი ვინც ურწმუნო იყო წიგნის მფლობელთაგან და არც წარმართნი (კერპთაყვანისმცემლები), რომ ზეგარდმოვიდეს თქვენზე ღმერთის სიკეთე. მაგრამ ალლაჰი ანიჭებს თავის წყალობას იმას, ინებებს ვისაც. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!

    2:105
  6. مَا نَنْسَخْ مِنْ آيَةٍ أَوْ نُنْسِهَا نَأْتِ بِخَيْرٍ مِنْهَا أَوْ مِثْلِهَا ۗ أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ჩვენ სანამ არ მოვიტანთ მასზე უკეთეს ან მსგავსს მისსას, არც ერთ აიათს არც ვაუქმებთ და არცა ვავიწყებთ, განა არ იცით, რომ უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა?!

    2:106
  7. أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ

    განა არ იცით, რომ ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის მეუფება და არა გყავთ თქვენ არც მოყვასი და არცა შემწე, ალლაჰის გარდა?

    2:107
  8. أَمْ تُرِيدُونَ أَنْ تَسْأَلُوا رَسُولَكُمْ كَمَا سُئِلَ مُوسَىٰ مِنْ قَبْلُ ۗ وَمَنْ يَتَبَدَّلِ الْكُفْرَ بِالْإِيمَانِ فَقَدْ ضَلَّ سَوَاءَ السَّبِيلِ

    ნუთუ ის გინდათ თქვენ, რომ დაკითხოთ თქვენი შუამავალი ისე, როგორც მუსა იქნა დაკითხული წინათ? და ვინც რწმენა ურწმუნოებაზე გაცვალოს, უეჭველად, სწორი გზა დაკარგოს მან.

    2:108
  9. وَدَّ كَثِيرٌ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَوْ يَرُدُّونَكُمْ مِنْ بَعْدِ إِيمَانِكُمْ كُفَّارًا حَسَدًا مِنْ عِنْدِ أَنْفُسِهِمْ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمُ الْحَقُّ ۖ فَاعْفُوا وَاصْفَحُوا حَتَّىٰ يَأْتِيَ اللَّهُ بِأَمْرِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    იმ შურის გამო, სულში რომ ჩაუბუდდათ მას მერე, რაც ჭეშმარიტება განეცხადა, ბევრნი მოისურვებენ წიგნის მფლობელთაგან, ისევ გაქციონ ურწმუნოებად თქვენი რწმენის შემდგომ. ხოლო მიუტევეთ თქვენ და გაეცალეთ, ვიდრე ალლაჰი არ მოავლენს მათთვის ბრძანებას. ალლაჰი, უეჭველად, ყოვლისშემძლეა!

    2:109
  10. وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ ۚ وَمَا تُقَدِّمُوا لِأَنْفُسِكُمْ مِنْ خَيْرٍ تَجِدُوهُ عِنْدَ اللَّهِ ۗ إِنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    ლოცვად დადექით (შეასრულეთ), ზექათი გაეცით და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან. უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!

    2:110
  11. وَقَالُوا لَنْ يَدْخُلَ الْجَنَّةَ إِلَّا مَنْ كَانَ هُودًا أَوْ نَصَارَىٰ ۗ تِلْكَ أَمَانِيُّهُمْ ۗ قُلْ هَاتُوا بُرْهَانَكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    და თქვეს: „ვერავინ და ვერასოდეს შევა სამოთხეში იუდეველთა და ქრისტიანთა გარდა.“ ეს მათი ოცნებებია. უთხარი: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, თუ თქვენ მართალნი ხართ!

    2:111
  12. بَلَىٰ مَنْ أَسْلَمَ وَجْهَهُ لِلَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ فَلَهُ أَجْرُهُ عِنْدَ رَبِّهِ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    სულაც არა! ვინც გულწრფელად დაემორჩილა ალლაჰს და კეთილისმყოფელია, მაშინ მისთვისაა ჯილდო ღვთის წინაშე, და არცა შიში ჰქონდეთ და არცა მწუხარება.

    2:112
  13. وَقَالَتِ الْيَهُودُ لَيْسَتِ النَّصَارَىٰ عَلَىٰ شَيْءٍ وَقَالَتِ النَّصَارَىٰ لَيْسَتِ الْيَهُودُ عَلَىٰ شَيْءٍ وَهُمْ يَتْلُونَ الْكِتَابَ ۗ كَذَٰلِكَ قَالَ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ مِثْلَ قَوْلِهِمْ ۚ فَاللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    და ამბობენ იუდეველნი: არაფერზე დგანან ქრისტიანნი! ქრისტიანები კი ამბობენ: არაფერზე დგანან იუდეველნი! არადა წიგნს კითხულობენ. იგივეს იმეორებენ ისინი, რომელნიც (ჭესმარიტებას) არ უწყიან. ალლაჰი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ.

    2:113
  14. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ مَنَعَ مَسَاجِدَ اللَّهِ أَنْ يُذْكَرَ فِيهَا اسْمُهُ وَسَعَىٰ فِي خَرَابِهَا ۚ أُولَٰئِكَ مَا كَانَ لَهُمْ أَنْ يَدْخُلُوهَا إِلَّا خَائِفِينَ ۚ لَهُمْ فِي الدُّنْيَا خِزْيٌ وَلَهُمْ فِي الْآخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ

    და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალლაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების) განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს!

    2:114
  15. وَلِلَّهِ الْمَشْرِقُ وَالْمَغْرِبُ ۚ فَأَيْنَمَا تُوَلُّوا فَثَمَّ وَجْهُ اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც და საითაც არ უნდა შეტრიალდეთ, ისაა მორჩილებისა და მსახურების მხარე ალლაჰისადმი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.

    2:115
  16. وَقَالُوا اتَّخَذَ اللَّهُ وَلَدًا ۗ سُبْحَانَهُ ۖ بَلْ لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ كُلٌّ لَهُ قَانِتُونَ

    და თქვეს: ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო). დიდება მას! უეჭველად, მას ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა! ყოველივე მორჩილებს მას!

    2:116
  17. بَدِيعُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ وَإِذَا قَضَىٰ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُنْ فَيَكُونُ

    იგია ცათა და ქვეყნის გამჩენი და თუ რამ განიზრახა, საკმარისია უთხრას მას: იქმენ! და უმალ იქმნება!

    2:117
  18. وَقَالَ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ لَوْلَا يُكَلِّمُنَا اللَّهُ أَوْ تَأْتِينَا آيَةٌ ۗ كَذَٰلِكَ قَالَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ مِثْلَ قَوْلِهِمْ ۘ تَشَابَهَتْ قُلُوبُهُمْ ۗ قَدْ بَيَّنَّا الْآيَاتِ لِقَوْمٍ يُوقِنُونَ

    ამბობენ ისინი, რომელნიც არ უწყიან (ჭეშმარიტებას): ნეტავ დაგვლაპარაკებოდა ალლაჰი ან რაიმე სასწაული მოგვსლოდაო. ასე ამბობდნენ, მსგავსად მათი სიტყვებისა, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. და რამდენად დაემგვანა მათი გულები ერთმანეთს?! ჩვენ უკვე ცხადვყავით სასწაულნი ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვოდა.

    2:118
  19. إِنَّا أَرْسَلْنَاكَ بِالْحَقِّ بَشِيرًا وَنَذِيرًا ۖ وَلَا تُسْأَلُ عَنْ أَصْحَابِ الْجَحِيمِ

    უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ შენ ჭეშმარიტებითურთ მახარობლად და შემგონებლად. და შენ არ მოგეკითხება ჯოჯოხეთის ბინადართაგან.

    2:119
  20. وَلَنْ تَرْضَىٰ عَنْكَ الْيَهُودُ وَلَا النَّصَارَىٰ حَتَّىٰ تَتَّبِعَ مِلَّتَهُمْ ۗ قُلْ إِنَّ هُدَى اللَّهِ هُوَ الْهُدَىٰ ۗ وَلَئِنِ اتَّبَعْتَ أَهْوَاءَهُمْ بَعْدَ الَّذِي جَاءَكَ مِنَ الْعِلْمِ ۙ مَا لَكَ مِنَ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ

    და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): უეჭველად, ალლაჰის გზა ესაა გზა ჭეშმარიტი. ხოლო თუ იმათ ვნებებს აჰყვები იმის შემდგომ, რაც ცოდნა მოგევლინა, მაშინ ვერც მფარველს და ვერც შემწეს ვერ ეღირსები (ნახავ) ალლაჰისგან.

    2:120

თარგმანი: რეზო მიქელაძე