მუსხაფი, გვერდი 603

  1. قُلْ يَا أَيُّهَا الْكَافِرُونَ

    (საყვარელო შუამავალო) უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო!

    109:1
  2. لَا أَعْبُدُ مَا تَعْبُدُونَ

    არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით!

    109:2
  3. وَلَا أَنْتُمْ عَابِدُونَ مَا أَعْبُدُ

    და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე.

    109:3
  4. وَلَا أَنَا عَابِدٌ مَا عَبَدْتُمْ

    და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით,

    109:4
  5. وَلَا أَنْتُمْ عَابِدُونَ مَا أَعْبُدُ

    და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები!

    109:5
  6. لَكُمْ دِينُكُمْ وَلِيَ دِينِ

    თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე!

    109:6
  7. إِذَا جَاءَ نَصْرُ اللَّهِ وَالْفَتْحُ

    როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოვლენილი,

    110:1
  8. وَرَأَيْتَ النَّاسَ يَدْخُلُونَ فِي دِينِ اللَّهِ أَفْوَاجًا

    და როცა დაინახავ, როგორ უწყვეტ ნაკადად შედის ხალხი ალლაჰის სარწმუნოებაში,

    110:2
  9. فَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ وَاسْتَغْفِرْهُ ۚ إِنَّهُ كَانَ تَوَّابًا

    შეაქე და განადიდე ღმერთი შენი და შენდობა შესთხოვე! უეჭველად, ის ყოვლისმიმტევებელია!

    110:3
  10. تَبَّتْ يَدَا أَبِي لَهَبٍ وَتَبَّ

    დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც!

    111:1
  11. مَا أَغْنَىٰ عَنْهُ مَالُهُ وَمَا كَسَبَ

    მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა...

    111:2
  12. سَيَصْلَىٰ نَارًا ذَاتَ لَهَبٍ

    დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში!

    111:3
  13. وَامْرَأَتُهُ حَمَّالَةَ الْحَطَبِ

    და ცოლი მისი შეშის მზიდავიც...

    111:4
  14. فِي جِيدِهَا حَبْلٌ مِنْ مَسَدٍ

    კისერზე საბელჩამოკიდებული!

    111:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე