სურა 29 ანქებუთი

  1. وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ لَيَقُولُنَّ اللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ يُؤْفَكُونَ

    თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა და დაუმორჩილა მზე და მთვარე? - გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?!

    29:61
  2. اللَّهُ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ وَيَقْدِرُ لَهُ ۚ إِنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    ალლაჰი მიაგებს უხვ სარჩოს და უმცირებს თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

    29:62
  3. وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ نَزَّلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ مِنْ بَعْدِ مَوْتِهَا لَيَقُولُنَّ اللَّهُ ۚ قُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْقِلُونَ

    და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გარდმოავლინა ზეციდან წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მას მერე, რაც ის მკვდარი იყო?“ უსათუოდ გიპასუხებენ -„ალლაჰმა!“ უთხარი: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის!“ მაგრამ უმრავლესობა მათი ვერ განსჯიან.

    29:63
  4. وَمَا هَٰذِهِ الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا لَهْوٌ وَلَعِبٌ ۚ وَإِنَّ الدَّارَ الْآخِرَةَ لَهِيَ الْحَيَوَانُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    სააქაო ცხოვრება მხოლოდ გართობა და თამაშია, ხოლო იმქვეყნიური სასუფეველი - ჭეშმარიტი სიცოცხლე. ნეტავ, იცოდნენ!

    29:64
  5. فَإِذَا رَكِبُوا فِي الْفُلْكِ دَعَوُا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ فَلَمَّا نَجَّاهُمْ إِلَى الْبَرِّ إِذَا هُمْ يُشْرِكُونَ

    როცა სხდებიან ისინი გემში, მთელი გულით ევედრებიან ალლაჰს. ხოლო როცა გადაარჩენს მათ და ნაპირზე გაიყვანს, მაშინვე თანაზიარს უდგენენ!

    29:65
  6. لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ وَلِيَتَمَتَّعُوا ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    რომ უარყონ რაც ვუბოძეთ და დატკბენ ამიერი ცხოვრებით, მაშინ სულ მალე შეიტყობენ!

    29:66
  7. أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّا جَعَلْنَا حَرَمًا آمِنًا وَيُتَخَطَّفُ النَّاسُ مِنْ حَوْلِهِمْ ۚ أَفَبِالْبَاطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَةِ اللَّهِ يَكْفُرُونَ

    ნუთუ ვერ ხედავენ, უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ (მექა) უსაფრთხოდ და ნაკრძალად მაშინ, როცა ირგვლივ ხალხს ხოცავენ. ნუთუ სწამთ სიცრუე და უარყოფენ ალლაჰის წყალობას?

    29:67
  8. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِالْحَقِّ لَمَّا جَاءَهُ ۚ أَلَيْسَ فِي جَهَنَّمَ مَثْوًى لِلْكَافِرِينَ

    და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტად უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰზე ან ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, როცა მოევლინა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სადგომი?

    29:68
  9. وَالَّذِينَ جَاهَدُوا فِينَا لَنَهْدِيَنَّهُمْ سُبُلَنَا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَمَعَ الْمُحْسِنِينَ

    ხოლო რომელთაც იღვაწეს ჩვენთვის, უთუოდ, წარმატებულს ვჰქმნით ჩვენს გზაზე. უეჭველად, ალლაჰი კეთილისმქმნელებთან ერთადაა!

    29:69

თარგმანი: რეზო მიქელაძე