სურა 22 ჰაჯი
-
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ وَأَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ
ეს იმიტომ, რომ ალლაჰი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
22:61 -
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّ مَا يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ هُوَ الْبَاطِلُ وَأَنَّ اللَّهَ هُوَ الْعَلِيُّ الْكَبِيرُ
ეს იმიტომ, რომ ალლაჰი ჭეშმარიტებაა, ხოლო ის რასაც ისინი ეთაყვანებიან მის გარდა, სიცრუეა, იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია!
22:62 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَتُصْبِحُ الْأَرْضُ مُخْضَرَّةً ۗ إِنَّ اللَّهَ لَطِيفٌ خَبِيرٌ
ნუთუ ვერ ხედავ, როგორ ზეგარდმოავლენს ალლაჰი ზეციდან წყალს, რის შემდეგაც მიწა მწვანდება? უეჭველად, ალლაჰი კეთილია, ყოვლისმცოდნეა!
22:63 -
لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَهُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ
მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქველია!
22:64 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ سَخَّرَ لَكُمْ مَا فِي الْأَرْضِ وَالْفُلْكَ تَجْرِي فِي الْبَحْرِ بِأَمْرِهِ وَيُمْسِكُ السَّمَاءَ أَنْ تَقَعَ عَلَى الْأَرْضِ إِلَّا بِإِذْنِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ بِالنَّاسِ لَرَءُوفٌ رَحِيمٌ
განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ ყოველივე, რაც ქვეყანაზეა და ხომალდები, რომლებიც დაცურავენ ზღვაში მისი ბრძანებით? იგი აკავებს ზეცას, რომ არ დაემხოს ის მიწას, მისი ნების გარეშე. უეჭველად, ალლაჰი მოკეთეა, მოწყალე ხალხისადმი!
22:65 -
وَهُوَ الَّذِي أَحْيَاكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ۗ إِنَّ الْإِنْسَانَ لَكَفُورٌ
იგია, რომელიც გიბოძებთ თქვენ სიცოცხლეს, მერე მოგაკვდინებთ და მერე ისევ აღგადგენთ. ხოლო ადამიანი, ჭეშმარიტად, უმადურია!
22:66 -
لِكُلِّ أُمَّةٍ جَعَلْنَا مَنْسَكًا هُمْ نَاسِكُوهُ ۖ فَلَا يُنَازِعُنَّكَ فِي الْأَمْرِ ۚ وَادْعُ إِلَىٰ رَبِّكَ ۖ إِنَّكَ لَعَلَىٰ هُدًى مُسْتَقِيمٍ
ყოველ თემს დავუდგინეთ წესი, რომელსაც აღასრულებენ და დაე, არ გეკამათონ ამის თაობაზე. მოუხმე შენი უფლისაკენ. უეჭველად, შენ სწორ გზას ადგახარ!
22:67 -
وَإِنْ جَادَلُوكَ فَقُلِ اللَّهُ أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ
თუ ისინი მაინც შეგეკამათებიან, უთხარი: „ალლაჰი უკეთ უწყის იმას, რასაც სჩადიხართ!
22:68 -
اللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كُنْتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ
ალლაჰი განსჯის თქვენ შორის აღდგომის დღეს იმას, რის გამოც დაობდითო!“
22:69 -
أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۗ إِنَّ ذَٰلِكَ فِي كِتَابٍ ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ
განა არ იცი, რომ ალლაჰი უწყის იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? უეჭველად, ეს წიგნშია. უეჭველად, ეს ალლაჰისთვის იოლია!
22:70 -
وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِ سُلْطَانًا وَمَا لَيْسَ لَهُمْ بِهِ عِلْمٌ ۗ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ نَصِيرٍ
ისინი თაყვანს სცემენ გარდა ალლაჰისა იმას, რაზეც მას არ ზეგარდმოუვლენია არანაირი საბუთი და არც არანაირი ცოდნა არ აქვთ იმისა. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწე!
22:71 -
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ تَعْرِفُ فِي وُجُوهِ الَّذِينَ كَفَرُوا الْمُنْكَرَ ۖ يَكَادُونَ يَسْطُونَ بِالَّذِينَ يَتْلُونَ عَلَيْهِمْ آيَاتِنَا ۗ قُلْ أَفَأُنَبِّئُكُمْ بِشَرٍّ مِنْ ذَٰلِكُمُ ۗ النَّارُ وَعَدَهَا اللَّهُ الَّذِينَ كَفَرُوا ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ
როცა მათ უკითხავენ ჩვენს ცხად აიათებს, შენ მათ სახეებზე უარყოფას ხედავ. ისინი მზად არიან თავს დაესხან იმათ, ვინც უკითხავს ჩვენს აიათებს. უთხარი: „ხომ არ გაუწყოთ რამე ამაზე საშინელი? ეს ცეცხლია, რომელიც ალლაჰმა აღუთქვა იმათ, ვინც არ ირწმუნა. რა საზიზღარია ეს ადგილსამყოფელი!“
22:72 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ ضُرِبَ مَثَلٌ فَاسْتَمِعُوا لَهُ ۚ إِنَّ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَنْ يَخْلُقُوا ذُبَابًا وَلَوِ اجْتَمَعُوا لَهُ ۖ وَإِنْ يَسْلُبْهُمُ الذُّبَابُ شَيْئًا لَا يَسْتَنْقِذُوهُ مِنْهُ ۚ ضَعُفَ الطَّالِبُ وَالْمَطْلُوبُ
ჰეი, ხალხო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდნენ ამისთვის. თუ ბუზი რამეს წაართმევს მათ, ისინი ვერ შეძლებენ მის უკან დაბრუნებას. სუსტია ის, ვინც თხოულობს და ისიც, ვისაც სთხოვენ!
22:73 -
مَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ
არ აფასებენ ალლაჰს სათანადოდ, არადა ალლაჰი ყოვლადძლიერია, ყოვლისშემძლეა!
22:74 -
اللَّهُ يَصْطَفِي مِنَ الْمَلَائِكَةِ رُسُلًا وَمِنَ النَّاسِ ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ
ალლაჰი ირჩევს შუამავლებს ანგელოსთაგან და ხალხთაგან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
22:75 -
يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ ۗ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
იგი უწყის მათ წარსულსა და მომავალს. საქმეებიც ალლაჰთან იქნება მიქცეული!
22:76 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا ارْكَعُوا وَاسْجُدُوا وَاعْبُدُوا رَبَّكُمْ وَافْعَلُوا الْخَيْرَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ ۩
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ და თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს და სიკეთე აკეთეთ, ეგებ შეიქნათ წარმატებულნი!
22:77 -
وَجَاهِدُوا فِي اللَّهِ حَقَّ جِهَادِهِ ۚ هُوَ اجْتَبَاكُمْ وَمَا جَعَلَ عَلَيْكُمْ فِي الدِّينِ مِنْ حَرَجٍ ۚ مِلَّةَ أَبِيكُمْ إِبْرَاهِيمَ ۚ هُوَ سَمَّاكُمُ الْمُسْلِمِينَ مِنْ قَبْلُ وَفِي هَٰذَا لِيَكُونَ الرَّسُولُ شَهِيدًا عَلَيْكُمْ وَتَكُونُوا شُهَدَاءَ عَلَى النَّاسِ ۚ فَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَاعْتَصِمُوا بِاللَّهِ هُوَ مَوْلَاكُمْ ۖ فَنِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ
გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით. მან აგირჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში . ეს მამათქვენის, იბრაჰიმის სარწმუნოებაა. (ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და აქ (ყურანში), რათა შუამავალი ყოფილიყო მოწმედ თქვენდა, თქვენ კი ყოფილიყავით მოწმედ ხალხისა. შეასრულეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა!
22:78
თარგმანი: რეზო მიქელაძე