სურა 22 ჰაჯი

  1. وَلَهُمْ مَقَامِعُ مِنْ حَدِيدٍ

    მათთვისაა გამზადებული რკინის კეტები!

    22:21
  2. كُلَّمَا أَرَادُوا أَنْ يَخْرُجُوا مِنْهَا مِنْ غَمٍّ أُعِيدُوا فِيهَا وَذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ

    ყოველთვის, როცა მოინდომებენ იქიდან თავის დაღწევას და ტანჯვისგან დასხლტომას, უკან მიაბრუნებენ. იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა!

    22:22
  3. إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِنْ ذَهَبٍ وَلُؤْلُؤًا ۖ وَلِبَاسُهُمْ فِيهَا حَرِيرٌ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ალლაჰი სამოთხეში შეიყვანს, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ იქნებიან შემკულნი ოქროს სამაჯურებით და მარგალიტებით, ხოლო სამოსი ექნებათ აბრეშუმისა!

    22:23
  4. وَهُدُوا إِلَى الطَّيِّبِ مِنَ الْقَوْلِ وَهُدُوا إِلَىٰ صِرَاطِ الْحَمِيدِ

    ასწავლეს მათ კეთილი სიტყვები და დააყენეს ყოვლად ქებულის გზაზე!

    22:24
  5. إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَيَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَالْمَسْجِدِ الْحَرَامِ الَّذِي جَعَلْنَاهُ لِلنَّاسِ سَوَاءً الْعَاكِفُ فِيهِ وَالْبَادِ ۚ وَمَنْ يُرِدْ فِيهِ بِإِلْحَادٍ بِظُلْمٍ نُذِقْهُ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ

    უეჭველად, რომელთაც უარყვეს და სხვებს აცდენენ ალლაჰის გზიდან, გზას უღობავს მესჯიდი ჰარამისკენ, რომელიც ჩვენ დავადგინეთ ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ; აგრეთვე მათ, ვინც უსამართლოდ შებღალავს იქაურობას, ვაგემებთ მწარე სასჯელს!

    22:25
  6. وَإِذْ بَوَّأْنَا لِإِبْرَاهِيمَ مَكَانَ الْبَيْتِ أَنْ لَا تُشْرِكْ بِي شَيْئًا وَطَهِّرْ بَيْتِيَ لِلطَّائِفِينَ وَالْقَائِمِينَ وَالرُّكَّعِ السُّجُودِ

    აი, მივუთითეთ იბრაჰიმს ადგილი სახლისა (ქააბა): არ გამიხადო არავინ მოზიარედ და წმინდად შეინახე ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარს შემოუვლის: ფეხზე მდგომი, წელშიმოხრილი თუ სეჯდეს აღმსრულებელი!

    22:26
  7. وَأَذِّنْ فِي النَّاسِ بِالْحَجِّ يَأْتُوكَ رِجَالًا وَعَلَىٰ كُلِّ ضَامِرٍ يَأْتِينَ مِنْ كُلِّ فَجٍّ عَمِيقٍ

    აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ და მოვლენ ისინი შენთან ფეხით და ჩქარმავალი აქლემებით ქვეყნის შორეული მხარეებიდანაც!

    22:27
  8. لِيَشْهَدُوا مَنَافِعَ لَهُمْ وَيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ فِي أَيَّامٍ مَعْلُومَاتٍ عَلَىٰ مَا رَزَقَهُمْ مِنْ بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۖ فَكُلُوا مِنْهَا وَأَطْعِمُوا الْبَائِسَ الْفَقِيرَ

    დაე, დაამოწმონ მათ ის, რასაც სარგებელი მოაქვს მათთვის და ახსენონ ალლაჰის სახელი პირუტყვზე დანიშნულ დღეს, რომელიც მან სარჩოდ უბოძა. ჭამეთ მისგან და უწყალობეთ გაჭირვებულ ღატაკებს!

    22:28
  9. ثُمَّ لْيَقْضُوا تَفَثَهُمْ وَلْيُوفُوا نُذُورَهُمْ وَلْيَطَّوَّفُوا بِالْبَيْتِ الْعَتِيقِ

    მერე კი დაიცვან თავიანთი წესები, აღასრულონ აღთქმა და შემოუარონ უპირველეს სახლს (ქააბას)!

    22:29
  10. ذَٰلِكَ وَمَنْ يُعَظِّمْ حُرُمَاتِ اللَّهِ فَهُوَ خَيْرٌ لَهُ عِنْدَ رَبِّهِ ۗ وَأُحِلَّتْ لَكُمُ الْأَنْعَامُ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ ۖ فَاجْتَنِبُوا الرِّجْسَ مِنَ الْأَوْثَانِ وَاجْتَنِبُوا قَوْلَ الزُّورِ

    აი ასე! ვინც განადიდებს ალლაჰის სიწმინდეებს, ის თავის სასიკეთოდ იქმს თავისი უფლის წინაშე. თქვენთვის ნებადართულია საქონელი, იმის გამოკლებით, რაც გეკითხებათ. მოერიდეთ კერპების სიბილწეს და მოერიდეთ ცრუ სიტყვებს!

    22:30
  11. حُنَفَاءَ لِلَّهِ غَيْرَ مُشْرِكِينَ بِهِ ۚ وَمَنْ يُشْرِكْ بِاللَّهِ فَكَأَنَّمَا خَرَّ مِنَ السَّمَاءِ فَتَخْطَفُهُ الطَّيْرُ أَوْ تَهْوِي بِهِ الرِّيحُ فِي مَكَانٍ سَحِيقٍ

    დარჩით ერთმორწმუნედ და არ გაუხადოთ მას თანაზიარი. და ის, ვინც თანაზიარს უქმნის ალლაჰს, შეიქმნება ციდან დანარცხებულის მსგავსი, რომელსაც ჩიტები წარიტაცებენ, ან შორეთში ქარწაღებულის მსგავსი!

    22:31
  12. ذَٰلِكَ وَمَنْ يُعَظِّمْ شَعَائِرَ اللَّهِ فَإِنَّهَا مِنْ تَقْوَى الْقُلُوبِ

    აი ასე! და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა.

    22:32
  13. لَكُمْ فِيهَا مَنَافِعُ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ثُمَّ مَحِلُّهَا إِلَى الْبَيْتِ الْعَتِيقِ

    მათ (შესაწირ პირუტყვს) სარგებელი მოაქვთ განსაზღვრულ ვადამდე და მათი მსხვერპლად შეწირვის ადგილია უპირველესი სახლი!

    22:33
  14. وَلِكُلِّ أُمَّةٍ جَعَلْنَا مَنْسَكًا لِيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَىٰ مَا رَزَقَهُمْ مِنْ بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۗ فَإِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ فَلَهُ أَسْلِمُوا ۗ وَبَشِّرِ الْمُخْبِتِينَ

    ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი! შენ კი ახარე მორჩილთ!...

    22:34
  15. الَّذِينَ إِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَالصَّابِرِينَ عَلَىٰ مَا أَصَابَهُمْ وَالْمُقِيمِي الصَّلَاةِ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    რომელთა გულები ალლაჰის სახელის ხსენებაზე ძრწოლვით ივსება და რომლებიც მომთმენნი არიან იმისა, რაც მოელით, ლოცვად დგებიან და გასცემენ იქიდან, რაც ებოძათ ჩვენგან!

    22:35
  16. وَالْبُدْنَ جَعَلْنَاهَا لَكُمْ مِنْ شَعَائِرِ اللَّهِ لَكُمْ فِيهَا خَيْرٌ ۖ فَاذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَيْهَا صَوَافَّ ۖ فَإِذَا وَجَبَتْ جُنُوبُهَا فَكُلُوا مِنْهَا وَأَطْعِمُوا الْقَانِعَ وَالْمُعْتَرَّ ۚ كَذَٰلِكَ سَخَّرْنَاهَا لَكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

    აქლემები დაგიდგინეთ ალლაჰისთვის ზვარაკად შესაწირი, რიტუალურ სიმბოლოდ. მათ მოაქვთ თქვენთვის სიკეთე. მაშ, წარმოთქვით მათზე ალლაჰის სახელი , როცა დგანან მწკრივად და როცა გვერდზე დაეცემიან; ჭამეთ მათგან და უწილადეთ იმათ, ვინც მცირედითაა კმაყოფილი და ვინც ითხოვს სიღატაკის გამო. ასე დაგიმორჩილეთ ისინი, ეგებ შეიქმნეთ მადლიერნი!

    22:36
  17. لَنْ يَنَالَ اللَّهَ لُحُومُهَا وَلَا دِمَاؤُهَا وَلَٰكِنْ يَنَالُهُ التَّقْوَىٰ مِنْكُمْ ۚ كَذَٰلِكَ سَخَّرَهَا لَكُمْ لِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ ۗ وَبَشِّرِ الْمُحْسِنِينَ

    უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ!

    22:37
  18. إِنَّ اللَّهَ يُدَافِعُ عَنِ الَّذِينَ آمَنُوا ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ كُلَّ خَوَّانٍ كَفُورٍ

    უეჭველად, ალლაჰი მფარველობს მათ, რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს უმადური მოღალატეები!

    22:38
  19. أُذِنَ لِلَّذِينَ يُقَاتَلُونَ بِأَنَّهُمْ ظُلِمُوا ۚ وَإِنَّ اللَّهَ عَلَىٰ نَصْرِهِمْ لَقَدِيرٌ

    ნებადართულია მათთვის, რომელთაც ებრძვიან, რამეთუ მოექცნენ მათ უსამართლოდ. უეჭველად, ალლაჰს ხელეწიფება მათი შეწევნა!

    22:39
  20. الَّذِينَ أُخْرِجُوا مِنْ دِيَارِهِمْ بِغَيْرِ حَقٍّ إِلَّا أَنْ يَقُولُوا رَبُّنَا اللَّهُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ اللَّهِ النَّاسَ بَعْضَهُمْ بِبَعْضٍ لَهُدِّمَتْ صَوَامِعُ وَبِيَعٌ وَصَلَوَاتٌ وَمَسَاجِدُ يُذْكَرُ فِيهَا اسْمُ اللَّهِ كَثِيرًا ۗ وَلَيَنْصُرَنَّ اللَّهُ مَنْ يَنْصُرُهُ ۗ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ

    ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ჩვენი უფალი ალლაჰიაო!“ ალლაჰს რომ არ მიეცა ნება თავი დაეცვათ ერთმანეთისგან, დაინგრეოდა სენაკები, საყდრები, სინაგოგები და მეჩეთები, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. ალლაჰი უსათუოდ შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ემსახურება.უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ყოვლისშემძლეა.

    22:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე