მუსხაფი, გვერდი 39

  1. حَافِظُوا عَلَى الصَّلَوَاتِ وَالصَّلَاةِ الْوُسْطَىٰ وَقُومُوا لِلَّهِ قَانِتِينَ

    დაიცავით ლოცვები და შუა ლოცვა, და მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე.

    2:238
  2. فَإِنْ خِفْتُمْ فَرِجَالًا أَوْ رُكْبَانًا ۖ فَإِذَا أَمِنْتُمْ فَاذْكُرُوا اللَّهَ كَمَا عَلَّمَكُمْ مَا لَمْ تَكُونُوا تَعْلَمُونَ

    თუკი საფრთხეში ხართ (შეგეშინდათ, რომ საფრთხე მოგელით), მოსიარულემ ან ამხედრებულმა (ილოცეთ); და თუ საფრთხე აღარ გემუქრებათ, გაიხსენეთ ალლაჰი, როგორ შეგასწავლათ მან, რასაც უწინ არ უწყოდით.

    2:239
  3. وَالَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنْكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَاجًا وَصِيَّةً لِأَزْوَاجِهِمْ مَتَاعًا إِلَى الْحَوْلِ غَيْرَ إِخْرَاجٍ ۚ فَإِنْ خَرَجْنَ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِي مَا فَعَلْنَ فِي أَنْفُسِهِنَّ مِنْ مَعْرُوفٍ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დარჩებათ მეუღლეები, ანდერძი თავიანთი მეუღლეთათვის არის ერთი წლით სამკვიდრო სახლიდან გაუძევებლად. და თუ გავლენ, თქვენ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

    2:240
  4. وَلِلْمُطَلَّقَاتِ مَتَاعٌ بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُتَّقِينَ

    გაცილებულ (ქალებს) სამკვიდრო, წესისამებრ, რაც სავალდებულოა ღვთისმოშიშთათვის.

    2:241
  5. كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ

    ასეთნაირად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ მოუხმოთ გონებას.

    2:242
  6. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ خَرَجُوا مِنْ دِيَارِهِمْ وَهُمْ أُلُوفٌ حَذَرَ الْمَوْتِ فَقَالَ لَهُمُ اللَّهُ مُوتُوا ثُمَّ أَحْيَاهُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَشْكُرُونَ

    განა არ გინახავს ისინი ათასნი, რომელთაც სიკვდილის შიშით სახლებიდან გადაიხვეწნენ? მაშინ უთხრა ალლაჰმა მათ: „მოკვდით!“ მერე მან გააცოცხლა ისინი. უეჭველად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, მაგრამ ხალხის უმეტესობა უმადურია!

    2:243
  7. وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

    2:244
  8. مَنْ ذَا الَّذِي يُقْرِضُ اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا فَيُضَاعِفَهُ لَهُ أَضْعَافًا كَثِيرَةً ۚ وَاللَّهُ يَقْبِضُ وَيَبْسُطُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას მრავალჯერი ნამატით? და ალლაჰი შეუზღუდავს და გასცემს უხვად (თავის წყალობას), და თქვენ მასთან მიიქცევით.

    2:245

თარგმანი: რეზო მიქელაძე