მუსხაფი, გვერდი 37

  1. وَإِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ سَرِّحُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ ۚ وَلَا تُمْسِكُوهُنَّ ضِرَارًا لِتَعْتَدُوا ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُ ۚ وَلَا تَتَّخِذُوا آيَاتِ اللَّهِ هُزُوًا ۚ وَاذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَمَا أَنْزَلَ عَلَيْكُمْ مِنَ الْكِتَابِ وَالْحِكْمَةِ يَعِظُكُمْ بِهِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    და თუ გაეყარეთ ცოლებს, რომელთაც დაასრულეს თავიანთი ვადა, ან დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაუშვით წესისამებრ; და არ დატოვოთ ძალით, არ დაჩაგროთ. ხოლო თუ ვინმე ასე მოიქცევა, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. ნუ ეხუმრებით ალლაჰის აიათებს, გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი და ის, რაც მან მოგივლინათ წიგნიდან და სიბრძნიდან, რათა შეეგონებინეთ თქვენ მათი მეშვეობით; გეშინოდეთ ალლაჰისა, და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

    2:231
  2. وَإِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا تَعْضُلُوهُنَّ أَنْ يَنْكِحْنَ أَزْوَاجَهُنَّ إِذَا تَرَاضَوْا بَيْنَهُمْ بِالْمَعْرُوفِ ۗ ذَٰلِكَ يُوعَظُ بِهِ مَنْ كَانَ مِنْكُمْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۗ ذَٰلِكُمْ أَزْكَىٰ لَكُمْ وَأَطْهَرُ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ

    და თუ გაეყარეთ ცოლებს და მათ დაასრულეს თავიანთი ვადა, წინ არ აღუდგეთ მათ გათხოვებას თავიანთ ქმრებზე, თუკი ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთში წესისამებრ. სწორედ ესაა შეგონება თქვენი, ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ესაა თქვენთვის ყველაზე ღირსეული და წმინდა. უეჭველად, ალლაჰი უწყის, და არ იცით თქვენ!

    2:232
  3. وَالْوَالِدَاتُ يُرْضِعْنَ أَوْلَادَهُنَّ حَوْلَيْنِ كَامِلَيْنِ ۖ لِمَنْ أَرَادَ أَنْ يُتِمَّ الرَّضَاعَةَ ۚ وَعَلَى الْمَوْلُودِ لَهُ رِزْقُهُنَّ وَكِسْوَتُهُنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ لَا تُكَلَّفُ نَفْسٌ إِلَّا وُسْعَهَا ۚ لَا تُضَارَّ وَالِدَةٌ بِوَلَدِهَا وَلَا مَوْلُودٌ لَهُ بِوَلَدِهِ ۚ وَعَلَى الْوَارِثِ مِثْلُ ذَٰلِكَ ۗ فَإِنْ أَرَادَا فِصَالًا عَنْ تَرَاضٍ مِنْهُمَا وَتَشَاوُرٍ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا ۗ وَإِنْ أَرَدْتُمْ أَنْ تَسْتَرْضِعُوا أَوْلَادَكُمْ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِذَا سَلَّمْتُمْ مَا آتَيْتُمْ بِالْمَعْرُوفِ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    დედა აწოვებს ძუძუს სრულ ორ წელს. ეს იმათთვის, ვისაც უნდა დაასრულოს შვილების ძუძუთი კვება. მათ კი (კაცებს), ვისაც შვილი შეეძინებათ, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ. არ ეკისრება არავის იმაზე მეტი, რაც შეუძლიათ. არც დედას ევნოს და არც მამას, რომელსაც შვილი შეეძინა. მემკვიდრეებსაც იგივე მოპყრობა. და თუკი მოისურვებენ თავი დაანებებინონ ძუძუთი კვებას, შეთანხმდნენ და მოითათბირონ, ცოდვად არ ჩაეთვლებათ არც ერთს. თუ მოინდომებთ მეძუძურ ქალს გამოაკვებინოთ თქვენი შვილები, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ თუ მისცემთ იმას, რაც მისაცემია წესისამებრ. და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!

    2:233

თარგმანი: რეზო მიქელაძე