სურა 29 ანქებუთი

  1. مَثَلُ الَّذِينَ اتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ أَوْلِيَاءَ كَمَثَلِ الْعَنْكَبُوتِ اتَّخَذَتْ بَيْتًا ۖ وَإِنَّ أَوْهَنَ الْبُيُوتِ لَبَيْتُ الْعَنْكَبُوتِ ۖ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    რომელთაც მფარველად აიყვანეს სხვა, გარდა ალლაჰისა, ობობას ჰგვანან, რომელმაც საცხოვრებელი მოიქსოვა. უეჭველად, ყველაზე უსაფუძვლო საცხოვრებელი - ობობას სახლია. ნეტავ იცოდნენ!

    29:41
  2. إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ مِنْ شَيْءٍ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    უეჭველად, ალლაჰი უწყის, ვინ ეთაყვანება სხვას, მის გარდა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!

    29:42
  3. وَتِلْكَ الْأَمْثَالُ نَضْرِبُهَا لِلنَّاسِ ۖ وَمَا يَعْقِلُهَا إِلَّا الْعَالِمُونَ

    ეს იგავები მოგვაქვს ხალხთათვის, მაგრამ არ შეიმეცნებენ, გარდა მცოდნეთა!

    29:43
  4. خَلَقَ اللَّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِلْمُؤْمِنِينَ

    ალლაჰმა გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებისთვის. უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნეთათვის!

    29:44
  5. اتْلُ مَا أُوحِيَ إِلَيْكَ مِنَ الْكِتَابِ وَأَقِمِ الصَّلَاةَ ۖ إِنَّ الصَّلَاةَ تَنْهَىٰ عَنِ الْفَحْشَاءِ وَالْمُنْكَرِ ۗ وَلَذِكْرُ اللَّهِ أَكْبَرُ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تَصْنَعُونَ

    წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან და აღავლინე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. და რა თქმა უნდა, ალლაჰის ხსენება მნიშვნელოვანია. და ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!

    29:45
  6. وَلَا تُجَادِلُوا أَهْلَ الْكِتَابِ إِلَّا بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ إِلَّا الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْهُمْ ۖ وَقُولُوا آمَنَّا بِالَّذِي أُنْزِلَ إِلَيْنَا وَأُنْزِلَ إِلَيْكُمْ وَإِلَٰهُنَا وَإِلَٰهُكُمْ وَاحِدٌ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ

    თუ ეკამათებით წიგნის ხალხს, მხოლოდ საუკეთესო გზით. ეს არ ეხება მათგან იმათ, ვინც უსამართლოდ იქცევა. უთხარით: „ჩვენ ვირწმუნეთ ის, რაც ზეგარდმოგვევლინა, და ის რაც თქვენ გარდმოგევლინათ. ჩვენი და თქვენი ღმერთი ერთია, და ვმორჩილებთ მხოლოდ მას!“

    29:46
  7. وَكَذَٰلِكَ أَنْزَلْنَا إِلَيْكَ الْكِتَابَ ۚ فَالَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يُؤْمِنُونَ بِهِ ۖ وَمِنْ هَٰؤُلَاءِ مَنْ يُؤْمِنُ بِهِ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِآيَاتِنَا إِلَّا الْكَافِرُونَ

    და ამგვარად მოგივლინეთ შენ წიგნი. რომელთაც ვუბოძეთ ღვთიური წიგნი (წინათ), ირწმუნებენ მას. და მათგანაც ირწმუნებენ მას. და მხოლოდ ურწმუნოები უარყოფენ ჩვენს აიათებს!

    29:47
  8. وَمَا كُنْتَ تَتْلُو مِنْ قَبْلِهِ مِنْ كِتَابٍ وَلَا تَخُطُّهُ بِيَمِينِكَ ۖ إِذًا لَارْتَابَ الْمُبْطِلُونَ

    შენ არ კითხულობდი მანამდე არც ერთ წიგნს და არ გადაგიწერია შენი მარჯვენათი. სხვაგვარად სიცრუის მიმხრობნი დაეჭვდებოდნენ!

    29:48
  9. بَلْ هُوَ آيَاتٌ بَيِّنَاتٌ فِي صُدُورِ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِآيَاتِنَا إِلَّا الظَّالِمُونَ

    სულ ტყუილად, ესაა ცხადი აიათები მათ გულებში, რომელთაც ებოძა ცოდნა და მხოლოდ უსამართლონი უარყოფენ ჩვენს აიათებს!

    29:49
  10. وَقَالُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ آيَاتٌ مِنْ رَبِّهِ ۖ قُلْ إِنَّمَا الْآيَاتُ عِنْدَ اللَّهِ وَإِنَّمَا أَنَا نَذِيرٌ مُبِينٌ

    და თქვეს: „რატომ არ ზეგარდმოევლინა სასწაულები მისი ღმერთისგან?“ უთხარი: „უეჭველად, სასწაულები ალლაჰის წიაღშია, მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ“!

    29:50
  11. أَوَلَمْ يَكْفِهِمْ أَنَّا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَرَحْمَةً وَذِكْرَىٰ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    განა საკმარისი არ არის მათთვის, რომ ჩვენ მოგივლინეთ წიგნი, რომელიც მათ ეკითხებათ? უეჭველად, ამაშია მოწყალება და შეხსენება მორწმუნე ხალხთათვის.

    29:51
  12. قُلْ كَفَىٰ بِاللَّهِ بَيْنِي وَبَيْنَكُمْ شَهِيدًا ۖ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَالَّذِينَ آمَنُوا بِالْبَاطِلِ وَكَفَرُوا بِاللَّهِ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    უთხარი: „ისიც კმარა, რომ ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენ შორის. იგი უწყის იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს სიცრუისა და უარყვეს ალლაჰი, სწორედ ეგენი არინ წაგებულნი!

    29:52
  13. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِالْعَذَابِ ۚ وَلَوْلَا أَجَلٌ مُسَمًّى لَجَاءَهُمُ الْعَذَابُ وَلَيَأْتِيَنَّهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    და შენ გაჩქარებენ სასჯელის მოვლენას. რომ არა განსაზღვრული ჟამი, სასჯელი, უთუოდ, დაატყდებოდათ თავზე. უეჭველად, დაატყდებათ თავს მოულოდნელად და ვერც კი იგრძნობენ!

    29:53
  14. يَسْتَعْجِلُونَكَ بِالْعَذَابِ وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمُحِيطَةٌ بِالْكَافِرِينَ

    ისინი გაჩქარებენ სასჯელის დატყდომას. უეჭველად, ჯოჯოხეთი გარემომცველია ურწმუნოთა!

    29:54
  15. يَوْمَ يَغْشَاهُمُ الْعَذَابُ مِنْ فَوْقِهِمْ وَمِنْ تَحْتِ أَرْجُلِهِمْ وَيَقُولُ ذُوقُوا مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    იმ დღეს სასჯელი დაფარავს მათ თავიდან ფეხებამდე. და ეტყვის: „იგემეთ ის, რასაც სჩადიოდით!“

    29:55
  16. يَا عِبَادِيَ الَّذِينَ آمَنُوا إِنَّ أَرْضِي وَاسِعَةٌ فَإِيَّايَ فَاعْبُدُونِ

    ჰეი, მორწმუნე მსახურნო ჩემნო! უეჭველად, ვრცელია ჩემი მიწები. მაშ, მხოლოდ მე მეცით თაყვანი!

    29:56
  17. كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۖ ثُمَّ إِلَيْنَا تُرْجَعُونَ

    ყოველი სული სიკვდილს იგემებს, მერე კი ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი!

    29:57
  18. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَنُبَوِّئَنَّهُمْ مِنَ الْجَنَّةِ غُرَفًا تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ نِعْمَ أَجْرُ الْعَامِلِينَ

    ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, დავასახლებთ სამოთხის სასუფეველში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ისინი იქ მარად დარჩებიან. რაოდენ საამური საზღაურია კეთილისმქმნელთათვის,

    29:58
  19. الَّذِينَ صَبَرُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    რომელთაც მოითმინეს და სასოებდნენ თავიანთ ღმერთს!

    29:59
  20. وَكَأَيِّنْ مِنْ دَابَّةٍ لَا تَحْمِلُ رِزْقَهَا اللَّهُ يَرْزُقُهَا وَإِيَّاكُمْ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    რამდენი ცოცხალი არსებაა, რომელსაც არ შეუძლია თავისი სარჩოს ტარება! ალლაჰი მიჰმადლის მათ და თქვენც: და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!

    29:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე