სურა 2 ბაყარა, აიათი 235

  1. وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُمْ بِهِ مِنْ خِطْبَةِ النِّسَاءِ أَوْ أَكْنَنْتُمْ فِي أَنْفُسِكُمْ ۚ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَٰكِنْ لَا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّا أَنْ تَقُولُوا قَوْلًا مَعْرُوفًا ۚ وَلَا تَعْزِمُوا عُقْدَةَ النِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْكِتَابُ أَجَلَهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي أَنْفُسِكُمْ فَاحْذَرُوهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ

    (ქალები, რომელნიც ელოდებიან ვადას) ცოდვად არ ითვლება, თუ ხელს სთხოვთ (ამ) ქალს ან გულში განიზრახავთ. ალლაჰმა იცის, რომ გაიხსენებთ მათ. და არ შეეთანხმოთ მათ ფარულად, მხოლოდ წესისამებრ დაელაპარაკეთ. და არ გაბედოთ საქორწინო კავშირი, ვიდრე სავალდებულოდ დაწესებული ვადა არ გავა. იცოდეთ, ალლაჰმა იცის თქვენი გულისნადები და უფრთხილდით მას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია.

    2:235

თარგმანი: რეზო მიქელაძე