სურა 29 ანქებუთი
-
يُعَذِّبُ مَنْ يَشَاءُ وَيَرْحَمُ مَنْ يَشَاءُ ۖ وَإِلَيْهِ تُقْلَبُونَ
იგი სჯის და შეიწყალებს, ინებებს ვისაც. და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
29:21 -
وَمَا أَنْتُمْ بِمُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي السَّمَاءِ ۖ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ
და თქვენ ვერ სძლევთ მას, ვერც დედამიწასა ზედა და ვერც ცაში. და თქვენ არ მოგეძებნებათ არც შემწე და არცა მფარველი, გარდა ალლაჰისა!
29:22 -
وَالَّذِينَ كَفَرُوا بِآيَاتِ اللَّهِ وَلِقَائِهِ أُولَٰئِكَ يَئِسُوا مِنْ رَحْمَتِي وَأُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
და რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები და შეხვედრა მასთან, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც იმედი გადაეწურათ ჩემი მოწყალებისგან და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი!
29:23 -
فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِ إِلَّا أَنْ قَالُوا اقْتُلُوهُ أَوْ حَرِّقُوهُ فَأَنْجَاهُ اللَّهُ مِنَ النَّارِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
პასუხად მისმა ხალხმა თქვა: „მოკალით ან დაწვით!“ მაგრამ ალლაჰმა იხსნა იგი ცეცხლისგან. უეჭველად, ამაშია სასწაულნი მორწმუნეთათვის!
29:24 -
وَقَالَ إِنَّمَا اتَّخَذْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ أَوْثَانًا مَوَدَّةَ بَيْنِكُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ ثُمَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ يَكْفُرُ بَعْضُكُمْ بِبَعْضٍ وَيَلْعَنُ بَعْضُكُمْ بَعْضًا وَمَأْوَاكُمُ النَّارُ وَمَا لَكُمْ مِنْ نَاصِرِينَ
უთხრა: თქვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოყვასად დაიდგინეთ კერპები, ნაცვლად ალლაჰისა. მაგრამ მომავალში, აღდგომის დღეს, ზოგი თქვენგანი უარყოფს და დაწყევლის ზოგ თქვენგანს. თქვენი სადგომი იქნება ცეცხლი და არ გეყოლებათ მეოხე!“
29:25 -
فَآمَنَ لَهُ لُوطٌ ۘ وَقَالَ إِنِّي مُهَاجِرٌ إِلَىٰ رَبِّي ۖ إِنَّهُ هُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
ამგვარად, ირწმუნა მისი ლუტმა და იბრაჰიმმა უთხრა: „ვაპირებ გადასახლებას ჩემი ღმერთისთვის. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
29:26 -
وَوَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَجَعَلْنَا فِي ذُرِّيَّتِهِ النُّبُوَّةَ وَالْكِتَابَ وَآتَيْنَاهُ أَجْرَهُ فِي الدُّنْيَا ۖ وَإِنَّهُ فِي الْآخِرَةِ لَمِنَ الصَّالِحِينَ
ჩვენ ვუბოძეთ მას ისჰაყი და იაღყუბი, და დავადგინეთ მის შთამოვალთათვის შუამავლობა და წიგნი. და ვუბოძეთ საზღაური სააქაოში, ხოლო საიქიოში იქნება ის მართალთა შორის!
29:27 -
وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الْفَاحِشَةَ مَا سَبَقَكُمْ بِهَا مِنْ أَحَدٍ مِنَ الْعَالَمِينَ
და ლუტმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „უეჭველად, საზიზღრობას სჩადიხართ თქვენ, რომლის მსგავსი არავის ჩაუდენია სამყაროთა.
29:28 -
أَئِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الرِّجَالَ وَتَقْطَعُونَ السَّبِيلَ وَتَأْتُونَ فِي نَادِيكُمُ الْمُنْكَرَ ۖ فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِ إِلَّا أَنْ قَالُوا ائْتِنَا بِعَذَابِ اللَّهِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
ნუთუ ვნებას აღგიძრავთ თქვენ კაცები, მოუჭრით გზებს და სჩადიხართ უკეთურს თქვენს შეკრებებზე?“ პასუხად მისმა ხალხმა თქვა: „მაშ, დაგვატეხე თავს ალლაჰის სასჯელი, თუ კი ხარ მართალთაგანი!“
29:29 -
قَالَ رَبِّ انْصُرْنِي عَلَى الْقَوْمِ الْمُفْسِدِينَ
თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე იმ ხალხის წინაშე, რომელიც უკეთურობას ავრცელებს!“
29:30 -
وَلَمَّا جَاءَتْ رُسُلُنَا إِبْرَاهِيمَ بِالْبُشْرَىٰ قَالُوا إِنَّا مُهْلِكُو أَهْلِ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ ۖ إِنَّ أَهْلَهَا كَانُوا ظَالِمِينَ
როცა ჩვენი წარგზავნილები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლოთი, უთხრეს: ვაპირებთ ამ დასახლების მცხოვრებთა მოსპობას. უეჭველად, აქ მაცხოვრებლები უსამართლონი არიან!“
29:31 -
قَالَ إِنَّ فِيهَا لُوطًا ۚ قَالُوا نَحْنُ أَعْلَمُ بِمَنْ فِيهَا ۖ لَنُنَجِّيَنَّهُ وَأَهْلَهُ إِلَّا امْرَأَتَهُ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ
მიუგო: „იქ ხომ ლუტია!“ უთხრეს: ჩვენ უკეთ ვუწყით, ვინცაა იქ! უეჭველად, გადავარჩენთ მას და მის ოჯახს, მისი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!“
29:32 -
وَلَمَّا أَنْ جَاءَتْ رُسُلُنَا لُوطًا سِيءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًا وَقَالُوا لَا تَخَفْ وَلَا تَحْزَنْ ۖ إِنَّا مُنَجُّوكَ وَأَهْلَكَ إِلَّا امْرَأَتَكَ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ
როცა ჩვენმა წარგზავნილებმა მიაღწიეს ლუტთან, შეწუხდა ის და იგრძნო თავისი უძლურება. მაშინ უთხრეს: „ნუ გეშინია, და არ იდარდო! ჩვენ გადაგარჩენთ შენ და შენს ოჯახს, შენი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!
29:33 -
إِنَّا مُنْزِلُونَ عَلَىٰ أَهْلِ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ رِجْزًا مِنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ
უეჭველად, ჩვენ ვართ ზეციდან საზღაურის მიმგებნი ამ დასახლების მცხოვრებლებზე, რამეთუ ისინი ცოდვილნი არიან“!
29:34 -
وَلَقَدْ تَرَكْنَا مِنْهَا آيَةً بَيِّنَةً لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
და ვფიცავ, ჩვენ იმისგან დავტოვეთ ცხადი სურათი გონიერთათვის სასწაულად!
29:35 -
وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًا فَقَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ وَارْجُوا الْيَوْمَ الْآخِرَ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
და მედიენში მათი ძმა შუღეიბი, რომელმაც უთხრა: „ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს, სასოებდეთ უკანასკნელ დღეს და არ ჰქმნათ სიავე ქვეყნად, უკეთურების გავრცელებით!“
29:36 -
فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَتْهُمُ الرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا فِي دَارِهِمْ جَاثِمِينَ
ცრუდ შერაცხეს და მაშინ მიეწიათ ძლიერი მიწისძვრა და მუხლებზე დაჩოქილნი უსულონი შეიქმნენ თავიანთ სახლებში.
29:37 -
وَعَادًا وَثَمُودَ وَقَدْ تَبَيَّنَ لَكُمْ مِنْ مَسَاكِنِهِمْ ۖ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَصَدَّهُمْ عَنِ السَّبِيلِ وَكَانُوا مُسْتَبْصِرِينَ
აგრეთვე ადისა და სემუდის! უეჭველად, თქვენთვის გაცხადდა მათი საცხოვრებლების მდგომარეობა. ეშმაკმა მათ შეულამაზა მათი საქმეები და გზიდან ააცდინა, არადა იყვნენ გამჭრიახნი.
29:38 -
وَقَارُونَ وَفِرْعَوْنَ وَهَامَانَ ۖ وَلَقَدْ جَاءَهُمْ مُوسَىٰ بِالْبَيِّنَاتِ فَاسْتَكْبَرُوا فِي الْأَرْضِ وَمَا كَانُوا سَابِقِينَ
აგრეთვე ყარუნი, ფარაონი და ჰამანი! ვფიცავ, მუსა მივიდა მათთან ცხადი სასწაულებით, ხოლო მათ გამედიდურდნენ ქვეყანაზე, თუმცაღა ვერ აცდნენ!
29:39 -
فَكُلًّا أَخَذْنَا بِذَنْبِهِ ۖ فَمِنْهُمْ مَنْ أَرْسَلْنَا عَلَيْهِ حَاصِبًا وَمِنْهُمْ مَنْ أَخَذَتْهُ الصَّيْحَةُ وَمِنْهُمْ مَنْ خَسَفْنَا بِهِ الْأَرْضَ وَمِنْهُمْ مَنْ أَغْرَقْنَا ۚ وَمَا كَانَ اللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
ყველა დაისაჯა თავისი ცოდვების გამო. ზოგ მათგანს დავატეხეთ ქარიშხალი ქვების, ზოგი განგმირა საზარელმა ყიჟინამ, ზოგი ჩვენი ბრძანებით მიწამ შთანთქა, ზოგი კი დავახრჩვეთ. ალლაჰი არ ყოფილა უსამართლო მათ მიმართ, არამედ ისინი თავად მოექცნენ სკუთარ თავს უსამართლოდ!
29:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე