მუსხაფი, გვერდი 15
-
قُلْ إِنْ كَانَتْ لَكُمُ الدَّارُ الْآخِرَةُ عِنْدَ اللَّهِ خَالِصَةً مِنْ دُونِ النَّاسِ فَتَمَنَّوُا الْمَوْتَ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
უთხარი შენ: თუ მომავალი სასუფეველი ალლაჰთან მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, სხვა დანარჩენი ხალხის გარეშე, და თუკი მართალნი ხართ, სიკვდილი ინატრეთ!
2:94 -
وَلَنْ يَتَمَنَّوْهُ أَبَدًا بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ
და ვერ ინატრებენ ამას (სიკვდილს) ისინი იმის გამო, რაც უქმნიათ მათ ხელებს. უეჭველად, ალლაჰი უწყის ცოდვილთ!
2:95 -
وَلَتَجِدَنَّهُمْ أَحْرَصَ النَّاسِ عَلَىٰ حَيَاةٍ وَمِنَ الَّذِينَ أَشْرَكُوا ۚ يَوَدُّ أَحَدُهُمْ لَوْ يُعَمَّرُ أَلْفَ سَنَةٍ وَمَا هُوَ بِمُزَحْزِحِهِ مِنَ الْعَذَابِ أَنْ يُعَمَّرَ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ
დიახაც, შენ იხილავ, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დახარბებულნი სიცოცხლეზე, სხვა ადამიანებთან შედარებით; წარმართებზე მეტადაც კი. თითოეულ მათგანს სურს იცოცხლოს ათას წელს; და თუნდაც იცოცხლოს, მაინც არ იქნება ის ტანჯვისაგან მისი მხსნელი. და ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან!
2:96 -
قُلْ مَنْ كَانَ عَدُوًّا لِجِبْرِيلَ فَإِنَّهُ نَزَّلَهُ عَلَىٰ قَلْبِكَ بِإِذْنِ اللَّهِ مُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهِ وَهُدًى وَبُشْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ
უთხარი შენ: ვინც მტრობს ჯებრაილს, უეჭველად, მან ზემოუვლინა ის შენს გულს ალლაჰის ნებით. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მანამდე, გზად ჭეშმარიტად და ხარებად მორწმუნეთათვის.
2:97 -
مَنْ كَانَ عَدُوًّا لِلَّهِ وَمَلَائِكَتِهِ وَرُسُلِهِ وَجِبْرِيلَ وَمِيكَالَ فَإِنَّ اللَّهَ عَدُوٌّ لِلْكَافِرِينَ
ვინც მტერია ხოლმე ალლაჰის, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯებრაილისა და მიქაილის, უეჭველად, ალლაჰიც მტერია (მათთვის) ურწმუნოთათვის!
2:98 -
وَلَقَدْ أَنْزَلْنَا إِلَيْكَ آيَاتٍ بَيِّنَاتٍ ۖ وَمَا يَكْفُرُ بِهَا إِلَّا الْفَاسِقُونَ
უეჭველად, ჩვენ ზემოგივლინეთ ცხადი აიათები და მხოლოდ მეამბოხე ცოდვილნი არ ირწმუნებენ მათ.
2:99 -
أَوَكُلَّمَا عَاهَدُوا عَهْدًا نَبَذَهُ فَرِيقٌ مِنْهُمْ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يُؤْمِنُونَ
და როცა ყოველთვის აღთქმას დებდნენ, განა არ დაარღვია ის მათგან ერთმა ნაწილმა? დიახ, უმეტესი ნაწილი მათგან ურწმუნოა!
2:100 -
وَلَمَّا جَاءَهُمْ رَسُولٌ مِنْ عِنْدِ اللَّهِ مُصَدِّقٌ لِمَا مَعَهُمْ نَبَذَ فَرِيقٌ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ كِتَابَ اللَّهِ وَرَاءَ ظُهُورِهِمْ كَأَنَّهُمْ لَا يَعْلَمُونَ
და როცა მოევლინა მათ ალლაჰისგან შუამავალი, დასტურად იმისა (თორასი), რაც მათთან იყო, ზოგიერთმა, რომელთაც ღვთიური წიგნი ჰქონდათ ნაბოძები, ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი (თორა და ყურანი), ვითომდა არ უწყოდნენ მის შესახებ.
2:101
თარგმანი: რეზო მიქელაძე