სურა 29 ანქებუთი

  1. الم

    ელიფ. ლამ. მიმ.

    29:1
  2. أَحَسِبَ النَّاسُ أَنْ يُتْرَكُوا أَنْ يَقُولُوا آمَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ

    ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?

    29:2
  3. وَلَقَدْ فَتَنَّا الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۖ فَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ صَدَقُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْكَاذِبِينَ

    ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს!

    29:3
  4. أَمْ حَسِبَ الَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ أَنْ يَسْبِقُونَا ۚ سَاءَ مَا يَحْكُمُونَ

    თუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი!

    29:4
  5. مَنْ كَانَ يَرْجُو لِقَاءَ اللَّهِ فَإِنَّ أَجَلَ اللَّهِ لَآتٍ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    ვინც სასოებს ალლაჰთან შეხვედრას, უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა ეწევა. იგი ყოვლისმსმენია, ბრძენია!

    29:5
  6. وَمَنْ جَاهَدَ فَإِنَّمَا يُجَاهِدُ لِنَفْسِهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَغَنِيٌّ عَنِ الْعَالَمِينَ

    ის ვინც იბრძვის, თავის სასარგებლოდ იბრძვის. უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროთა ზედა!

    29:6
  7. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَنُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَحْسَنَ الَّذِي كَانُوا يَعْمَلُونَ

    და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უთუოდ, ჩვენ დავფარავთ მათ სიავენს და მივუზღავთ იმაზე უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ!

    29:7
  8. وَوَصَّيْنَا الْإِنْسَانَ بِوَالِدَيْهِ حُسْنًا ۖ وَإِنْ جَاهَدَاكَ لِتُشْرِكَ بِي مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ فَلَا تُطِعْهُمَا ۚ إِلَيَّ مَرْجِعُكُمْ فَأُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებლის მიმართ. და თუ ისინი შენს წინააღმდეგ იბრძოლებენ, რომ თანაზიარად გამიხადო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, არ დაემორჩილო მათ. ჩემთანაა თქვენი დაბრუნება და მაშინ გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით!

    29:8
  9. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَنُدْخِلَنَّهُمْ فِي الصَّالِحِينَ

    და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მართალთა რიგებში ჩავრიცხავთ!

    29:9
  10. وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَقُولُ آمَنَّا بِاللَّهِ فَإِذَا أُوذِيَ فِي اللَّهِ جَعَلَ فِتْنَةَ النَّاسِ كَعَذَابِ اللَّهِ وَلَئِنْ جَاءَ نَصْرٌ مِنْ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ إِنَّا كُنَّا مَعَكُمْ ۚ أَوَلَيْسَ اللَّهُ بِأَعْلَمَ بِمَا فِي صُدُورِ الْعَالَمِينَ

    და ადამიანთაგან, ვინც ამბობს: „ვირწმუნეთ ალლაჰი.“ საკმარისია ტანჯვა ეწიოთ ალლაჰის გზაზე, მაშინვე ადარებენ ხალხის განსაცდელს ალლაჰის სასჯელს. და თუ შეწევნა მოევლინება შენი ღმერთისგან, აუცილებლად იტყვიან: „თქვენთან ერთად ვიყავითო.“ მაგრამ ალლაჰი ხომ უკეთ უწყის, რა იმალება სამყაროთა გულებში?

    29:10
  11. وَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْمُنَافِقِينَ

    უეჭველად, ალლაჰი უკეთ უწყის მორწმუნეებსაც და თვალთმაქცებსაც!

    29:11
  12. وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا اتَّبِعُوا سَبِيلَنَا وَلْنَحْمِلْ خَطَايَاكُمْ وَمَا هُمْ بِحَامِلِينَ مِنْ خَطَايَاهُمْ مِنْ شَيْءٍ ۖ إِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ

    ურწმუნონი ეუბნებიან მორწმუნეებს: „იარეთ ჩვენი გზით და ჩვენ ავიღებთ თქვენს ცოდვებსო.“ არ აიღებენ მათი ცოდვის ნაწილსაც კი. უეჭველად, ისინი ცრუნი არიან!

    29:12
  13. وَلَيَحْمِلُنَّ أَثْقَالَهُمْ وَأَثْقَالًا مَعَ أَثْقَالِهِمْ ۖ وَلَيُسْأَلُنَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ عَمَّا كَانُوا يَفْتَرُونَ

    ისინი იტვირთავენ თავიანთ ტვირთს და სხვა სიმძიმეს თავიანთ ტვირთთან ერთად. აღდგომის დღეს მათ აუცილებლად მოჰკითხავენ იმას, რასაც თხზავდნენ!

    29:13
  14. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ فَلَبِثَ فِيهِمْ أَلْفَ سَنَةٍ إِلَّا خَمْسِينَ عَامًا فَأَخَذَهُمُ الطُّوفَانُ وَهُمْ ظَالِمُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, და დაჰყო მათთან ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და შეიპყრო ისინი ცუნამმა, რამეთუ უსამართლონი იყვნენ!

    29:14
  15. فَأَنْجَيْنَاهُ وَأَصْحَابَ السَّفِينَةِ وَجَعَلْنَاهَا آيَةً لِلْعَالَمِينَ

    გადავარჩინეთ იგი და ის რაც გემში იყო და დავადგინეთ იგი სასწაულად სამყაროთათვის!

    29:15
  16. وَإِبْرَاهِيمَ إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ اعْبُدُوا اللَّهَ وَاتَّقُوهُ ۖ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    და იბრაჰიმმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი! ეს უმჯობესია თქვენთვის, რომ იცოდეთ!

    29:16
  17. إِنَّمَا تَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ أَوْثَانًا وَتَخْلُقُونَ إِفْكًا ۚ إِنَّ الَّذِينَ تَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَا يَمْلِكُونَ لَكُمْ رِزْقًا فَابْتَغُوا عِنْدَ اللَّهِ الرِّزْقَ وَاعْبُدُوهُ وَاشْكُرُوا لَهُ ۖ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    ალლაჰის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებით და სიცრუეს თხზავთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგიერ, უძლურნი არიან თქვენდამი სარჩოს მომადლებაში. მაშ, ეძიეთ სარჩო ალლაჰთან, თაყვანი ეცით მას და მადლიერნი იყავით მისი, რამეთუ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!“

    29:17
  18. وَإِنْ تُكَذِّبُوا فَقَدْ كَذَّبَ أُمَمٌ مِنْ قَبْلِكُمْ ۖ وَمَا عَلَى الرَّسُولِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ

    და თუ სიცრუედ ჩათვლით, თქვენამდეც ხომ მთელი თაობები რაცხავდნენ სიცრუედ, მაგრამ შუამავლის ვალია მხოლოდ ცხადი შეტყობინება.

    29:18
  19. أَوَلَمْ يَرَوْا كَيْفَ يُبْدِئُ اللَّهُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ

    ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ იწყებს ალლაჰი სიცოცხლის გაჩენას, მერე როგორ აღადგენს. უეჭველად, ეს იოლია ალლაჰისათვის!

    29:19
  20. قُلْ سِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانْظُرُوا كَيْفَ بَدَأَ الْخَلْقَ ۚ ثُمَّ اللَّهُ يُنْشِئُ النَّشْأَةَ الْآخِرَةَ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    უთხარი: „იმოგზაურეთ დედამიწაზე და ნახეთ, როგორ დაიწყო სიცოცხლის გაჩენა. მერე ალლაჰი დაადგენს უკანასკნელ სიცოცხლეს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    29:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე