მუსხაფი, გვერდი 602
-
لِإِيلَافِ قُرَيْشٍ
ყურეიშთა გვარის შეთანხმება და კავშირი,
106:1 -
إِيلَافِهِمْ رِحْلَةَ الشِّتَاءِ وَالصَّيْفِ
(ეს არის) ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
106:2 -
فَلْيَعْبُدُوا رَبَّ هَٰذَا الْبَيْتِ
დაე, ეთაყვანონ ამ სახლის (ქააბას) ღმერთს,
106:3 -
الَّذِي أَطْعَمَهُمْ مِنْ جُوعٍ وَآمَنَهُمْ مِنْ خَوْفٍ
რომელმაც დააპურა, როცა შიოდათ და დაიცვა, როცა ეშინოდათ!
106:4 -
أَرَأَيْتَ الَّذِي يُكَذِّبُ بِالدِّينِ
დაინახე იგი, ვინც განკითხვის დღეს სიცრუედ რაცხავს?
107:1 -
فَذَٰلِكَ الَّذِي يَدُعُّ الْيَتِيمَ
აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს,
107:2 -
وَلَا يَحُضُّ عَلَىٰ طَعَامِ الْمِسْكِينِ
და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი.
107:3 -
فَوَيْلٌ لِلْمُصَلِّينَ
ვაი, იმ მლოცველებს,
107:4 -
الَّذِينَ هُمْ عَنْ صَلَاتِهِمْ سَاهُونَ
ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!
107:5 -
الَّذِينَ هُمْ يُرَاءُونَ
ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ!
107:6 -
وَيَمْنَعُونَ الْمَاعُونَ
და დახმარების ხელის გაწვდენაზე (ზექათსა და მსგავს მოწყალებებზე) უარს ამბობენ!...
107:7 -
إِنَّا أَعْطَيْنَاكَ الْكَوْثَرَ
უეჭველად, ჩვენ გიბოძეთ შენ წყალობა-„ქევსერი“ (მდინარე სამოთხეში).
108:1 -
فَصَلِّ لِرَبِّكَ وَانْحَرْ
ილოცე შენი ღმერთისთვის და მას დაუკალი შესაწირი!
108:2 -
إِنَّ شَانِئَكَ هُوَ الْأَبْتَرُ
უთუოდ, შენი მოძულეა „გარდაშენებული“!
108:3
თარგმანი: რეზო მიქელაძე