სურა 55 რაჰმანი

  1. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:21
  2. يَخْرُجُ مِنْهُمَا اللُّؤْلُؤُ وَالْمَرْجَانُ

    ორი მათგანიდან ამოდის მარგალიტი და ძოწი.

    55:22
  3. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:23
  4. وَلَهُ الْجَوَارِ الْمُنْشَآتُ فِي الْبَحْرِ كَالْأَعْلَامِ

    და მას ეკუთვნის ხომალდები ზღვაში, აღშენებულნი, უშველებელი მთების დარნი.

    55:24
  5. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:25
  6. كُلُّ مَنْ عَلَيْهَا فَانٍ

    ყოველივე ვინც მასზეა წარმავალია.

    55:26
  7. وَيَبْقَىٰ وَجْهُ رَبِّكَ ذُو الْجَلَالِ وَالْإِكْرَامِ

    და მარადიულია არსი შენი ღმერთისა, ბრწყინვალისა და დიდებულისა.

    55:27
  8. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:28
  9. يَسْأَلُهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ كُلَّ يَوْمٍ هُوَ فِي شَأْنٍ

    ეაჯება მას, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყოველდღე იგი ახალ გამოვლინებაშია.

    55:29
  10. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:30
  11. سَنَفْرُغُ لَكُمْ أَيُّهَ الثَّقَلَانِ

    სულ მალე თქვენი დროც დადგება, ჰეი, დამძიმებულნო!

    55:31
  12. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:32
  13. يَا مَعْشَرَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ إِنِ اسْتَطَعْتُمْ أَنْ تَنْفُذُوا مِنْ أَقْطَارِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ فَانْفُذُوا ۚ لَا تَنْفُذُونَ إِلَّا بِسُلْطَانٍ

    ჰეი, კრებულო ჯინთა და კაცთა! თუკი გძალუძთ გადალახოთ ცათა და ქვეყნის საზღვრებს, მაშ, წადით! მაგრამ ვერას გასცდებით, თუ არა აშკარა ძალაუფლება.

    55:33
  14. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:34
  15. يُرْسَلُ عَلَيْكُمَا شُوَاظٌ مِنْ نَارٍ وَنُحَاسٌ فَلَا تَنْتَصِرَانِ

    წარმოიგზავნება თქვენ ორზე ალმური ცეცხლისგან. მაშინ ვერღა შეეწევით ერთურთს.

    55:35
  16. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:36
  17. فَإِذَا انْشَقَّتِ السَّمَاءُ فَكَانَتْ وَرْدَةً كَالدِّهَانِ

    და როს გაიპობა ზეცა, მაშინ წითელი ვარდის ფერს მიიღებს, როგორც დამდნარი ერბო...

    55:37
  18. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:38
  19. فَيَوْمَئِذٍ لَا يُسْأَلُ عَنْ ذَنْبِهِ إِنْسٌ وَلَا جَانٌّ

    იმ დღეს არც კაცთა და არც ჯინთა ცოდვა არ გამოიკვლევა.

    55:39
  20. فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ

    მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!

    55:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე