სურა 55 რაჰმანი
-
يُعْرَفُ الْمُجْرِمُونَ بِسِيمَاهُمْ فَيُؤْخَذُ بِالنَّوَاصِي وَالْأَقْدَامِ
შეიცნობიან ცოდვილნი თავიანთი სახენით, რამეთუ შეპყრობილნი იქნებიან ქოჩრებითა და ფეხებით.
55:41 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:42 -
هَٰذِهِ جَهَنَّمُ الَّتِي يُكَذِّبُ بِهَا الْمُجْرِمُونَ
სწორედ ესაა ჯოჯოხეთი, რომელსაც ცრუდ რაცხავდნენ ცოდვილნი.
55:43 -
يَطُوفُونَ بَيْنَهَا وَبَيْنَ حَمِيمٍ آنٍ
დაძრწიან მასსა და მძაფრ მდუღარე წყალს შორის.
55:44 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:45 -
وَلِمَنْ خَافَ مَقَامَ رَبِّهِ جَنَّتَانِ
და იმას, ვისაც შეეშინდა თავისი ღმერთის სამსჯავროსი, - ორი სამოთხე.
55:46 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:47 -
ذَوَاتَا أَفْنَانٍ
ნაირ-ნაირი ხეხილიანი.
55:48 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:49 -
فِيهِمَا عَيْنَانِ تَجْرِيَانِ
ორივეში მომდინარე წყაროსთვალნი.
55:50 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:51 -
فِيهِمَا مِنْ كُلِّ فَاكِهَةٍ زَوْجَانِ
ორივეში ყოველგვარი ხილია, წყვილებად.
55:52 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:53 -
مُتَّكِئِينَ عَلَىٰ فُرُشٍ بَطَائِنُهَا مِنْ إِسْتَبْرَقٍ ۚ وَجَنَى الْجَنَّتَيْنِ دَانٍ
წამოწოლილნი ქვეშაგებზე, რომლის სარჩულიც აბრეშუმისგანაა და ორივე ბაღიში დაკრეფილი ხეხილი ახლოსაა.
55:54 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:55 -
فِيهِنَّ قَاصِرَاتُ الطَّرْفِ لَمْ يَطْمِثْهُنَّ إِنْسٌ قَبْلَهُمْ وَلَا جَانٌّ
იქ მზერამიპყრობილი არიან, რომელთაც არავინ შეხებიათ უწინ არც კაცთაგან და არც2 ჯინთაგან.
55:56 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:57 -
كَأَنَّهُنَّ الْيَاقُوتُ وَالْمَرْجَانُ
თითქოს ისინი ლალი და ძოწია.
55:58 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:59 -
هَلْ جَزَاءُ الْإِحْسَانِ إِلَّا الْإِحْسَانُ
განა შეიძლება სხვა რამ იყოს სიკეთის საზღაური, თუ არა სიკეთე?
55:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე