სურა 111 თებბეთი
-
تَبَّتْ يَدَا أَبِي لَهَبٍ وَتَبَّ
დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც!
111:1 -
مَا أَغْنَىٰ عَنْهُ مَالُهُ وَمَا كَسَبَ
მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა...
111:2 -
سَيَصْلَىٰ نَارًا ذَاتَ لَهَبٍ
დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში!
111:3 -
وَامْرَأَتُهُ حَمَّالَةَ الْحَطَبِ
და ცოლი მისი შეშის მზიდავიც...
111:4 -
فِي جِيدِهَا حَبْلٌ مِنْ مَسَدٍ
კისერზე საბელჩამოკიდებული!
111:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე