სურა 22 ჰაჯი

  1. الَّذِينَ إِنْ مَكَّنَّاهُمْ فِي الْأَرْضِ أَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ وَأَمَرُوا بِالْمَعْرُوفِ وَنَهَوْا عَنِ الْمُنْكَرِ ۗ وَلِلَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ

    რომელთაც ჩვენ მივმადლით ამ ქვეყანაზე ბატონობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს, ბრძანებენ სიკეთის კეთებას და კრძალავენ უკეთურობას. უეჭველად, ყოველი საქმის აღსასრული ალლაჰთან მიიქცევა.

    22:41
  2. وَإِنْ يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَعَادٌ وَثَمُودُ

    თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, მანამდეც ხომ ცრუდ რაცხავდნენ ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხი,

    22:42
  3. وَقَوْمُ إِبْرَاهِيمَ وَقَوْمُ لُوطٍ

    იბრაჰიმის ხალხი, ლუტის ხალხი

    22:43
  4. وَأَصْحَابُ مَدْيَنَ ۖ وَكُذِّبَ مُوسَىٰ فَأَمْلَيْتُ لِلْكَافِرِينَ ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ

    და მედიენის მკვიდრნიც. მუსა ცრუდ შერაცხეს. მე გადავუვადე ურწმუნოებს, მერე კი შევიპყარი ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!

    22:44
  5. فَكَأَيِّنْ مِنْ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا وَهِيَ ظَالِمَةٌ فَهِيَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَبِئْرٍ مُعَطَّلَةٍ وَقَصْرٍ مَشِيدٍ

    რამდენი დასახლება, რომელთა მცხოვრებნიც უსამართლონი იყვნენ, დავღუპეთ და ახლა მიწასთანაა გასწორებული. რამდენი ჭაა მიტოვებული და რამდენი სასახლე!

    22:45
  6. أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَتَكُونَ لَهُمْ قُلُوبٌ يَعْقِلُونَ بِهَا أَوْ آذَانٌ يَسْمَعُونَ بِهَا ۖ فَإِنَّهَا لَا تَعْمَى الْأَبْصَارُ وَلَٰكِنْ تَعْمَى الْقُلُوبُ الَّتِي فِي الصُّدُورِ

    განა არ უმოგზაურიათ დედამიწაზე, მათ გულს განა არ შესწევდა გაგება, ხოლო ყურებს შესმენა? უეჭველად, თვალი კი არ ბრმავდება, არამედ გული მკერდში!

    22:46
  7. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِالْعَذَابِ وَلَنْ يُخْلِفَ اللَّهُ وَعْدَهُ ۚ وَإِنَّ يَوْمًا عِنْدَ رَبِّكَ كَأَلْفِ سَنَةٍ مِمَّا تَعُدُّونَ

    ისინი გაჩქარებენ სასჯელს, მაგრამ ალლაჰი არ არღვევს თავის აღთქმას და ერთი დღე შენს უფალთან უტოლდება ათას წელს თუ თქვენ ყაიდაზე ითვლით!

    22:47
  8. وَكَأَيِّنْ مِنْ قَرْيَةٍ أَمْلَيْتُ لَهَا وَهِيَ ظَالِمَةٌ ثُمَّ أَخَذْتُهَا وَإِلَيَّ الْمَصِيرُ

    რამდენ უსამართლოს დასახლებას გადავუვადე! მერე კი შევიპყარი ისინი, რამეთუ ჩემთანაა მობრუნება!

    22:48
  9. قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّمَا أَنَا لَكُمْ نَذِيرٌ مُبِينٌ

    თქვი: ,,ჰეი, ხალხნო! უეჭველად, მე ვარ თქვენთვის გამაფრთხილებელი და შემგონებელი!“

    22:49
  10. فَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ

    რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათთვისაა მიტევება და სარჩო უხვი!

    22:50
  11. وَالَّذِينَ سَعَوْا فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَحِيمِ

    ხოლო რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სასწაულების დაკნინებას, სწორედ ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი!

    22:51
  12. وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ مِنْ رَسُولٍ وَلَا نَبِيٍّ إِلَّا إِذَا تَمَنَّىٰ أَلْقَى الشَّيْطَانُ فِي أُمْنِيَّتِهِ فَيَنْسَخُ اللَّهُ مَا يُلْقِي الشَّيْطَانُ ثُمَّ يُحْكِمُ اللَّهُ آيَاتِهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    შენამდე არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი ან ელჩი, რომ ეშმაკს არ დაერთო თავისი მის წაკითხულში. ალლაჰი ანადგურებს იმას, რასაც ეშმაკი დაურთავს. მერე ალლაჰი განამტკიცებს თავის სასწაულებს, ალლაჰი ხომ ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    22:52
  13. لِيَجْعَلَ مَا يُلْقِي الشَّيْطَانُ فِتْنَةً لِلَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ وَالْقَاسِيَةِ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ الظَّالِمِينَ لَفِي شِقَاقٍ بَعِيدٍ

    იგი აქცევს ეშმაკის შემოგდებულს საცდუნებლად მათთვის, ვისი გულებიც დასნეულებული და გაბორეტებულია. უეჭველად, უსამართლონი არიან სრულად დაშორებულნი (ჭეშმარიტებას)!

    22:53
  14. وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ أَنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ فَيُؤْمِنُوا بِهِ فَتُخْبِتَ لَهُ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَهَادِ الَّذِينَ آمَنُوا إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    დაე, იცოდნენ მათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ ეს ჭეშმარიტება შენი უფლისგანაა, რათა ირწმუნონ მისი და დამორჩილდნენ მას მათი გულები. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზას!

    22:54
  15. وَلَا يَزَالُ الَّذِينَ كَفَرُوا فِي مِرْيَةٍ مِنْهُ حَتَّىٰ تَأْتِيَهُمُ السَّاعَةُ بَغْتَةً أَوْ يَأْتِيَهُمْ عَذَابُ يَوْمٍ عَقِيمٍ

    ურწმუნონი კიდევ დაეჭვებულნი იქნებიან მასში, ვიდრე არ დადგება მოულოდნელად ჟამი ან არ მიეწევათ მათ სასჯელი უნაყოფო დღეს.

    22:55
  16. الْمُلْكُ يَوْمَئِذٍ لِلَّهِ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ ۚ فَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ

    იმ დღეს ცხადი მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰისა იქნება და განსჯის იგი მათ შორის. მაშინ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აღმოჩნდებიან ნეტარების ბაღებში!

    22:56
  17. وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا فَأُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ

    ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, მათთვის გამზადებულია დამამცირებელი სასჯელი!

    22:57
  18. وَالَّذِينَ هَاجَرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ ثُمَّ قُتِلُوا أَوْ مَاتُوا لَيَرْزُقَنَّهُمُ اللَّهُ رِزْقًا حَسَنًا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ

    და რომელთაც გადასახლდნენ ალლაჰის გზით. მერე მოკლულ იქნენ ან გარდაიცვალნენ, ალლაჰი უთუოდ დაასაჩუქრებს მშვენიერი სარჩოთი .უეჭველად, ალლაჰი სარჩოს საუკეთესო მომნიჭებელია!

    22:58
  19. لَيُدْخِلَنَّهُمْ مُدْخَلًا يَرْضَوْنَهُ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَعَلِيمٌ حَلِيمٌ

    იგი უთუოდ შეიყვანს მათ იმ შესასვლელით, რომლითაც ისინი კმაყოფილნი იქნებიან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, სულგრძელია!

    22:59
  20. ذَٰلِكَ وَمَنْ عَاقَبَ بِمِثْلِ مَا عُوقِبَ بِهِ ثُمَّ بُغِيَ عَلَيْهِ لَيَنْصُرَنَّهُ اللَّهُ ۗ إِنَّ اللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌ

    აი ასე! თუ ვინმე ისე სჯის, როგორც თავად იყო დასჯილი, რის მერეც უსამართლოდ მოექცნენ, მაშინ ალლაჰი უთუოდ შეეწევა მას. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!

    22:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე