მუსხაფი, გვერდი 38
-
وَالَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنْكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَاجًا يَتَرَبَّصْنَ بِأَنْفُسِهِنَّ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍ وَعَشْرًا ۖ فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا فَعَلْنَ فِي أَنْفُسِهِنَّ بِالْمَعْرُوفِ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დატოვებენ ცოლებს, მათ უნდა მოიცადონ ოთხი თვე და ათი დღე. როცა ამ ვადას მიაღწევენ, ცოდვად არ გეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ წესისამებრ. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
2:234 -
وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُمْ بِهِ مِنْ خِطْبَةِ النِّسَاءِ أَوْ أَكْنَنْتُمْ فِي أَنْفُسِكُمْ ۚ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَٰكِنْ لَا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّا أَنْ تَقُولُوا قَوْلًا مَعْرُوفًا ۚ وَلَا تَعْزِمُوا عُقْدَةَ النِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْكِتَابُ أَجَلَهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي أَنْفُسِكُمْ فَاحْذَرُوهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ
(ქალები, რომელნიც ელოდებიან ვადას) ცოდვად არ ითვლება, თუ ხელს სთხოვთ (ამ) ქალს ან გულში განიზრახავთ. ალლაჰმა იცის, რომ გაიხსენებთ მათ. და არ შეეთანხმოთ მათ ფარულად, მხოლოდ წესისამებრ დაელაპარაკეთ. და არ გაბედოთ საქორწინო კავშირი, ვიდრე სავალდებულოდ დაწესებული ვადა არ გავა. იცოდეთ, ალლაჰმა იცის თქვენი გულისნადები და უფრთხილდით მას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია.
2:235 -
لَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِنْ طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ مَا لَمْ تَمَسُّوهُنَّ أَوْ تَفْرِضُوا لَهُنَّ فَرِيضَةً ۚ وَمَتِّعُوهُنَّ عَلَى الْمُوسِعِ قَدَرُهُ وَعَلَى الْمُقْتِرِ قَدَرُهُ مَتَاعًا بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُحْسِنِينَ
ცოდვად არ გეთვლებათ თუ გაეყრებით ქალს, რომელსაც ჯერ არ შეხებიხართ ან ჯერ არ გიკისრიათ რაიმე ვალდებულება (არ განგისაზღვრავთ ურვადი). მიეცით მათ წესისამებრ სარგებლობაში შეძლებულებმაც და ღარიბებმაც შეძლებისდაგვარად, რაც სავალდებულოა სიკეთისმქმნელთათვის.
2:236 -
وَإِنْ طَلَّقْتُمُوهُنَّ مِنْ قَبْلِ أَنْ تَمَسُّوهُنَّ وَقَدْ فَرَضْتُمْ لَهُنَّ فَرِيضَةً فَنِصْفُ مَا فَرَضْتُمْ إِلَّا أَنْ يَعْفُونَ أَوْ يَعْفُوَ الَّذِي بِيَدِهِ عُقْدَةُ النِّكَاحِ ۚ وَأَنْ تَعْفُوا أَقْرَبُ لِلتَّقْوَىٰ ۚ وَلَا تَنْسَوُا الْفَضْلَ بَيْنَكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
და თუ გაეყრებით იქამდე, სანამ შეეხებოდეთ მათ, და უკვე ვალდებულება ნაკისრი გაქვთ (ურვადი განსაზღვრული გაქვთ), მაშინ (მიეცით) მათ ნახევარი იმისა, რაც დაგეკისრათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი დათმობთ თქვენ ან ისინი, ვის ხელთაცაა საქორწინო ხელშეკრულება. და რომ დათმოთ თქვენ (ქმრებმა) ეს უფრო ახლოა ღვთისმოსავობასთან. და არ დაივიწყოთ ურთიერთპატივისცემა. უეჭველად, მხილველია ალლაჰი, რასაც აკეთებთ!
2:237
თარგმანი: რეზო მიქელაძე