მუსხაფი, გვერდი 337
-
أُذِنَ لِلَّذِينَ يُقَاتَلُونَ بِأَنَّهُمْ ظُلِمُوا ۚ وَإِنَّ اللَّهَ عَلَىٰ نَصْرِهِمْ لَقَدِيرٌ
ნებადართულია მათთვის, რომელთაც ებრძვიან, რამეთუ მოექცნენ მათ უსამართლოდ. უეჭველად, ალლაჰს ხელეწიფება მათი შეწევნა!
22:39 -
الَّذِينَ أُخْرِجُوا مِنْ دِيَارِهِمْ بِغَيْرِ حَقٍّ إِلَّا أَنْ يَقُولُوا رَبُّنَا اللَّهُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ اللَّهِ النَّاسَ بَعْضَهُمْ بِبَعْضٍ لَهُدِّمَتْ صَوَامِعُ وَبِيَعٌ وَصَلَوَاتٌ وَمَسَاجِدُ يُذْكَرُ فِيهَا اسْمُ اللَّهِ كَثِيرًا ۗ وَلَيَنْصُرَنَّ اللَّهُ مَنْ يَنْصُرُهُ ۗ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ
ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ჩვენი უფალი ალლაჰიაო!“ ალლაჰს რომ არ მიეცა ნება თავი დაეცვათ ერთმანეთისგან, დაინგრეოდა სენაკები, საყდრები, სინაგოგები და მეჩეთები, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. ალლაჰი უსათუოდ შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ემსახურება.უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ყოვლისშემძლეა.
22:40 -
الَّذِينَ إِنْ مَكَّنَّاهُمْ فِي الْأَرْضِ أَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ وَأَمَرُوا بِالْمَعْرُوفِ وَنَهَوْا عَنِ الْمُنْكَرِ ۗ وَلِلَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ
რომელთაც ჩვენ მივმადლით ამ ქვეყანაზე ბატონობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს, ბრძანებენ სიკეთის კეთებას და კრძალავენ უკეთურობას. უეჭველად, ყოველი საქმის აღსასრული ალლაჰთან მიიქცევა.
22:41 -
وَإِنْ يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَعَادٌ وَثَمُودُ
თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, მანამდეც ხომ ცრუდ რაცხავდნენ ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხი,
22:42 -
وَقَوْمُ إِبْرَاهِيمَ وَقَوْمُ لُوطٍ
იბრაჰიმის ხალხი, ლუტის ხალხი
22:43 -
وَأَصْحَابُ مَدْيَنَ ۖ وَكُذِّبَ مُوسَىٰ فَأَمْلَيْتُ لِلْكَافِرِينَ ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ
და მედიენის მკვიდრნიც. მუსა ცრუდ შერაცხეს. მე გადავუვადე ურწმუნოებს, მერე კი შევიპყარი ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!
22:44 -
فَكَأَيِّنْ مِنْ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا وَهِيَ ظَالِمَةٌ فَهِيَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَبِئْرٍ مُعَطَّلَةٍ وَقَصْرٍ مَشِيدٍ
რამდენი დასახლება, რომელთა მცხოვრებნიც უსამართლონი იყვნენ, დავღუპეთ და ახლა მიწასთანაა გასწორებული. რამდენი ჭაა მიტოვებული და რამდენი სასახლე!
22:45 -
أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَتَكُونَ لَهُمْ قُلُوبٌ يَعْقِلُونَ بِهَا أَوْ آذَانٌ يَسْمَعُونَ بِهَا ۖ فَإِنَّهَا لَا تَعْمَى الْأَبْصَارُ وَلَٰكِنْ تَعْمَى الْقُلُوبُ الَّتِي فِي الصُّدُورِ
განა არ უმოგზაურიათ დედამიწაზე, მათ გულს განა არ შესწევდა გაგება, ხოლო ყურებს შესმენა? უეჭველად, თვალი კი არ ბრმავდება, არამედ გული მკერდში!
22:46
თარგმანი: რეზო მიქელაძე