სურა 21 ენბია

  1. اقْتَرَبَ لِلنَّاسِ حِسَابُهُمْ وَهُمْ فِي غَفْلَةٍ مُعْرِضُونَ

    მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების დრო, ხოლო ისინი წინდაუხედავად პირს იბრუნებენ.

    21:1
  2. مَا يَأْتِيهِمْ مِنْ ذِكْرٍ مِنْ رَبِّهِمْ مُحْدَثٍ إِلَّا اسْتَمَعُوهُ وَهُمْ يَلْعَبُونَ

    თავიანთი ღმერთიდან მათთან მოსულ ყველა ახალ დარიგებას, უთუოდ, ირონიით ისმენენ.

    21:2
  3. لَاهِيَةً قُلُوبُهُمْ ۗ وَأَسَرُّوا النَّجْوَى الَّذِينَ ظَلَمُوا هَلْ هَٰذَا إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ ۖ أَفَتَأْتُونَ السِّحْرَ وَأَنْتُمْ تُبْصِرُونَ

    მათი გულები უგრძნობია, და მალულად ჩურჩულებენ, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს: „განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? ნუთუ თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ?“

    21:3
  4. قَالَ رَبِّي يَعْلَمُ الْقَوْلَ فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۖ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    უთხრა: „ჩემი ღმერთი უწყის სიტყვას ცაში და მიწაზე. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!“

    21:4
  5. بَلْ قَالُوا أَضْغَاثُ أَحْلَامٍ بَلِ افْتَرَاهُ بَلْ هُوَ شَاعِرٌ فَلْيَأْتِنَا بِآيَةٍ كَمَا أُرْسِلَ الْأَوَّلُونَ

    თქვეს: „არა, ეს აბურდულ-დაბურდული სიზმრებია! არა, იგი მან გამოიგონა! არა, იგი პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული იმისი მსგავსი, როგორითაც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენო!“

    21:5
  6. مَا آمَنَتْ قَبْلَهُمْ مِنْ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا ۖ أَفَهُمْ يُؤْمِنُونَ

    არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა. განა ესენი ირწმუნებენ?

    21:6
  7. وَمَا أَرْسَلْنَا قَبْلَكَ إِلَّا رِجَالًا نُوحِي إِلَيْهِمْ ۖ فَاسْأَلُوا أَهْلَ الذِّكْرِ إِنْ كُنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ

    და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონებდით. მაშ, თუკი არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მფლობელთ!

    21:7
  8. وَمَا جَعَلْنَاهُمْ جَسَدًا لَا يَأْكُلُونَ الطَّعَامَ وَمَا كَانُوا خَالِدِينَ

    და ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი სხეულად, რომელიც არ საჭიროებს კვებას და არ ყოფილან ისინი უკვდავნი.

    21:8
  9. ثُمَّ صَدَقْنَاهُمُ الْوَعْدَ فَأَنْجَيْنَاهُمْ وَمَنْ نَشَاءُ وَأَهْلَكْنَا الْمُسْرِفِينَ

    მერე ჩვენ შევასრულეთ მათთვის მიცემული აღთქმა, ასე გადავარჩინეთ ისინი, ვინებეთ ვინც და დავღუპეთ თავგასულნი!

    21:9
  10. لَقَدْ أَنْزَلْنَا إِلَيْكُمْ كِتَابًا فِيهِ ذِكْرُكُمْ ۖ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    ვფიცავ, რომ ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ თქვენდა წიგნი, მასშია დიდება თქვენი. იმედია, გონს მოეგებით!

    21:10
  11. وَكَمْ قَصَمْنَا مِنْ قَرْيَةٍ كَانَتْ ظَالِمَةً وَأَنْشَأْنَا بَعْدَهَا قَوْمًا آخَرِينَ

    რამდენი დასახლება დავანგრიეთ, რომელშიც იყვნენ უსამართლონი და მათ მერე სხვები დავადგინეთ!

    21:11
  12. فَلَمَّا أَحَسُّوا بَأْسَنَا إِذَا هُمْ مِنْهَا يَرْكُضُونَ

    ამგვარად, როცა შეიგრძნობენ ჩვენს სასჯელს, მაშინ ეგენი გაიქცევიან მისგან!

    21:12
  13. لَا تَرْكُضُوا وَارْجِعُوا إِلَىٰ مَا أُتْرِفْتُمْ فِيهِ وَمَسَاكِنِكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْأَلُونَ

    არ გაიქცეთ და მიბრუნდით იქ, სადაც ნებადართული გქონდათ განცხრომით ცხოვრება, თქვენს სახლებში, რამეთუ თქვენ დაიკითხებით!

    21:13
  14. قَالُوا يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ

    თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, უსამართლონი ვიყავით!“

    21:14
  15. فَمَا زَالَتْ تِلْكَ دَعْوَاهُمْ حَتَّىٰ جَعَلْنَاهُمْ حَصِيدًا خَامِدِينَ

    ისინი ასე გოდებდნენ, სანამ არ ვქმენით გამხმარ თივად!

    21:15
  16. وَمَا خَلَقْنَا السَّمَاءَ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا لَاعِبِينَ

    და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.

    21:16
  17. لَوْ أَرَدْنَا أَنْ نَتَّخِذَ لَهْوًا لَاتَّخَذْنَاهُ مِنْ لَدُنَّا إِنْ كُنَّا فَاعِلِينَ

    ჩვენ რომ გართობის დადგენა გვდომებოდა, უთუოდ, მას ჩვენი წიაღიდან დავიდგენდით. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ასე მოვიქცეოდით!

    21:17
  18. بَلْ نَقْذِفُ بِالْحَقِّ عَلَى الْبَاطِلِ فَيَدْمَغُهُ فَإِذَا هُوَ زَاهِقٌ ۚ وَلَكُمُ الْوَيْلُ مِمَّا تَصِفُونَ

    არა! ჩვენ ვადგამთ ჭეშმარიტებას სიცრუეზე ზედა, მაშინ მას გაანადგურებს. ნახავთ, რომ იგი აღარ არსებობს. და თქვენ სასჯელი იმისთვის, რასაც თხზავთ!

    21:18
  19. وَلَهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَنْ عِنْدَهُ لَا يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِهِ وَلَا يَسْتَحْسِرُونَ

    მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან, არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც იღლებიან ამით!

    21:19
  20. يُسَبِّحُونَ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ لَا يَفْتُرُونَ

    ისინი ადიდებენ დღისითა და ღამით, შეუსვენებლად!

    21:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე